TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 64
Previous part

Book: Deut.  
[წიგნი მეორისა სჯულისაჲ]


Chapter: 1  
თავი I


Verse: 1   Link to mcat Link to sept   Page of ms. Gb: ?  ესე სიტყუანი არიან, რომელთა ეტყოდა მოსე ყოველსა ისრაელსა წიაღ იორდანესა, უდაბნოსა შინა დასავალით კერძო, მახლობელად მეწამულისა, შორის ფარანსა, ტოფოლსა და ლოვონსა და ალონსა და ოქროა\ნსა Page of ms. Ga: 212v  ,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ათერთმეტთა დღეთასა ხორივად მიმართსა გზასა მთასა სეირსა ვიდრე კადის ბარნედმდე.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და იყო, მეორმეოცესა წელსა მეათერთმეტესა თთუესა ერთსა თთჳსასა იტყოდა მოსე ყოველთა მიმართ ძეთა ისრაელისათა ყოველთაებრ, რომელნი ამცნნა მას უფალმან მათდა მიმართ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
შემდგომად დაცემისა მის მიერ სიონ მეფე აღმორეველთაჲ, Page of ms. Ga: 214r   დამკჳდრებულ ესებონს, და ოგ მეფე ბასანისაჲ დამკჳდრებულ ესებონს, და ოგ მეფე ბასანისაჲ დამკჳდრებულ ასტაროთს და ედრაინს,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
წიაღ იორდანესა, ქუეყანასა მოაბისასა იწყო მოსემან განმარტებად შჯული ესე მეტყუელმან:

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
უფალი ღმერთი ჩუენი გუეტყოდა ჩუენ ხორივს მეტყუელი: კმა-იყავნ თქუენდა -- თქუა -- დამკჳდრებაჲ მთასა მას.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
მიიქეცით და აღიტრენით Page of ms. Ga: 214v   თქუენ და შევედით მთასა აღმორრეველთასა და ყოველთა მიმართ და ზღჳს კიდედ ქუეყანად ქანაანისა და წინა კერძო ლიბანისა ვიდრე მდინარედმდე დიდად ევფრატისა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ისილეთ, მივეც წინაშე თქუენსა ქუეყანაჲ, რომელ ვეფუცე მამათა თქუენთა -- აბრაჰამსა და ისააკსა და იაკობსა -- მიცემად მათ და თესლსა მათსა შემდგომად მათსა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ვთქუ თქუენდა მომართ ჟამსა მას მეტყუელმან: ვერ მიძლავს მარტოსა ტჳრთვაჲ თქუენი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
უფალმან ღმერთმან თქუენმან განგამრავლნა თქუენ და, აჰა, ხართ დღეს ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან შეგძინენ თქუენ, ვითარცა ხართ ათას წილად, და გაკუ\რთხენინ Page of ms. Ga: 215r   თქუენ, ვითარ-სახედ გეტყოდა თქუენ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ვითარ ძალ-მიც მარტოსა ტჳრთვად ჭირი თქუენი და ჴდომაჲ თქუენი და ცილობანი თქუენნი?

