TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 79
Previous part

Chapter: 16  
თავი XVI


Verse: 1   Link to mcat Link to sept   დაიცევ თთუე ახალთაჲ და ჰყვი პასქაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ, რამეთუ თთუესა შინა ახალთასა გამოხუედ ეგჳპტით ღამე.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და დაუკლა პასექი უფალსა ღმერთსა შენსა, ცხოვარნი და ზროხანი ადგილსა, რომელიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან იგი წოდებად სახელი მისი მუნ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
არა შჭამოთ მას შინა ცომი შჳდ დღე, შჭამოთ მას შინა უცომოჲ პური ჭირვეულობისაჲ, რამეთუ სწრაფით გამოხუედით ქუეყანით ეგჳპტით ღამე, რაჲთა გაჴსოვდეს დღე გამოსლვისა თქუენისაჲ ქუეყანით ეგჳპტით ყოველთა დღეთა ცხორებისა თქუენისათა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და არა იხილვოს შენდა ცომი ყოველთა შინა საზღვართა შენთა შჳდთა დღეთა და არა დააძნოთ ჴორცთაგანი, რომელნიცა დაჰკლენით დღესა პირველსა განთიადმდე.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ვერ ძალ-გიც დაკლვად პასქაჲ ვერცა ერთსა შინა ქალაქთა შენთაგანსა, რომელნი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცნეს შენ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
არამედ ადგილსა, რომელიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მუნ, მუნ დაჰკლა პასექი მიმწუხრი, დასლვასა თანა Page of ms. Ga: 244r   მზისასა ჟამსა, რომელსა გამოჴედ ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
შესწუა და შეჰმზადო და შეშჭამო ადგილსა, რომელიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან იგი, და მიიქცე განთიად და წარხჳდე სახლთა შენთა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ექუსთა დღეთა შჭამო უცომოჲ და დღესა მეშჳდესა განსლვაჲ არს დღესასწაულისა უფლისა ღმრთისა შენისაჲ. არა ჰქმნა მას შინა ყოველი საქმე, თჳნიერ რაოდენი ეყოფვოდის ყოველსა სულსა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
შჳდნი შჳდეულნი სრულნი აღჰრიცხუნე თავისა შენისად დამწყებელობასა შენსა. მანგლითა საქმედ მკასა იწყო აღრიცხუვად შჳდთა შჳდეულთა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ჰყო დღესასწაული შჳდეულთაჲ უფლისა ღმრისა შენისა, რაოდენ ეძლოს ჴელსა შენსა, რაოდენი რაჲ მიგეცა შენ, ვითარ-იგი გაკურთხა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და განიშუა წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა შენ და ძემან შენმან და ასულმან შენმან, მონამან შენმან და მჴევალმან შენმან, და ლევიტე\ლმან Page of ms. Ga: 244v   ქალაქთა შენთა შენამან და მწირმან და ობოლმან და ქუროვმან თქუენ შორისმან ადგილსა, რომელიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან იგი წოდებად სახელი მისი მუნ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და მოიჴსენე, რამეთუ მონაჲ იყავ ქუეყანასა ეგჳპტისასა, და დაიცვნე და ჰყვნე მცნებანი ესე.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
დღესასწაული კარავთაჲ ჰყო თავისა შენისად შჳდთა დღეთა შეკრებასა შენდად კალოჲსაგან შენისა და საწნახელისაგან შენისა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და განიშუა წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა შენ და ძემან შენმან Page of ms. Ga: 245r   და ასულმან შენმან და მჴევალმან შენმან და ლევიტელმან და მწირმან და ობოლმან და ქურივმან, მყოფმან ქალაქთა შინა შენთა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
შჳდთა დღეთა უდღესასწაულო უფალსა ღმერთსა შენსა ადგილსა, რომელიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან იგი წოდებად სახელი მისი მუნ. უკუეთუ გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა შინა ნაშრომთა შენთა და ყოველთა შინა საქმესა ჴელთა შენთასა და იყო მხიარულ-ქმნილი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
სამთა ჟამთა წელიწდისათა ეჩუენოს ყოველი წულებრი შენი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ად\გილსა, Page of ms. Ga: 245v   რომელიცა გამოირჩიოს იგი უფალმან ღმერთმან შენმან: დღესასწაულსა უცომოთასა და დღესასწაულსა შჳდეულთასა და დღესასწაულსა კარვობისასა. არა უჩუენნეთ წინაშე უფლისა შენისა ცალიერად,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
კაცად-კაცადი ძალისაებრ ჴელთა თქუენთაჲსა და კურთხევისაებრ უფლსა ღმრთისა შენისა, რომელი მოგცა შენ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
მსაჯულნი და მწიგნობარ-შემყვანებელნი დაადგინე თავისა შენისა ყოველთა შინა ქალაქთა შენთა, რომელნი უფალმან ღმერთმან შენმან მიგცნეს შენ ტომად-ტომად, და შჯიდენ ერსა სამშჯავრითა მართლითა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
არა მისდრეკდენ მშჯავრსა, არცა თუალ-ახუმიდენ პირსა, არცა მიიღებდენ ქრთამსა, რამეთუ ქრთამი დააბრმობს თუალებსა ბრძენთასა და გარდააქცევს სიტყუათა მართალთა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
მართლად მართალსა სდევდე, რაჲთა ცოცხალ იყვენით და შესრულთა დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ, რომელი უფალმან Page of ms. Ga: 246r   ღმერთმან შენმან მიგცეს შენ.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
არა დაჰნერგო თავისა შენისა სერტყო, ყოველი ხე მახლობელად საკურთხეველისა უფლისა ღმრთისა შენისა არა ჰყო თავისა შენისად,

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
არა აჰმართო თავისა შენისა ძეგლი, რომელნი მოიძულნა უფალმან ღმერთმან შენმან.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.