და შესძინეს ძეთა ისრაელისათა ქმნად ბოროტი წინაშე უფლისა. და აოდი მოკუდა,
და განსცნა იგინი უფალმან ჴელსა აბინისსა, მეფისა ქანაანისასა, რომელი მეფობდა ასაროთს შინა, და მთავარი ძალისა მისისაჲ სისარა, და იგი მკჳდრ იყო ავისოთს წარმართთასა.
და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაელისათა Page of ms. Gb: 180r უფლისა მიმართ, რამეთუ ცხრაასნი ეტლნი რკინისანი იყვნეს მათნი, და იგი აჭირვებდა ისრაელსა დამპყრობლობით ოც წელ.
და დებორა, დედაკაცი წინაჲსწარმეტყუელი, ცოლი აფიდოთისი, ესე Page of ms. Ga: 354r შჯიდა ისრაელსა მას ჟამსა შინა.
და ესე ჯდა ქუეშე ფინიკსა, დებორა შორის რამასა და შორის ბეთილსა, მთასა ეფრემისსა. და აღვიდოდეს ძენი ისრაელისანი მისდამი შჯად.
და მიავლინა დებორამან და მიუწოდა ბარაკსა, ძესა ვინეესსა, კადით ნეფთალიმისით და თქუა მისდამი: Page of ms. Gb: 180v არა გამცნო-ა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან შენ? Page of ms. Ga: 354v და წარხჳდე მთასა თაბორსა და მიიყვანო თავისა შენისა თანა ათიათასეული კაცთაჲ ძეთა ნეფთალიმისთა და ძეთაგან ზაბულონისთა.
და შეგჴადო შენ ნაღუარევსა კესსონისასა სისარას ზედა, მთავარსა ძალისა იაბინისსა, და ეტლთა მისთა და სიმრავლესა მისსა, და მოვსცე იგი ჴელთა შენთა.
და თქუა მისდამი ბარაკმან: უკუეთუ წარმოხუალ ჩემ თანა, წარვიდე, და უკუეთუ არა წარმოხუალ ჩემ თანა, არა წარვიდე, რამეთუ არა უწყი დღე, რომელსა შინა წარმოჰმართოს უფალმან ჩემ თანა ანგელოზი.
და თქუა მისდამი დებორამან: წარმოსლვით წარმოვიდე შენ თანა, თჳნიერ უწყოდე, ვითარმედ არა არს უაღრესობაჲ შენი გზასა ამას შინა, რომელსა ხუალ შენ, რამეთუ ჴელსა დედაკაცისასა მისცეს უფალმან სისარრაჲ. და აღდგა ღებორა და ვიდოდა ბარაკის თანა კადიდ.
და მოიჴმო ბარაკმან ზაბულონი და ნეფთალიმი კადიდ, და აღვიდეს კუალისკუალ მისსა ათნი ათასეულნი კაცთანი, და მის თანა დებორა.
და ქაბერ კინეველი განიყო კინაჲთ ძეთა იოაბისთა, სიმამრისა მოსესთა, და აღდგა კარავი თჳსი ვიდრე მუხამდე მეანგაჰრეთა, რომელ არს მახლობელად კადისა.
და მიეთხრა სისარასა, ვითარმედ აღმოვიდა ბარაკი, ძე აბინეემისი, მთასა თაბორსა.
და მიუწოდა სისარამან ყოველსა ეტლებსა მისსა -- ცხრაასსა ეტლსა რკინისასა, და ყოველსა ერსა მისთანასა არისოთითგან წარმართთასა ნაღუარევად კისსონისსა.
და თქუა დებორამან ბარ\აკისა Page of ms. Ga: 355r მიმართ. აღდეგ, რამეთუ ესე არს დღე, რომელსა შინა მოსცა უფალმან სისარა ჴელსა შენსა, რამეთუ უფალი განვიდეს წინაწარ შენსა. და შთავიდა ბარაკი მთით თაბორით და ათნი ათასეულნი კაცთანი უკუანა მისსა.
და განაკრთო უფალმან სისარა და ყოველი ეტლები მისი და ყოველი ბანაკი მისი პირითა მახჳლისაჲთა წინაშე ბარაკისსა, და შთაჴდა სისარა ზედა კერძოჲთ ეტლთა მისთაჲთ და ივლტოდა ფერჴითა თჳსითა.
და ბარაკ სდევდა უკუანა ეტლებსა მისსა და უკუანა ბანაკსა მისსა ვიდრე არისოთამდე წარმართთად. და დაეცა ყოველი ბანაკი პირითა მახჳლისაჲთა, არა დაშთა ვიდრე ერთადმდე.
და სისარა შეივლტოდა ფერჴითა თჳსითა კარვად იაილისა, ცოლისა ქაბერ კინეველისა, რამეთუ მშჳდობაჲ იყო შორის იავიმისსა, მეფისა ასორისსა, და შორის სახლისა ქაბერ კინეველისა.
და განვიდა იაილ მიგებებად სისარაჲსა და ჰრქუა მას: მოაქციე, უფალო, ჩემდამო, ნუ გეშინინ! და მიაქცია მისდამი კარვად და გარემოასხა მას ზედმოსასხმელი.
და თქუა სისარამან მისდამი: მასუ მე მცირედ წყალი, რამეთუ მომეწყურა! და განაღო თხიერი სძისაჲ და ასუა მას და დამალა იგი.
და ჰრქუა მას სისარამან: დეგ კარსა ზედა კარვისასა, და იყოს, უკუეთუ კაცი მოვიდეს შენდა და გკითხოს შენ და გრქუას: "უკუეთუ არს აქა კაცი?" სთქუა: "არა Page of ms. Ga: 355v არს".
Page of ms. Gb: 181r და მოიღო იაილმან, ცოლმან ქაბერისმან, მანაჲ კარვისაჲ და დადვა ჴუედაჲ ჴელსა შინა თჳსსა და შევიდა მისდამი იდუმალ და შთაამაგრა მანაჲ ყბასა მისსა და განავლო ქუეყანად, და იგი განცჳბრებული დაბნელდა და მოკუდა.
და აჰა, ბარაკ, მდევარი სისარაჲსი, და განვიდა იაილ მიგებებად მისსა და თქუა მისდამი: მოვედ და გიჩუენო შენ კაცი, რომელსა შენ ეძიებ. და შევიდა მისდამი: და აჰა, სისარა დავრდომილი მკუდარი და მანაჲ ყბასა შინა მისსა.
და ძლეულ ყო ღმერთმან მას დღესა შინა იავინ, მეფე ქანაანისაჲ, წინაშე ძეთა ისრაელისათასა.
და ვიდოდა ჴელი ძეთა ისრაელისათაჲ, მავალი და განფიცხებული, იავინს ზედა, მეფესა ქანაანისასა, ვიდრემდის მოასრულეს იგიცა, იავინ, მეფე ქანაანისაჲ.