TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 93
Previous part

Chapter: 30  
თავი XXX


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყოს, ვიდრემდის მოვიდენ შენ ზედა ყოველნი ესე სიტყუანი -- კურთხევაჲ და წყევაჲ, რომელი მივეც წინაშე პირსა შენსა, და შეიწყნარო გულსა შენსა ყოველთა შორის ნათესავთა, სადაცა განაბნიოს უფალმან ღმერთმან შენმან მუნ,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მოიქცე უფლისა მომართ ღმრთისა შენისა და ისმინო ჴმისა მისისაჲ ყოველთაებრ, რაოდენთა მე გამცნებ შენ დღეს ყოველითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და განკურნნეს უფალმან ცოდვანი შენნი და შეგიწყალოს შენ და კუალად შეგკრიბოს შენ ყოველთაგან ნათესავთა, რომელთა მიმართ განგაბნია შენ უფალმან მუნ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ იყოს განთესულებაჲ შენი კიდითგან ცისაჲთ ვიდრე კიდედმდე ცისა, მიერ შეგკრიბოს შენ უფალმან შენმან და მიერ მოგიზიდოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანად, რომელი დაიმკჳდეს მამათა შენთა, და დაიმკჳდრო იგი და ქველ-გიყოს შენ უფროჲს მამათა შენთა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და აგარეშწმიდოს უფალმან უფალმან გული შენი და გული თესლისა შენისაჲ შეყუარებად უფალი ღმერთი შენი ყოვლითა სულითა შენითა, რაჲთა იცოცხლო შენ და თესლმან შენმან.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და მისცნეს უფალმან ღმერთმან შენმან წყევანი ესე მტერთა შენთა ზედა და მოძულეთა შენთა ზედა, რომელთა გდევნეს შენ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და შენ მოიქცე და ისმინო ჴმისა უფლისა ღმრთისა შენისაჲ და ჰყვნე მცნებანი მისნი, რომელთა მე გამცნებ შენ დღეს,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და დაგიცვას შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველსა შინა საქმესა ჴელთა შენთასა და შვილის წულთა შორის მუცლისა შენისათა და ნაშობის ნაშობთა შორის საცხოვართა შენთასა და ნაშრომთა მოგაქცევს შენ უფალი ღმერთი შენი სიხარულად შენ ზედა კეთილთა მიმართ, რამეთუ იხარა მამათა შენთა ზედა,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ ისმინო ჴმისა უფლისა ღმრთისა შენისაჲ დაცვად და ქმნად ყოველთა მცნებათა მისთა და სამართალთა მისთა და მშჯავრთა მისთა, შთაწერილთა წიგნსა ამას შინა, უკუეთუ მოიქცე უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა ყოვლითა გულითა შენითა Page of ms. Ga: 283r   და ყოვლითა სულითა შენითა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მცნებაჲ ესე, რომელსა მე გამცნებ შენ დღეს, არა ზეშთა მეტ არს, არცა შორის შენგან არს,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
არა ცასა შინა შინა ზე არს სათქუმელად: ვინ აღვიდეს ჩუენი ცად და მომართუას ჩუენ იგი და მსმენელტა მისთა ვქმნათ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
არცა წიაღ ზღუასა არს თქუმად: ვინ წიაღ-ვიდეს ჩუენი წიაღ კერძო ზღუასა და მოიღოს ჩუენდა იგი და მსმენელთა მისთა ვყოთ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ახლოს შენსა არს სიტყუაჲ ფრიად პირსა შინა შენსა და გულსა შინა შენსა და ჴელთა შინა შენთა მისი ქმნაჲ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
აჰა, მოვეც წინა პირსა შენსა დღეს სიცოცხლე და სიკუდილი, კეთილი და ბოროტი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ისმინეთ თუ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი, რაოდენთა მე გამცნებ თქუენ დღეს, შეყუარებად უფალი ღმერთი შენი, სლვად ყოველტა გზათა მისთა და დაცვად სამართალთა მისთა და მცნებათა მისთა და მშჯავრთა მისთა. Page of ms. Ga: 283v   და ცოცხალ იყვნეთ და მრავალ იყვნეთ, და გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველსა ქუეყანასა ზედა, რომლისა მიმართ ხუალ მუნ დამკჳდრებად მისსა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ გარდადგეს გული შენი და არა შეისმინო და ცთომილმან თაყუანის-სცე ღმერთთა სხუათა და ჰმსახურო მათ,

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
მიგითრობ შენ დღეს, ვითარმედ წარწყმედით წარსწყმდეთ და არა დღემრავალ იყვნეთ ქუეყანასა ზედა, რომელსა უფალი ღმერთი შენი მიგცემს შენ, რომლისა მიმართ თქუენ წიაღ-ხუალთ მუნ იორდანესა დამკჳდრებად მისსა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
გიწამებ თქუენ დღეს ცასა და ქუეყანასა, და სიცოცხლე და სიკუდილი მივეც წინაშე პირსა თქუენსა, კურთხევაჲ და წყევაჲ. გამოირჩიე სიცოცხლე, რაჲთა იცოცხლო შენ და თესლმან შენმან.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
შეყუარებად უფალი ღმერთი შენი, სმენად ჴმისა მისისაჲ და შედგომად მისსა, რამეთუ ესე არს სიცოცხლე შენი და სიგრძე დღეთა შენთაჲ დამკჳდრებად ქუეყანასა ზედა, რომელსა ეფუცა უფალი ღმერთი მამათა შენთა -- ავრაამს და ისაკს და იაკობს -- მიცემად მათდა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.