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
მომცენით თქუენდად კაცნი ბრძენნი და მიწთომილნი და გულისჴმიერნი ტომთა შორის თქუენთა და დავადგინნე იგინი თქუენ ზედა წინამძღურებად თქუენდა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და მომიგეთ მე და სთქუთ: კეთილ არს სიტყუაჲ, რომლისაჲ სთქუ ქმნაჲ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და მოვიყვანენ თქუენგან კაცნი ბრძენნი და მიწთომილნი და გულისჴმიერნი, და დავადგინენ იგინი შერაცხად თქუენ მიერ ათასისთავებად და ასისთავებად და წერილის შემომყვანებელად, განმგებელად მშჯავრისა ნათესავთა თქუენთაჲსა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და ვამცენ მსაჯულთა თქუენთა მას ჟამსა და ვთქუ: ისმინეთ შორის ძმათა Page of ms. Ga: 215v   სიმართლით, შორის კაცისა და ძმისა შორის მისისა და მწირისა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
... თუალ-ღებად პირსა სასჯელსა შინა სიმცირისაებრ და სიდიდისაებრ შჯად; არა თუალ-აღო პირსა საშჯელსა მშჯავრი, რომელი ღმრთისაჲ არს, და სიტყუაჲ, რომელიცა ფიცხელ იყოს თქუენდა, მოაწიოთ იგი ჩემდამო და ვისმინო იგი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და გამცნენ თქუენ მას ჟამსა ყოველნი სიტყუანი, რომელნი ჰყვნეთ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და წარმოსტრულნი ხორივით ვიდოდეთ ყოველსა მას უდაბნოსა დიდსა და საშინელსა, რომელი იხილეთ, გზასა მთისა აღმორეველთაჲსასა, ვითარცა მამცნო უფალმან ღმერთმან ჩუენმან, და მოვედით ვიდრე კადის ბარნედმდე.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ვთქუ თქუენდა მომართ: მოხუედით ვიდრე მთადმდე აღმორეველისათა, რომელი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
იხილეთ, მოგცა უფალმან ღმერთმან თქუენმან წინაშე პირსა თქუენსა ქუეყანაჲ. აღსრულთა დაიმკჳდრეთ, ვითარ-სახედ გრქუა უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან თქუენ: ნუ გეშინინყე, ნუცა სძრწით.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და მოხუედით ჩემდა ყოველნი და სთქუთ: წარავლინენით კაცნი უპირველესნი ჩუენსა და მომიმგზავრონ ჩუენ მოგებაჲ გზაჲ, რომლისა მიერ აღვიდეთ მას ზედა, და ქალაქნი, რომელთაცა შევალთ მათდა მიმართ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   და სათნო-მიჩნდა ჩემ წინაშე სიტყუაჲ და მოვიყვანენ თქუენგან ათორმეტნი კაცნი, კაცი ერთი ტომისაგან.


Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და წარვავლინენ იგ\ინი Page of ms. Ga: 216r   განმსტურობად ქუეყანისა მის. და წარმოსრულნი აღვიდეს მთად და მოვიდეს ვიდრე ღელედმდე ტევნისა და განიმსტურეს იგი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და მოიღეს ჴელებითა მათითა ნაყოფისაგან ქუეყანისა და მომართუეს ჩუენ და თქუეს: კეთილ არს ქუეყანაჲ, რომელსა უფალი ღმერთი ჩუენი მომცემს ჩუენ.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და არა ინებეთ აღსლვაჲ და ურწმუნო-ექმნენით სიტყუასა უფლისა ღმრთისა თქუენისასა

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და სდრტჳნევდით კარავთა შინა თქუენთა და იტყოდეთ: ვსძულდით ჩუენ უფალსა და გამომიყვანნა ჩუენ ეგჳპტით მიცემად ჩუენდა ჴელთა ამორრეველთასა მოსრულებად ჩუენდა.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
სადა აღვალთ ჩუენ, ძმათა თქუენთა განდრიკეს გული თქუენი მეტყუელთა: ნათესავი დიდი და მრავალი და უძლიერესი ჩუენსა და ქალაქნი დიდნი და მოზღუდვილნი ვიდრე ცადმდე, არამედ ძენიცა გმირთანი ვიხილენით მუნ.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და ვთქუ თქუენდა მომართ: ნუ დაჰჴსნდებით, ნუცა შეშინდებით მათგან.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
უფალი ღმერთი წინა წარვიდეს წინაშე პირსა თქუენსა და იგი ებრძოლოს მათ თქუენ თანა და ყოველთაებრ, რომელნი გიყვნა თქუენ ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და უდაბნოსა ამას, რომელი იხილეთ, ვითარ ზრდილმოსილ-გყოფდა უფალი ღმერთი, ვითარცა ზრდილმოსილ-ყვის კაცმან ძე თჳსი, ყოველსა გზასა, რომელსა ხჳდოდეთ, ვიდრემდის მოხუედით ადგილსა ამას.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და სიტყუასა ამას ზედა არა მრწმუნებელ-\ექმნენით Page of ms. Ga: 216v   უფალსა ღმერთსა თქუენსა,

