TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 65
Previous part

Chapter: 2  
თავი II


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და მიქცეულთა წარვიმართეთ უდაბნოდ მიმართ გზად ზღჳსა მეწამულისა, ვითარ-სახედ თქუა უფალმან ჩემდა მომართ, და შევიცევით მთაჲ სეირი დღეთა მრავალთა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და თქუა უფალმან ჩემდა მომართ:

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
კმა-გეყავნ თქუენ შეცვაჲ ამის მთისაჲ, მოაქციეთ უკუე ბღუარად მიმართ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ერსა ამცენ მეტყუელმან: თქუენ თანა-წარჰვლით საზღვართა ძმათა თქუენთა ძეთა ესევისთასა, რომელნი მკჳდრ არიან სეირს და ეშინოდის თქუენგან და გეკრძალვოდინ თქუენ ფრიად.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ნუ შეარწყუამთ მათდა მიმართ ბრძოლასა, რამეთუ არა მოგცე თქუენ ქუეყანისაგან მათისა არცა კუალი ფერჴისაჲ, რამეთუ წილად მივეც ძეთა Page of ms. Ga: 217v   ესავისთა მთაჲ სეირი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ვერცხლითა ჭამადი იყიდოთ მათგან ვერცხლითა და ჰსუათ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რამეთუ უფალმან ღმერთმან შენმან გაკურთხა შენ ყოველსა შინა საქმესა ჴელთა შენთასა, მოიჴსენე, ვითარ განჰვლე უდაბნოჲ იგი დიდი და საშინელი. აჰა, ორმეოც წელ უფალი ღმერთი შენი შენ თანა არს, არა მოქენე იქმენ სიტყჳსა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და წარვჰჴედით ძმათა ჩუენთა, ძეთა ესავისთა, დამკჳდრებულთა სეირს გზასა თანა არაბიაჲსასა და აილონით და გისონ-ბერით, და მომაქცეველთა განვვლეთ გზაჲ უდაბნოჲსა მოაბისაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და თქუა უფალმან ჩემდამო: ნუ ემტერებით მოაბელთა და ნუ შეარწყუამთ მათდა მიმართ ბრძოლასა, რამეთუ არა მიგცე თქუენ ქუეყანისაგან მათისა წილი, რამეთუ ძეთა ლოთისთა მივეც აროირი სამკჳდრებელად.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ომმინელნი პირველად დამკჳდრებულ იყვნეს მას ზედა, ნათესავი დიდი და მრავალი და ძლიერი, ვითარცა ენაკიმნი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
რაფაინად შეირაცხნენ ესენი, ვითარ-იგი ენაკიმნი, და მოაბელნი სახელსდებენ მათ ომმიანად.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
სიირს შინა მჯდომარე იყო ხორეველი პირველად და ძეთა ესავისთა აღჴოცნეს იგინი და წარწყმიდნეს იგინი პირისაგან მათისა, და დაემკჳდრნეს თჳთ, ვითარ-სახედ უყო ისრაელმან ქუეყანასა მკჳდრობისა მათისასა, რომელი მისცა მათ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
აწ უკუე აღდეგით და ისტრენით თქუენ Page of ms. Ga: 218r   და თანაწარვლეთ ღელე ზადერისაჲ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და დღენი, რომელნი თანა-წარვლენით კადის ბარნითგან, ვიდრემდის თანა-წარვლიდით ღელესა ზადერისასა ოცდაათრვა წელიწადნი, ვიდრემდის დაეცა ყოველი ნათესავი მამაკაცთა მბრძოლთაჲ სიკუდილითა ბანაკისაგან, ვითარ-იგი ეფუცა უფალი ღმერთი მათი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ჴელი ღმრთისაჲ იყო მათ ზედა აღჴოცად მათდა საშუალისაგან შესაკრებელისა, ვიდრე არა დაეცნეს.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და იყო, ვინაჲთგან დაეცნეს ყოველნი მამაკაცნი მბრძოლნი მომკუდარნი შორის ერისა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და იტყოდა უფალი ჩემდა მომართ მეტყუელი:

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
შენ თანა-წარჰვლო დღეს საზღვარი მოაბელთაჲ აროირით.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და მიხჳდეთ მახლობელად ძეთა ამმონისთა. ნუ ემტერებით მათ, ნუცა აღადგენთ მათ ზედა ბრძოლასა, რამეთუ არა მიგცე ქუეყანისაგან ძეთა ამმონისთაჲსა ნაწილი შენ, რამეთუ ძეთა ლოთისთა მივეც იგი ნაწილად.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ქუეყანად რაფაინთა შეირაცხოს და რამეთუ რაფაინნი მკჳდ იყვნეს მას ზედა პირველ, ამანიტელნი სახელ-სდებდეს მათ ზომზომვიმ;

