და ესე წარმართნი, რომელნი დაუტევნა უფალმან იგინი, რაჲთა გამოიცადოს მათ მიერ ისრაელი, ყოველნი არმეცნიერნი ყოველთა ბრძოლათა ქანაანისათა,
თჳნიერ ნათესავთათჳს ძეთა ისრაელისათასა სწავლად მათდა ბრძოლაჲ, თჳ\ნიერ Page of ms. Ga: 351r უწინარესთა მათთასა არა უწყოდნეს:
ხუთნი სატრაპესობანი უცხოთესლთანი, და ყოველი ქანანელი და სიდონელი და ეველი, დამკჳდრებული ლიბანეს, მთით აერმონითგან ვიდრე ლავოითამდე.
და იყო, ვითარ განცდად მათ მიერ ისრაელი, ცნობად, უკუეთუ ისმენენ მცნებათა უფლისათა, რომელნი ამცნნა მამათა მათთა ჴელითა მოსესითა.
და ძენი ისრაელისანი დაემკჳდრნეს შორის ქანანელისა და ქეტტელისა და ამორრეველისა და ფერეზ\ელისა Page of ms. Ga: 351v და ეველისა და იევუსელისა
და მიიყვანნეს ასულნი მათნი თავთა თჳსთათჳს ცოლად და ასულნი თჳსნი მისცნეს ძეთა მათთა და ჰმსახურეს ღმერთთა მათთა.
და ქმნეს ძეთა ისრაელისათა ბოროტი წინაშე უფლისა და დაივიწყეს უფლისა ღმრთისა მათისაჲ და ჰმსახურებდეს ბაალიმთა და სერტყებთა.
და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაელსა ზედა და მისცნა იგინი ჴელსა ხუსარათემ მეფისა მდინარეთა ასურეთისათასა, და ჰმსახურებდეს ძენი ისრაელისანი ხუსარათემს რვა წელ.
და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაელ\ისათა Page of ms. Gb: 179r უფლისა მიმართ, და აღუდგინა უფალმან მაცხოვარი ისრაელსა და აცხოვნნა იგინი გოთონიილ, ძე კენეზისი, ძმისა ხალებისი, (!) Page of ms. Ga: 352r უმრწემესი მის ძლით.
და იყო მის ზედა სული უფლისაჲ და შჯიდა ისრაელსა, და განვიდა ბრძოლად ხუსარათემის მიმართ: და მისცა უფალმან ჴელსა მისსა ხუსარათემ, მეფე ასურეთისა მდინარეთაჲ, და განძლიერდა ჴელი მისი ხუსარათემის ზედა.
და დაყუდნა ქუეყანაჲ ორმეოც წელ. და მოკუდა გოთონიილ, ძე კენეზისი.
და შესძინეს ძეთა ისრაელისათა ქმნად ბოროტი წინაშე უფლისა. და განაძლიერა უფალმან ეგლომ, მეფე მოაბისაჲ, ისრაელსა ზედა ქმნისათჳს მათგან ბოროტსა წინაშე უფლისა.
და შეკრიბნა თავისა მიმართ თჳსისა ყოველნი ძენი ამონისნი და ამალეკი და წარვიდა და დასცა ისრაელი და დაიმკჳდრა ქალაქი ფინიკთაჲ.
და ჰმონებდეს ძენი ისრაელისანი ეგლომს, მეფესა მოაბისასა, წელსა ათსა და რვასა.
და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაელისათა უფლისა მიმართ და აღუდგინა მათ უფალმან მაცხოვარი აოდი, ძე გირაჲსი, ძისა იემენისი, მამაკაცი მრჩობლ მარჯუენე. და Page of ms. Ga: 352v წარუცეს ძეთა ისრაელისათა ძღუენი ჴელითა მისითა ეგლომსა, მეფესა მოაბისასა.
და იქმნა თავისა თჳსისა აოდმან მახჳლი ორპირი, მტკაველი სიგრძე მისი, და შეირტყა იგი ქუეშეთ მოსასხმელისა თეძოსა ზედა თჳსსა მარჯუენესა და წარვიდა.
