და აღვიდა ანგელოზი უფლისაჲ გალგალით "ტირილად" მიმართ და ბეთილდ მიმართ და სახლად მიმართ ისრაელისა და თქუა მათდამი: ამათ იტყჳს უფალი: აღმოგიყვანენ თქუენ ეგჳპტით და შემოგიყვანენ თქუენ ქუეყანად, რომლისა ვეფუცე მამათა თქუენთა მოცემად თქუენდა, და ვთქუ: "არა განვხეთქო აღთქუმაჲ ჩემი თქუენ თანა საუკუნეთა,
და თქუენ არა აღუთქუათ აღთქუმაჲ მსხდომარეთა ქუეყანასა ამას შინა, არცა ღმერთთა მათთა თაყუანის-სცეთ, არამედ ქანდაკებულნი მათნი შეჰმუსრნეთ და საკურთხეველნი მათნი დაარღჳნეთ"! და არა ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ, რაჲთამცა ჰყვენით ესენი.
და მეცა ვთქუ: "არა აღვჴოცნე იგინი პირისაგან თქუენისა და იყვნენ თქუენდა მაურვებლებ და ღმერთნი მათნი იყვნენ თქუენდა საფრჴე".
და იყო, ვითარცა თქუნა ანგელოზმან უფლისამან სიტყუანი ესე ყოველთა მიმართ ძეთა ისრაელისათა, და აღიღო ერმან ჴმაჲ მათი და იტირეს.
და სახელ-სდვეს სახელი ადგილისაჲ მის "ტირილნი". და უმსხუერპლეს მუნ უფალსა.
და განავლინა ღმერთმან ერი და წარვიდეს ძენი ისრაელისანი კაცადი სახიდ თჳსსა და კაცადი სამკჳდრებელად თჳსსა დამკჳდრებად ქუეყანისა.
და ჰმსახურა ერმან უფალსა ყოველთა დღეთა იისუჲსთა და ყოველთა დღეთა მოხუცებულთასა, რაოდენთა იდდეგრძელეს შემდგომად იისუჲსა, რაოდენთა უწყოდეს ყოველი საქმე უფლისაჲ დიდი, რომელი ქმნა ისრაელისა ზედა.
და აღესრულა იისუ, ძე ნავესი, მონაჲ უფლისაჲ, ას და ათთა წელთაჲ.
და დაჰფლეს Page of ms. Gb: 178r იგი მთასა ნა\წილისა Page of ms. Ga: 350r მისისასა თამნათარესს, მთასა ეფრემისსა, ბღოარით კერძო მთისა გაასისა.
და ესრეთ ყოველი ნათესავი იგი შეკრბეს მამათა მათთა მიმართ. და აღდგეს ნათესავნი სხუანი, რომელთა არა უწყოდეს უფალი და საქმე, რომელი უყო ისრაელსა.
და ქმნეს ძეთა ისრაელისათა ბოროტი წინაშე უფლისა და ჰმსახურეს ბალიმთა.
და დაუტევეს უფალი ღმერთი მამათა მათთაჲ, გამომყვანებელი მათი ქუეყანით ეგჳპტით, და წარვიდეს უკუანა ღმერთთა სხუათა, ღმერთთა მიმართ წარმართთა, გარემოჲსთა მათთათასა, და თაყუანის-სცეს მათ და განარისხეს უფალი.
და ჰმსახურეს ბაალსა და ასტარტეთა.
და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაელსა ზედა და მისცნა იგინი ჴელთა წარმტყუენველთასა, და წარსტყუენვიდეს მათ. და განსცნა იგინი ჴელსა მტერთა მათთასა გარემოჲს, და ვერ შეუძლეს მერმე წინა-ადდგომად წინაშე პირსა მტერთა მათთასა ყოველთა, რომელთა მიმართ განვიდოდეს.
და ჴელი უფლისაჲ იყო მათ ზედა ბოროტებად, ვითარცა იტყოდა უფალი, ვითარცა ეფუცა უფალი მათ, და შეაჭირვა მათ ფრიად.
და აღუდგინნა მათ უფალმან მსაჯულნი და განარინნა იგინი უფალმან ჴელისაგან წარმტყუენავთა მათთაჲსა.
და მსაჯულთაცა არავე ერჩდეს, რამეთუ განისიძვეს შემდგომად ღმერთთა უცხოთა და თაყუანისსცეს მათ. და განარისხეს უფალი: და მისდრკეს მსთუად გზისაგან, რომელსა ვიდოდეს მამანი მათნი სმენად სიტყუაჲ უფლისაჲ, და არა ყვეს ესრეთ.
და ოდეს აღუდ\გინნა Page of ms. Ga: 350v მათ უფალმან მსაჯულნი და იყო უფალი მსაჯულისა თანა, და განარინნა იგინი ჴელისაგან მტერთა მათთაჲსა ყოველთა დღეთა მსაჯულისათა, რამეთუ ლმობიერ იქმნა უფალი სულთქუმისათჳს მათისა პირისაგან წარმტყუენავთა მათთაჲსა და მაჭირვებელთა მათთაჲსა.
და იყვის, ვითარცა მოკუდის მსაჯული, და მიიქცეოდეს და კუალად განიხრწნებოდეს უფროჲს მამათა მათთასა სლვად შემდგომად ღმერთთა სხუათა, მსახურებად მათდა და თაყუანის-ცემად მათდა, არა განყარნეს სიმარჯუენი მათნი და გზანი მათნი ფიცხელნი.
და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაელსა ზედა და თქუა: მის წილ, რაოდენ დაუტევა ნათესავმან ამან აღთქუმაჲ ჩემი, და ვამცენით მათ და მამათა მათთა და არა ისმინეს ჴმისა,
და მეცა არღა შევსძინო აღჴოცად კაცი პირისაგან მათისა წარმართთაგან, რომელნი დაუტევნა ქუეყანასა შინა იისუმან, ძემან ნავესმან.
და დაუტევნა გამოცდად მათ მიერ ისრაელი, უკუეთუ დაიცვენ გზასა უფლისასა სლვად მას ზედა, ვითარ-სახედ დაიცვეს მამათა მათთა, ანუ არა.
და დაუტევნა უფალმან წარმართნი ესე არა აღჴოცად მათდა მსთუად, Page of ms. Gb: 178v და არა მისცნა იგინი ჴელსა იისუჲსსა.