Page of ms. Ga: 344r Page of ms. Gb: 175r და იყო შემდგომად აღსრულებისა იისუჲსა და იკითხეს ძეთა ისრაელისათა უფლისა მიერ, მეტყუელთა: ვინ აღვიდეს ჩუენდა ქანანელისა მიერ წარმძღომად ბრძოლისყოფად მისდამი?
და თქუა უფალმან: იუდა აღვიდეს, აჰა, მივეც ქუეყანაჲ ჴელსა მის\სა. Page of ms. Gb: 175v
და ჰრქუა იუდამან სჳმეონსა, ძმასა თჳსსა: აღმოვედ ჩემ თანა, ნაწილ\სა Page of ms. Ga: 344v ჩემსა, და წყობავყოთ ქანანელისა მიმართ, და წარმოვიდე მე შენ თანა, ნაწილსა შენსა. და წარვიდა მის თანა სჳმეონ.
და აღვიდა იუდა და მისცნა უფალმან ქანანელი და ფერეზელი ჴელთა მათთა და განკუეთნეს იგინი ბეზეკს -- ათ ათასნი მამაკაცნი.
და ეწინეს აღონიბეზეკსა ბეზეკს შინა და განეწყვნეს მისდა მიმართ და განკუეთეს ქანანელი Page of ms. Ga: 345r და ფერეზელი.
და ივლტოდა აღონიბეზეკი, და სდევდეს შემდგომად მისსა და შეიპყრეს იგი და მოჰკუეთნეს მწუერვალნი ჴელთა მისთანი და მწუერვალნი ფერჴთა მისთანი.
და თქუა აღონიბეზეკმან: სამეოცდაათნი მეფენი მწუერვალებსა ჴელთა მათთასა და მწუერვალებსა ფერჴთა მათთასა მოჭრილნი იყვნეს, შეკრებულნი ქუეშე კერძო ტაბლისა ჩემისა, ვითარცა უკუე ვყავ, ეგრეთ მომაგო მე ღმერთმან. და მოიყვან\ეს Page of ms. Ga: 345v იგი იერუსალიმდ.
და ჰბრძოდეს ძენი იუდაჲსნი იერუსალიმსა, და დაიპყრეს იგი და მოსრეს იგი პირითა მახჳლისაჲთა და ქალაქი მოწუეს ცეცხლითა.
და ამის შემდგომად ჩავიდეს ძენი იუდაჲსნი ბრძოლად ქანანელისა, დამკჳდრებულისა მთით კერძოსა და სამხარსა და ველობსა და აპილიოტიდ მიმართ.
და წარვიდა იუდა ქანანელისა მიმართ, დამკჳდრებულისა ქებრონს, პირველად და გამოვიდა ქებრონი წინააღდგომად. და სახელი ქებრონისაჲ იყო პირველად კარიათარბოკსეფერ და მოსრნა სესი და აქინაამ და თალმი, ნაშობნი ენაკისანი.
და აღვიდეს მიერ დამკკდრებულთა მიმართ დაბირისათა, ხოლო სახელი დაბირისაჲ იყო უწინარეს კარიასსოფარი -- "ქალაქი მწიგნობართაჲ".
და თქუა ხალებმან: ვინცა დასცეს ქალაქი მწიგნობართაჲ და პირველ დაიპყრას იგი, და მივსცე მას ასხა, ასული ჩემი, ცოლად.
და პირველ დაიპყრა იგი გოთონიილ, ძემან კენეზისმან, ძმისა ქალებისმან, ურწემესმან, და მისცა ხალებმან ასული მისი ცოლად.
და იყო შესლვასა მისსა, და აღძრა იგი გოთონიილმან თხოად მამისაგან თჳსისა აგარაკი, და დრტჳნვიდა და ჴმობდა კაჰრაულით შთამო: ქუეყანად სამხრად მიმეც მე. და ჰრქუა მას ხალებმან: რაჲ არს შენდა?
და ჰრქუა მას ასხანმან: Page of ms. Ga: 346r მომეც მე კურთხევაჲ, რამეთუ ქუეყანად სამხრად განმეც მე, და მომეც მე საჴსარი წყლისაჲ. და მისცა მას ხალებმან, გულისაებრ მისისა, საჴსარი განსაცხრომელი და საჴსარი მდაბალთაჲ.
Page of ms. Gb: 176r და ძენი იოთორ კინეველისა, სიმამრისა მოსესისანი, აღმოვიდეს ქალაქისაგან ფინიკთაჲსა ძეთა თანა იუდაჲსთა უდაბნოდ, მყოფად სამხრით კერძო იუდაჲსსა, რომელ არს შთასავალსა თანა არადისასა, და წარვიდეს და დავმკჳდრნეს ე\რსა Page of ms. Ga: 346v თანა ამალიკისასა.
და წარვიდა იუდა სჳმეონის თანა, ძმისა თჳსისა, და განკუეთა ქანანელი, დამკჳდრებული საფიკს. და შეჩუენებულ ყვეს იგი და მოსპნეს იგინი, და უწოდეს სახელი ქალაქისაჲ "შეჩუენებულ".
