TITUS
Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK)
Part No. 94
Previous part

Chapter: 13  
თავი XIII


Verse: 1_(32S)   Link to mcat Link to gelatat Link to sept   ყოველივე სიტყუა, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს, დაიმარხო იგი და ჰყო, არა დააკლო, არცაღა შეჰმატო მათ.

Verse: 2_(1S)   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ აღ-ვინმე-დგეს შენ შორის წინაწარმეტყუელი ანუ ჩუენების მხილველი (2S) და აჩუენოს რაჲმე სასწაული საცთურებისა თქუენ შორის და თქუას:

Verse: 3   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
მოვედით! და მივიდეთ ჩუენ ღმერთთა უცხოთა, რომელ-იგი თქუენ არა იცოდეთ, და თქუას: ვჰმსახურებდეთ მათ.

Verse: 4_(3S)   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ნუ ისმენთ სიტყუათა მის წინაწარმეტყუელისათა, ნუცა მის ჩუენების მხილველისათა, რამეთუ გამოცდით გამოგცდის თქუენ უფალი ღმერთი თქუენი, გიყუარდეს თუ თქუენ უფალი ღმერთი თქუენი ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა გონებითა თქუენითა.

Verse: 5_(4S)   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
არამედ შენ უფალსა ღმერთსა შენსა ხოლო შეუდეგ და მისა გეშინოდენ და მცნებათა მისთა იმარხევდით და ჴმისა Page of ms. S: 336V   მისისა ისმინეთ და მას მხოლოსა შეეყვენით.

Verse: 6_(5S)   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და წინაწარმეტყუელი იგი გინა ჩუენების მხილველი იგი სიკუდილით მოკუედინ, რამეთუ საცთურსა იტყოდა, რაჲთამცა გაცთუნა შენ უფლისაგან ღმრთისა შენისა, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანით ეგჳპტით და გიჴსნა შენ სახლისაგან კირთებისასა, რაჲთამცა განგაშორა შენ მან გზისა მისგან, რომელ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, რაჲთამცა ხჳდოდე მას, და აღიჴოცენ უკეთური იგი თქუენ შორის.

Verse: 7_(6S)   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ გლოცვიდეს შენ ძმა შენი მამითი გინათუ დედითი, გინათუ ძე შენი, გინათუ ასული შენი, გინათუ ცოლი შენი, რომელი იყოს წიაღთა შენთა, ანუთუ მეგობარი შენი, რომელ სწორ იყოს თავისა შენისა, ფარულად გეტყოდის: გუალე, მივიდეთ და ვმსახუროთ ღმერთთა უცხოთა, რომელ არა იცოდე შენ, არცა მამათა მათ შენთა,

Verse: 8_(7S)   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
სამსახურებელთა მათგან წარმართთასა, რომელნი იყვნენ გარემოს თქუენსა, მახლობელნი გინათუ შორიელნი კიდითგან კიდვდმდე ქუეყანისა,

Verse: 9   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
არა ჯერ-იჩინო მისლვა მის თანა, არცაღა ისმინო მისი. (8S) არა ჰრიდოს თუალმან შენმან, არცაღა გეწყალოდის იგი, არცაღა დაუფარო მას.

Verse: 10_(9S)   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
არამედ მხილებით ამხილო მას და ჴელი შენიღა პირველად შეხებულ იყავნ მოკლვად მისა, მაშინღა ჴელნი ყოვლისა ერისანი.

Verse: 11_(10S)   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და Page of ms. S: 337R   ქვა დაჰკრიბონ მას და მოკუედინ, რამეთუ იზრახა განშორება შენი უფლისაგან ღმრთისა შენისა, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანით ეგჳპტით, სახლისა მისგან კირთებისა.

Verse: 12_(11S)   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და ყოველსა ისრაელსა, რომელსა ესმეს, შეეშინოს და არღარა შესძინონ ყოფად ესევითარი სიტყუა ბოროტი თქუენ შორის.

Verse: 13_(12S)   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ გესმეს შენ ერთისა ქალაქთაგანისა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ სამკჳდრებელად, და თქუან, (13S) ვითარმედ:

Verse: 14   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
კაცნი უშჯულონი განვიდეს ჩუენგან და გარდააქცინეს ყოველნი იგი მკჳდრნი მის ქალაქისანი და ჰრქუეს: მოვედით და ვჰმსახუროთ ღმერთთა უცხოთა, რომელ-იგი თქუენ არა იცოდით,

Verse: 15_(14S)   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
გამოიძიო, გამოიკულიო ეგევითარი იგი, გამოიკითხო ფრიად და თუ ჭეშმარიტად ყოფილ იყოს სიტყუა იგი ბილწებისა თქუენ შორის,

Verse: 16_(15S)   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
მოსრვით მოისრნეთ მკჳდრნი იგი მის ქალაქისანი პირითა მახჳლისაჲთა და დაწყევით დასწყევნეთ იგინი და ყოველივე, რაჲცა იყოს ქალაქსა მას შინა, და საცხოვარი მათი მოსრათ პირითა მახჳლისათა.

Verse: 17_(16S)   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და ყოველი მონაგები მათი გამოჰკრიბო გზასა წარსავალთა მათთასა და ქალაქნი იგი მათნი და ყოველი იგი ნატყუენავი და მონაგები მათი, რომელ გამოგეკრიბოს, დაწჳთ ცეცხლითა წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა, და იყავნ იგი ოჴერ უკუნისამდე ჟამთა და ნუღარა აღეშენებინ!

Verse: 18_(17S)   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და ნუცა რაჲ შეგეხებინ ჴელთა შენთა ჭურჭრისა მისგან მისისა, რამეთუ Page of ms. S: 337V   წყეულ არს. რაჲთა მოიქცეს უფალი რისხვისა მისგან გულისწყრომისა მისისა და შეგიწყალოს შენ და განგამრავლოს შენ, ვითარცა ეფუცა უფალი ძამათა მათ შენთა,

Verse: 19_(18S)   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ ისმინო შენ ჴმა უფლისა ღმრთისა შენისა და დაიცვნეთ ყოველნი მცნებანი მისნი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს დღე, უკუეთუ ჰყო კეთილი და სათნოება წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.