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ნათესავი დიდი და მრავალი და უძლიერესი თქუენსა, ვითარ-იგი ენაკიმნიცა, და წარწმიდნა იგინი უფალმან წინაშე პირსა მათსა. და განიწილეს და დაიმკჳდრეს ნაცვალად მათსა ვიდრე ამად დღედმდე.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ვითარცა უყვეს ძეთა ესევისთა მკჳდრთა სეირისათა, ვითარ-სახედ აღჴოცეს ხორრეველი პირისა\გან Page of ms. Ga: 218v   მათისა და დაეშენნეს და დაემკჳდრნეს მათ შინა ვიდრე ამის დღისამდე,

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და ეველნი დამკჳდრებულნი ასიროთს ვიდრე ღაზადმდე და კაპპადოკნი გამოსრულნი კაპპადუკიაჲთ, და აღჴოცნეს იგინი და დაემკჳდრნეს ნაცვლოთ ფერჴითა,

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ვითარცა მიყვეს ტრენით და განვლეთ თქუენ ჴევი არნონისაჲ. აჰა, მივეც ჴელთა თქუენთა სიონ მეფე ესებონისაჲ ამორრეველი და ქუეყანისა მისისა იწყე დამკჳდრებად, აღადგინე მისსა მიმართ ბრძოლაჲ დღესა ამას შინა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
იწყე დადებად შიში შენი და ძრწოლაჲ შენი პირსა ზედა ყოველთა წარმართთა ცის ქუეშეთასა, რომელთა ესმეს რაჲ სახელი შენი, შეშფოთნენ და სალმობათა მოიცვნენ პირისაგან შენისა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და წარვავლინე მოციქული უდაბნოჲთ კადემოდით სიონის მიმართ მეფისა ესებონისა სიტყუათა მშჳდობისათა მეტყუელმან:

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და წარვვლო ქუეყანით შენით, გზასა ზედა ვიდოდი, არა მოვაქციო მარჯულ ანუ მარცხლ.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
ჭამადნი ვეცხლით მომცნე მე და ვჭამნე, და წყალი ვეცხლით მომცე და ვსუა, გარნა რამეთუ წარვლოთ ფერჴითა,

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
ვითარცა მიყვეს მე ძეთა ისავისთა, დამკჳდრებულთა აროირს, ვიდრემდის განვვლო იორდანე ქუეყანად მიმართ, რომელი უფალმან ღმერთმან ჩუენმან მომცეს ჩუენ.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და არა ინება სიონ მეფემან ესებონისამან წარვლაჲ ჩუენი მის მიერ, რამეთუ განაფიცხა უფალმან ღმერთმან Page of ms. Ga: 219r   ჩუენმან სული მისი და განაძლიერა გული მისი, რაჲთა მიგცეს ჴელთა შენთა დღეთა ამას.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და თქუეა უფალმან ჩემდა მომართ: აჰა, ვიწყე წინაშე პირსა შენსა მიცემად სიონ მეფე ესებონისაჲ ამორრეველი და ქუეყანაჲ მისი.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და გამოვიდა სიონ მეფე ესებონისაჲ შემთხუევად ჩუენდა თჳთ და ყოველი ერი ბრძოლად იასსას.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
და მოგუცნა იგინი უფალმან ღმერთმან ჩუენმან წინაშე პირსა ჩუენსა, და დავეცით იგი და ძენი მისნი და ყოველი ერი მისი.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
და დავიპყრენით ყოველნი ქალაქნი მისნი მას ჟამსა შინა და მოვსართ ყოველი ქალაქი მისი შემდგომითი შემდგომად და ცოლნი მათნი და შვილნი მათნი არა დაუტევენით სატყუეოდ.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
თჳნიერ საცხოვარი მათი წარმოვიარეთ და ნატყუენავი ქალაქთაჲ წარმოვიღეთ.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
აროილით, რომელ არს ბაგესა თანა ნაღუარევისა არნონისასა, და ქალაქი მყოფი ღელესა შინა და ვიდრე მთადმდე გალაადისათა, არა იყო ქალაქი, რომელი განმერა ჩუენ. ყოველნი მომცნა უფალმან ღმერთმან ჩუენმან ჴელთა ჩუენთა,

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
თჳნიერ ქუეყანაჲ ძეთა ამმონისთაჲ არა მოვიღეთ, ყოველი სიმტკიცე ნაღუარევისა იაბოკისაჲ და ქალაქნი მთით კერძონი, ვითარცა მამცნო ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.