და არა დაიმკჳდრა იუდამან ღაზაჲ, არცა საზღვარნი მისნი, არცა ასკალონი, არცა საზღვარნი მისნი, არცა აკარონი, არცა საზღვარნი მისნი, არცა აზოტი, არცა გარემო-სათესავნი მისნი.
და უფალი იყო იუდაჲს თანა, Page of ms. Ga: 347r და დაიმკჳდრა მთაჲ, რამეთუ ვერ შეუძლეს მოსრულებაჲ მკჳდრთა ღელისათაჲ, რამეთუ რიხავმან დააყენნა იგინი და ეტლნი რკინისანმათნი.
და მისცეს ხალებსა ქებრონი, ვითარცა ეთქუა მოსესა, და დაიპყრნა მუნით სამნი ქალაქნი ძეთა ენაკისთანი.
და იევუსელი, დამკჳდრებული იერუსალიმს, არა აღიღეს ძეთა ბენიამინისთა, და დაიმკჳდრა იევუსელმან ძეთა თანა ბენიამინისთა ვიდრე დღისამდე ამის.
და აღვიდეს ძენი იოსიფისნი და იგინიცა ბეთილდ, და უფალი იყო მათ თანა.
და დაიბანაკეს და აღჴუარდეს ბეთილი, ხოლო სახელი ქალაქისაჲ იყო უწინა ლუზა.
და იხილეს მცველ\თა, Page of ms. Gb: 176v და აჰა, კაცი გამოვიდოდა ქალაქისაგან, და შეიპყრეს იგი და ჰრქუეს მას: მიჩუენე ჩუენ Page of ms. Ga: 347v შესავალი ქალაქისაჲ და ვყოთ შენ თანა წყალობაჲ.
და უჩუენა მათ შესავალი ქალაქისაჲ, და მოსრეს ქალაქი პირითა მახჳლისაჲთა, ხოლო კაცი და ნათესვობაჲ მისი განავლინეს.
და წარვიდა კაცი ქუეყანასა გეტიიმს და აღაშენა მუნ ქალაქი და უწოდა სახელი მისი ლუზა, ესე სახელი მისი ვიდრე დღისამდე ამის.
და არა აღსპო მანასსემან ვეთსანი, რომელ არს სკჳთთ ქალაქი, არ\ცა Page of ms. Ga: 348r ასულნი მისნი, არცა გარე-მოსახლენი მისნი, არცა თანახი, არცა ასულნი მისნი, არცა დამკჳდრებულნი დორისანი, არცა გარემო-სახლებნი მისნი, არცა ასულნი მისნი. არცა მკჳდრნი მაგედდოჲსანი, არცა გარემო-სახლებნი მისნი, არცა ასულნი მისნი. არცა დამკჳდრებულნი იევლაამისანი, არცა გარემოსახლებნი მისნი, არცა ასულნი მისნი. Page of ms. Gb: 177r და იწყო ქანანელმან და\მკჳდრებად Page of ms. Ga: 348v ქუეყანასა ამას.
და იყო, ოდეს განძლიერდა ისრაელი, და ყო ქანანელი მოხარკე, და აღმჴოცელმან არა აღჴოცა იგი.
და ეფრემმან არა აღჴოცა ქანანელი, დამკჳდრებული ღაზერს, და დაიმკჳდრა ქანანელმან შორის მისსა ღაზერს და იყო მოხარკე.
და ზაბულონმან Page of ms. Gb: 177v არა აღჴოცნა დამკჳდრებულნი კედრონს, არცა მკჳდრნი დომნაჲსანი. და დაემკჳდრა ქანანელი საშუალ Page of ms. Ga: 349r მათსა და იქმნა მოხარკე.
და ასირმან არა აღჴოცნა დამკჳდრებულნი ისხოს და დამკჳდრებულნი დორს და დამკჳდრებულნი სიდონას და დამკკდრებულნი დალაფს და ახაზიიმი და ხავდანი და აი და ერეორი.
და დაემკჳდრა ასირ საშუალ ქანანელისა, მკჳდრისა მის ქუეყანისა, რამეთუ ვერ უძლო აღჴოცაჲ მისი.
და ნეფ[თა]ლიმმან არა აღჴოცნა მკჳდრნი ბეთსამისანი და მკჳდრნი ბეთანათაჲსანი, და დაემკჳდრა ნეფთალიმი საშუალ ქანანელისა. მკჳდრისა მის ქუეყანისა. ხოლო მკჳდრნი ბეთსამისანი და ბეთანათაჲსანი იყვნეს მოხარკე მათდა.
და შეაიწრებდა ამორრეველი ძეთა დანისთა მთას შინა, რამეთუ არა უტევეს იგი შთასლვად ღელედ.
და იწყო Page of ms. Ga: 349v ამორრეველმან დამკჳდრებად მთასა შინა კეცოანსა, სადა იყვნეს დათუნი და სადა მელნი, მირსიონს და სალამინს. და დამძიმდა ჴელი სახლისა იოსებისი ამორრეველსა ზედა, და იქმნნეს მათდა მოხარკე.
... და მთასა ამორრეველისასა აღსავალითგან აკრავინისაჲთ კლდითგან და აღმართ.