TITUS
Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK)
Part No. 98
Previous part

Chapter: 17  
თავი XVII


Verse: 1   Link to mcat Link to gelatat Link to sept   არა შესწირო უფლისა ღმრთისა შენისა ზუარაკი ანუ ცხოვარი, რომლისა თანა იყოს ბიწი ანუ სიხაშმე, რამეთუ საძაგელ არს უფლისა ღმრთისა თქუენისა.

Verse: 2DES   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
იყოს თუ ვინმე შორის შენსა ანუ ქალაქთა შენთა, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ, მამაკაცი გინა დედაკაცი, რომელმან ქმნეს ბოროტი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა,

Verse: 2B   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და უკუეთუ მოიღოს შენ თანა ერთი ქალაქთაგან შენთა, რომელი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ, მამაკაცი ანუ დედაკაცი, რომელი ჰყოფს ბოროტსა წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა,

Verse: 3   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და გარდაჰჴდეს მცნებათა მისთა და მივიდეს და მსახუროს მან კერპთა და თაყუანი-სცეს მზესა, გინა მთოვარესა, გინა ყოველსა სამკაულსა ცისასა, რომლისა მე არა უბრძანე,

Verse: 4   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და აგრძნეთ, გამოიძიეთ და გამოიკითხეთ ფრიად, თუ ჭეშმარიტად ყოფილ იყოს სიტყუა იგი ბილწებისა შორის ისრაელსა,

Verse: 5   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
განიყვანოს კაცი იგი გარეშე ქალაქსა, მამაკაცი Page of ms. E: 48V  იყოს, გინა დედაკაცი, ქვა დაჰკრიბონ მას და მოკუდეს. და რომელი-იგი მოკუდებოდეს,

Verse: 6DES   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ორისა და სამისა მოწამითა მოკუდეს, ნუ ერთითა მოწამითა.

Verse: 6B   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ორისა თანა მოწამისა ანუ სამითა რაჲთა მოკუდეს მოკუდავი, რაჲთა არა მოკვდეს ერ[თ]ითა მოწამითა.

Verse: 7   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ხოლო ჴელნი პირველად მოწამეთანი შეეხნენ მოკუდინებად სიკუდილისა თანამდებისა მის, (7S) მაშინდა ჴელი ყოვლისა ერისა მის შემდგომად მათსა, მოისპენ უკეთური იგი თქუენ შორის.

Verse: 8   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ვერ თუ რაჲმე შესაძლებელ იყოს თქუენ შორის სიტყუა სასჯელისა განგებასა განსაგებელისასა, ანუ განკითხვასა რასმე სარჩელისასა, ანუ იჭჳსა მიმართ რასმე გონებისასა, ანუ ცილობისათჳს რასმე სიტყჳსა სარჩელისასა ქალაქთა შინა შენთა, აღსდგე და აღხჳდე შენ ადგილსა, რომელსაცა-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან თქუენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა.

Verse: 9   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
მიხჳდე შენ მღდელთა მათ ლევიტელთა და მსაჯულნი იგი, რომელ იყვნენ მათ ჟამთა, გამოიკითხონ სარჩელი იგი და გითხრან შენ განგება იგი სარჩელისა მის.

Verse: 10   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და ჰყო მსგავსად სიტყჳსა მის, რომელი-იგი გითხრან შენ ადგილისა მისგან, რომელი გამ\ოირჩია Page of ms. E: 49R  უფალმან. ეკრძალო მას ყოფად ყოვლისა მის მცნებისა სასჯელისასა, (11S) რომელი-იგი სჯული შეგითხრა შენ.

Verse: 11   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და რაჲცა გასწაონ შენ, ჰყო შენ მსგავსად სიტყჳსა მის მათისა, რაჲცა-იგი გრქუან შენ, არა გარდააქციო მარჯულ, არცა მარცხლ.

Verse: 12   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
იყოს თუ ვინმე კაცი და ამპარტავანებდეს, არა ერჩდის სიტყუასა მღდელისასა, რომელი დგეს მსახურად სახელისა მის უფლისა ღმრთისა შენისასა, ანუთუ მსაჯულთა მათ, რომელნი დგეს მათ ჟამთა, სიკუდილისა თანამდებ არს კაცი იგი, სიკუდილით მოკუედინ და მოისპენ ბოროტი იგი შორის ისრაელსა,

Verse: 13   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
რაჲთა ყოველსა ერსა. რომელსა ესმეს, ეშინოდის და არა ამპარტავანებდეს.

Verse: 14   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
შე-თუ-ხჳდე ქუეყანასა მას, რომელ უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ ნაწილად მკჳდრობისა შენისა. და დაემკჳდრო მუნ და მოიჴსენო გულსა შინა შენსა და სთქუა: დავიდგინო თავისა ჩემისა მთავარი. ვითარცა სხუათა ნათესავთა, რომელნი გარემო არიან ჩემსა.

Verse: 15DES   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
არა დაიდგინო შენ სხუა, არამედ რომელი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანვე შენთა, Page of ms. E: 49V  იგი დაიდგინო მთავრად შენ ზედა, რომელ არა ძმათა შენთაგან იყოს.

Verse: 15B   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
არა იდგინო შენ სხუაჲ მთავარი, არამედ რომელიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანი შენ თანა, დაადგინო თქუენდა მთავარნი. არა ძალ-გიცს თქუენ ზედა დადგინებად მთავარი და კაცი უცხო, რამეთუ არა ძმა თქუენი არს.

Verse: 16   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ნუუკუე ერისკრება-ყოს და განამრავლოს შენ ზედა მჴედარი და მიაქციოს ერი ეგე მუნვე ეგჳპტედ, რამეთუ უფალმან ესრეთ თქუა: არღარა შესძინო მერმე მოქცევად გზასავე ამას.

Verse: 17   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და ნუ განიმრავლებნ თავისა თჳსისა ცოლებსა, რაჲთა არა განდრკეს გული მისი, ოქროსა და ვეცხლსა ნუ შეიკრებნ ძლიერად.

Verse: 18   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და იყოს, რაჟამს დაჯდეს საყდართა მათ ზედა მთავრობისა მისისათა, გარდაწერე წიგნი ესე მეორისა სჯულისა წიგნთა (19S) მღდელთაგან და ლევიტელთა

Verse: 19   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და იყოს მის თანა მარადის და ჰკითხვიდეს მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, რაჲთა შეისწაოს შიში უფლისა ღმრთისა შენისა და დაიმარხნეს ყოველნი მცნებანი და სამართალნი, და ყოს ესე,

Verse: 20   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
რაჲთა არა ამადლდეს გული მისი ძმათაგან თჳსთა და გარდააქციოს სჯულისა მისგან მარჯუენით ანუ მარცხენით, რაჲთა Page of ms. E: 50R  დღეგრძელ იყოს მთავრობასა მას ზედა მისსა იგი და შვილნი მისნი შორის ძეთა მათ ისრაელისათა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.