TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 51
Previous part

Chapter: 24  
თავი XXIV


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იხილა რაჲ ბალაამმან, ვითარმედ კეთილ არს წინაშე უფლისა კურთხევაჲ ისრაელისაჲ, არა წარვიდა ჩუეულებისაებრ კითხვად ზმნობითა, და მიი\ქცია Page of ms. Gb: 78v  პირი თჳსი უდაბნოდ მიმართ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ღმხილველმან ბალაამ თუალთა თჳსთამან იხილა ისრაელი, განწყობილი ტომეულად, და იყო მის ზედა სული ღმრთისაჲ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
Page of ms. Gb: 180r  და აღმღებელმან იგავისა მისისამან თქუა:
   
იტყჳს ბალა\ამ, Page of ms. Ga: 181r   ძე ბეორისი,
   
იტყჳს კაცი, ჭეშმარიტისა მხედველი,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
იტყჳს, მსმენელი სიტყუათა ძლიერისათა,
   
რომელმანცა გამოცხადებაჲ ღმრთისაჲ იხილა ძილსა შინა,
   
ზე-ხილულ რაჲ იყვნეს თუალნი მისნი:

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ვითარ შუენიერ არიან სახლნი შენნი, იაკობ,
   
საყოფელი შენნი, ისრაელ!

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ვითარცა მაღნარნი ბორობანნი
   
და ვითარცა სამოთხენი მდინარეთა ზედა
   
და ვითარცა კარავნი, რომელნი აღდგნა უფალმან,
   
ვითარცა ნაძუნი წყლის კიდისანი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
გამოვიდეს კაცი თესლისაგან მისისა
   
და ეუფლოს ნათესავთა მრავალ\თა Page of ms. Gb: 79r ,
   
და ამაღლდეს გოგ, მეფობაჲ მისი,
   
აღორძინდეს მეფობაჲ მისი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ღმერთი მოუძღუა მას ეგჳპტით,
   
ვითარცა დიდებაჲ მარტორქისაჲ მას,
   
შეჭამოს ნათესავი მტერთა მისთაგან
   
და სიპოხე მათი გამოტჳნოს
   
და სატყორცითა მისითა მშჳლდვიდეს მტერსა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
მიწოლით განისუენა, ვითარცა ლომმა და ვითარცა ლომის ლეკუმან.
   
ვინ აღადგინოს იგი?
   
მაკურთხეველნი შენნი იკურთხნენ და მწყევარი შენნი იწყევნენ!

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და გულმწყრალ იქმნა ბალაკ ბალაამის ზედა და შეიტყუელნა ჴელნი მისნი და თქუა ბალაკ ბალაამის მიმართ: წყევად მტერისა ჩემისა გიწოდე შენ და აჰა მაკურთხეველმან აკურთხე იგი ესე მესამედ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
აწ უკუე წარივლტოდე ადგიდ შენდა; ვთქუ, პატივგცე შენ, და აწ დაგაკლო შენ უფალმან დიდებისაგან.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და თქუა ბალაამ ბალაკის მიმართ: არა ანგელოზთაცა შენთა, რომელნი მოავლინენ ჩემდა, ვეტყოდე, მეტყუელი:

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
`უკუეთუ მომცეს მე Page of ms. Ga: 182r   ბალაკ სავსე სახლი მისი ვერცხლითა და ოქროჲთა, ვერ ძალ-მიც გარდასლვაჲ სიტყუასა უფლისასა, ყოფად კეთილი მისდა ანუ ბოროტი თავით ჩემით, რაოდენნი-რაჲ მრქუნეს ღმერთმან, ვთქუნე?'

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და აწ აჰა წარვალ ადგიდ ჩემდა, მოვედ და განგაზრახო შენ, რაჲ უყოს ერმან ამან ერსა შენსა უკუანაჲსკნელთა დღეთა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და აღმღებელმან იგავისამან ესრეთ თქუა:
   
იტყჳს ბალაამ, ძე ბეორისი,
   
იტყჳს კაცი, ჭეშმარიტისა მხედველი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
მსმენელი სიტყჳსა ღმრთისაჲ,
   
მიწდომილი მიწდომასა მაღლისასა
   
და ხილვასა ღმრთისასა მხილველი,
   
ძილსა შინა აღსაშურველებული თუალითა მისითა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
უჩუენო მას და არა აწ;
   
ვჰნატრიდე და არა მიეახლოს,
   
Page of ms. Ga: 183v   Page of ms. Gb: 80r  აღმობრწყინდეს ვარსკულავი იაკობისგან
   
და აღდგეს კაცი ისრაელისაგან
   
და მოსრნეს მთავარნი მოაბისნი
   
და წარტყუენნეს ყოველნი ძენი სეთისნი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და იყოს ედომ სამკჳდრებელი ესავისი,
   
მტერ მისსა, და Page of ms. Ga: 184r   ისრაელმან ქმნას ძალი.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და აღდგეს იაკობისგან
   
და წარწყმიდოს ცხოვნებული ქალაქისაგან.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და იხილა ამალეკი და აღმღებელმან იგავისა მისისამან თქუა:
   
დასაბამი წარმართაჲ ამალეკი
   
და თესლი მათი წარწყმდეს.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და იხილა კინეველი და აღმღებელმან იგავისა მისისამან თქუა:
   
ძლიერ არს სამკჳდრებელი შენი
   
და უკუეთუ დასდგა კლდესა შინა ბუდე შენი,

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ ექმნეს ბეორს ბუდე სივერაგისაჲ,
   
ასურასტანელთა წარგტყუენონ შენ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და აღმღებელმან იგავისა მისისამან თქუა:
   
, , ვინ ცოცხალ იყოს, ოდეს დადვას ესე ღმერთმან?

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და გამოჴდეს ჴელთაგან კიტიელთაჲსა
   
და განაბოროტონ ასურ და განაბოროტონ ებრაელნი
   
და იგინი ერთბამად წარწყმდენ.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და აღდგომილი ბალაამ Page of ms. Ga: 184v   წარვიდა მიქცევით ადგიდ თჳსსა, და ბალაკ წარვიდა თჳსაგან.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.