TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 66
Previous part

Chapter: 3  
თავი III


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და მომაქცეველნი აღვედით გზად ბასანად მიმართად. და გამოვიდა ოგ მეფე ბასანისაჲ შემთხუევად ჩუენდა, იგი და ყოველი ერი მისი მის თანა ბრძოლად ედრაინს.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და თქუა Page of ms. Ga: 219v   უფალმან ჩემდამო: ნუ შეშინდები მისგან, რამეთუ ჴელთა შენთა მივეც იგი და ყოველი ერი მისი და ყოველი ქუეყანაჲ მისი; და უყო მას, ვითარ-იგი უყავ სიონს მეფესა ამორრეველთასა, რომელი მკჳდრ იყო ესებონს.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და მოგუცა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან ჴელთა ჩუენთა ოგ მეფეცა ბასანისაჲ და ყოველი ერი მისი, და დავეცით იგი ვიდრე არა დატევებამდე მისი თესლი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და დავიპყრენით ყოველნი ქალაქნი მისნი მას ჟამსა შინა. არა იყო ქალაქი, რომელი არა მოვიღეთ მათგან, სამეოცნი ქალაქნი, ყოველნი გარემო სოფლებნი [არგობ] მეფისა ოგისი ბასანს შინა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ყოველნი ქალაქნი, მაგარნი ზღუდენი, მაღალნი ბჭენი და მოქლონნი თჳნიერ ქალაქებისა ფერეზელთაჲსა, რომელნი მრავალ იყვნეს ფრიად,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მოვსრენით იგინი, ვითარცა უყავთ სიონს მეფესა ესებონისასა, და მოვსართ ყოველი ქალაქი შემდგომითი შემდგომად და ცოლნი მათნი და შვილნი,

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ყოველი საცხოვარი და ნატყუენავი ქალაქთაჲ წარმოვიარეთ ჩუენდად.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და მოვიღეთ მას ჟამსა შინა ქუეყანაჲ ჴელთაგან ორთა მეფეთა ამორეველთასაჲსა, რომელნი იყვნეს წიაღ იორდანესა ნაღუარევითგან არნონისაჲთ და ვიდრე აერმონადმდე,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
(ფინიკიელთა გადრასახელეს აერომონი სანიორად და ამორრეველმან გადრასახელა იგი სინირად),

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ყოველი ქალაქები მისორისაჲ და ყოველი გალაადი და ყოველი ბასსანი ვიდრე ელხადმდე და ედრაინ ქალაქი მეფობისა ოგ\ისი Page of ms. Ga: 220r   ბასსანს.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
გარნა რამეთუ ოგ მეფე ბასანისაჲ დაშთა რაფაინთაგან. აჰა, ცხედარი მისი ცხედარი რკინისაჲ. აჰა, ესე მწუერვალსა ძეთა ამონისთასა, ცხრა წყრთა სივრცე მისი წყრთითა მამაკაცისაჲთა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ქუეყანაჲ იგი დავიმკჳდრეთ მას ჟამსა შინა აროირითგან, რომელი არს ბაგესა თანა ნაღუარებისა არნონისასა. და ნახევარი მთისა გალაადისაჲ და ქალაქნი მისნი მივეც რუბენს და გადს.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ნეშტი გალაადისაჲ და ყოველი სამეფოჲ ოგისი მივეც კერძოსა ტომსა მანასსისასა და ყოველსა გარემო სოფლებსა არღოვისასა ვიდრე საზღვართამდე ღარღასისათა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და იაირ გარდასახელა იგი სახელსა თჳსსა ზედა `ბასსანი ანოთი იაირად' ვიდრე დღედმდე ამა[დ].

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და მაქირს მივეც გალაადი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და რუბენს და გადს მივეც გალაადითგან ვიდრე ნაღუარევადმდე არნონისა, საშუალ ნაღუარევისა ზღვარი და ვიდრე იაბოკადმდე ღუარი საზღვარი ძეთა ამმანისთაჲ.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და არაბისაჲ და იორდანე საზღვრად მაქინეედითგან და ვიდრე ზღუადმდე არაბიაჲსა ზღუად მარილოვნად ქუე ასიდოთისა ფასღადმდე აღმოსავალისა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და გამცენ თქუენ მას ჟამსა შინა მეტყუელმან: უფალმან ღმერთმან ჩუენმან მოგცა თქუენ ქუეყანაჲ ესე ნაწილად, შეჭურვილნი წინა წარედით წინაშე პირსა ძმათა Page of ms. Ga: 220v   თქუენთა, ძეთა ისრაელისათა ყოველი ძლიერი.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
თჳნიერ ცოლნი თქუენნი და შვილნი თქუენნი და საცხოვარი თქუენი (უწყი, რამეთუ მრავალ არს საცხოვარი თქუენი), დაემკჳდრენით ყოველთა შინა ქალაქთა თქუენთა, რომელი მიგცენ თქუენ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ვიდრემდის დააწყნარეს უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმანიცა თქუენნი, ვითარცა-ეგე თქუენ, და დაიმკჳდრონ ამათცა ქუეყანაჲ, რომელი უფალმან ღმერთმან თქუენმან მისცეს მათ წიაღ იორდანესა და მიიქცეთ თითოეული სამკჳდრებელად თჳსსა, რომელი მიგეც თქუენ.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და იისუს ვამცენ მას ჟამსა შინა მეტყუელმან: თუალთა თქუენთა იხილნეს ყოველნი, რაოდენნი უყვნა უფალმან ღმერთმან თქუენმან ორთა ამათ მეფეთა. ესრეთ უყოს უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველთა სამეფოთა, რომელთა მიმართ შენ წიაღ-ხუალ მუნ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
არა შეშინდეთ მათგან, რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი იგი ებრძოლოს თქუენ წილ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და ვევედრე უფალსა ღმერთსა მას ჟამსა შინა მეტყუელი:

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
უფალო, უფალო, შენ იწყე ჩუენებად მონასა ძალი შენი და ძლიერებაჲ შენი და ჴელი მტკიცე და მკლავი მაღალი. რამეთუ ვინ არს ღმერთი ცათა შინა ანუ ქუეყანასა ზედა, რომელმან ყოს, ვითარცა ჰყავ შენ, და ძალისაებრ შენისა?

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
წიაღსრულმან უკუე ვიხილო ქუეყანაჲ კეთილი ისი მყოფი წიაღ იორდანესა, მთაჲ ისი კეთილი და წინა ლიბანესა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და უგულებელს-მყო მე უფალმან თქუენთჳს და არა შეისმინა ჩემი და თქუა უფალმან ჩემდამო: კმა-არს შენდა, ნუღარა შესძინებ Page of ms. Ga: 221r   მერმე თქუმად სიტყჳსა მაგის.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
აღვედ თხემსა ზედა გამოთლილისასა და აღიხილენ თუალნი ზღუად მიმართ და ჩრდილოდ და სამხრად; და აღვედ თხემსა ზედა და იხილე თუალითა შენითა, რამეთუ არა განჰვლო იორდანე ესე.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და ამცენ იისუს და ჰლოცევდ მას და განაძლიერე იგი, რამეთუ იგი წიაღ-ჴდეს წინაშე პირსა ერისა ამისსა და მან დაუმკჳდროს მათ ყოველი ქუეყანაჲ, რომელი იხილე.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და ვსხედით ჩუენ ღელესა შინა მახლობელად სახლსა ფოგორისსა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.