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
რომელი ვიდოდა პირველად გზასა ზედა თქუენსა გამორჩევად თქუენდა ადგილსა, წინამძღუარი თქუენი ცეცხლითა ღამე მჩუენებელი თქუენდა გზისაჲ, რომელსა ხჳდოდით მას ზედა, და ღრუბლითა -- დღისი.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
და ესმა უფალსა ჴმაჲ სიტყუათა თქუენთაჲ და განძჳნებულმან ფუცა მეტყუელმან:

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ იხილოს ვინ კაცთა ამათგანმან ქუეყანაჲ კეთილი, რომლისათჳს ვეფუცე მამათა თქუენთა,

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
თჳნიერ ხალებ, ძემან იეფონისმან, ამან იხილოს იგი და მას მივსცე ქუეყანაჲ, რომელსა ზედა ვლო, და ძეთა მისთა მდებარეობისათჳს მათისა უფლისა კერძო.

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
და მეცა გამიგულმწყრალნა უფალი თქუენ ძლით მეტყუელი: არცა შენ არა შეხჳდე მუნ.

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
იისუ, ძე ნავესი, წინაშედგომილი შენი, ესე შევიდეს მუნ. იგი განაძლიერე, რამეთუ მან განუწილოს იგი ისრაელსა.

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
და შვილნი თქუენნი, რომელთაჲ სთქუთ, დასატაცებელად იყვნენ და ყოველი ყრმაჲ ჭაბუკი, რომელმან არა იცის დღეს კეთილი ანუ ბოროტი, ესენი შევიდენ მუნ. და ამათ მივსცე იგი და მათ დაიმკჳდრონ იგი.

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
და თქუენ მიიქეცით და დაილაშქრეთ უდაბნოსა გზასა ზღჳსა მეწამულისასა.

Verse: 41   Link to mcat Link to sept   
და მომიგეთ და მარქუთ მე: ვცოდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა. ჩუენ აღსრულნი ვებრძოლენით ყოველთაებრ, რაოდენნი გაუმცნნა უფალმან ღმერთმან ჩუენმან. და აღმღებელნი თითოეული ჭურჭელთა საბრძოლელთა თჳსთა და შეკრებულნი აღხუედით მთად.

Verse: 42   Link to mcat Link to sept   
და Page of ms. Ga: 217r   თქუა უფალმან ჩემდამო: არქუ მათ: არა აღხჳდეთ, არცა ებრძოლენით, რამეთუ არა ვარ თქუენ თანა და არა შეიმუსრენით წინაშე მტერთა თქუენთა.

Verse: 43   Link to mcat Link to sept   
და გეტყოდე თქუენ და არა მერჩდით მე და გარდაჰჴედით სიტყუასა უფლისასა მაიძულებელნი, აღხუედით მთად.

Verse: 44   Link to mcat Link to sept   
და გამოვიდა აღმორრეველი, დამკჳდრებული მთასა მას, შემთხუევად თქუენდა. და წარგდევნნეს თქუენ, ვითაცა ყვიან გზის ფუთკართა, და გჩხუეპდეს თქუენ სიირითგან ვიდრე ერმადმდე.

Verse: 45   Link to mcat Link to sept   
და დასხდომილნი სტიროდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და არა ისმინა უფალმან ჴმისა თქუენისაჲ, არცა მოგხედა თქუენ.

Verse: 45   Link to mcat Link to sept   
და დადგერით თქუენ კადეს მრავალ დღე, რაოდენიცა იყვენით მუნ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.