და მიართუა ძღუენი ეგლომსა, მეფესა მოაბისასა, და ეგლომ მამაკაცი იყო მკჳრცხლი ფრიად.
და იყო, ვითარცა დაასრულა ეგლომმან შეწირვაჲ ძღუენთაჲ, და განავლინნა მომღენი ძღუენთანი.
და ეგლომი უკუნ-იქცა კერპთა თჳსთაგან გალგალს შინა. და ჰრქუა აოდმან: სიტყუაჲ ფარული ჩემი შენდამი, მეფე! და თქუა ეგლო\მმან Page of ms. Gb: 179v მისდამი: დუმენ! და განავლინნა თავისა თჳსისაგან ყოველნი ზედა-მდგომნი თავსა თჳსსა ზედა.
და იგი ჯდა ქორსა მისსა შინა საზაფხულოსა მარტოჲ. და ჰრქუა აოდმან: სიტყუაჲ ღმრთისაჲ მაქუს შენდამი მეფე! და აღდგა ეგლომი საყდრისაგან მახლობელად მისსა.
და იყო, აღდგომასა მისსა თანა-განყო აოდმან ჴელი მარცხენე მისი და მოიღო მახჳლი ზედა კერძოჲთ თეძოჲსა მისისა მარჯუენისაჲთ და შეამაგრა იგი მუცელსა მისსა,
და შეაგდო Page of ms. Ga: 353r ტარიცა უკუანა ალისა. და შეიყენა ცმელი ალისა ზედა, რამეთუ არღა გამოჰჴადა მახჳლი მუცლისაგან მისისა.
და გამოვიდა აოდ წინა კარსედ და განვლნა დაწესებულნი და დაჰჴშა კარები ქორისაჲ მის ზედა და დაუგდნა, და თჳთ განვიდა.
და ყრმანი მისნი შევიდეს და იხილეს: და აჰა კარნი ქორისანი ეგდნეს, და თქუეს. ნუსადა ტახტსა ზედა ზის, საწოლსა შინა საზაფხულოსა?
და დაითმინეს ვიდრე მყოარ, და აჰა, არა იყო განმღები კართა ქორისათაჲ. და მოიღეს კლიტე და განაღეს: და აჰა უფალი მათი, დაცემული ქუეყანასა ზედა, მომკუდარი.
და აოდი შეივლტოდა ტიროთას, ვიდრეღა შფოთებდეს, და არა იყო მწევნელი მისი. და მან თანა-წარვლნა ნაწახნაგებნი და შეივლტოდა ტიროთად.
და იყო, ვითარცა მოვიდა აოდ ქუეყანად ისრაელისა, და საყჳრ-სცა რქისასა მთასა ეფრემისსა, და შთამოვიდეს მის თანა ძენი ისრაელისანი მთით, და იგი წინაშე მათსა.
და თქუა მათდამი. შთამოვედით შემდგომად ჩემსა, რამეთუ მოგცა უფალმან მტერი თქუენი მოაბი ჴელთა თქუენთა. და შთამოვიდეს შემდგომად მისსა და წინა-დაიპყრნეს განსავალნი იორდანისანი, სამოაბონი, და არა უტევეს კაცი განვლად.
და დასცეს მოაბი მას დღესა შინა, ვითარ ათი ათასეული მამაკაცთაჲ, ყოველნი მეჰომენი მათ შორის და ყოველი მამაკაცი შემძლებელი, და არა განერა მამაკაცი.
და დამდაბლდა მოაბი მას დღესა შინა ჴელსა ქუეშე ისრაელისასა, და დაყუდნა ქუეყანაჲ Page of ms. Ga: 353v ოთხმეოც წელ. და შჯიდა მათ აოდი, ვიდრემდის მოკუდა.
და შემდგომად მისსა აღდგა სემეგარი, ძე დინახისი, და დასცნა უცხოტომნი ექუსასნი მამაკაცნი ერქუნითა საჴნველისა ჴართაჲსაჲთა. და განარინა მანცა ისრაელი.