TITUS
Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK)
Part No. 93
Previous part

Chapter: 12  
თავი XII


Verse: 1   Link to mcat Link to gelatat Link to sept   და ესე არიან ბრძანებანი და მსჯავრნი, რომელ დაიმარხნეთ და ჰყოთ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან მოგცეს თქუენ სამკჳდრებელად ყოველთა დღეთა, რავდენცა სცხონდეთ ქუეყანასა ზედა.

Verse: 2   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
მოსპოლვით მოსპნე ყოველნი იგი ადგილნი სამსახურებელნი წარმართთანი, რომელსა ემსახუროს სამსახურებელი იგი ბილწებისა ზედა მთათა მაღალთა და ბორცუთა და ხეთა ქუეშე (3S) ვარჯოვანთა.

Verse: 3   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ბაგინები მათი დაამჴუთ და Page of ms. S: 335R   ძეგლები მათი დამუსრეთ, სერტყები მათი დაკაფეთ, კერპები მათი დაწვით ცეცხლითა და საჴსენებელი მათი წარწყმიდეთ ქუეყანისა მისგან.

Verse: 4   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ხოლო არა ეგრეთ უყოთ უფალსა ღმერთსა თქუენსა,

Verse: 5   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
არამედ ადგილსა ერთსა, რომელსა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან თქუენმან ადგილი ერთი ნათესავთაგან თქუენთა სახელის-დებად სახელი მისი მუნ, ადგილი იგი გამოირჩიეთ და შევედით მუნ.

Verse: 6   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და შეწირეთ მსხუერპლები იგი თქუენი მუნ და საკუმეველები და პირველისა ნაყოფისა თქუენისა და აღნათქუემი თქუენი და ძდუენი ნეფსითი გონებათა თქუენთა და პირმშოები ზროხათა თქუენთა და ცხოვართა თქუენთა.

Verse: 7   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ჭამდით და იხარებდით წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და მხიარულ იყვნეთ ყოველთა ზედა, რომელსა ზედა შეხებულ იყვნენ ჴელნი თქუენნი, თქუენ და ყოველნი სახლეულნი თქუენნი, რამეთუ გაკურთხნა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან.

Verse: 8   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
არა ჰყოთ ეგრე, ვითარეგე ჰყოფთ აქა დღეს კაცად-კაცადი ეგე ნებასა თავისა თჳსისასა,

Verse: 9   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
რამეთუ არღა მოწევნულ ხართ თქუენ აქამდის განსასუენებელსა მას და სამკჳდრებელსა თქუენსა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ.

Verse: 10   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
რამეთუ წიაღ-ჰჴდეთ თქუენ იორდანესა და დაეშენნეთ ქუეყანასა მას, რომელსა-იგი უფალმან ღმერთმან დაგიმკჳდროს თქუენ და განგისუენოს თქუენ ყოველთაგან Page of ms. S: 335V   მტერთა თქუენთა, რომელნი იყვნეს გარემოს თქუენსა, და დაეშენნეთ მყუდროებით.

Verse: 11   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და იყოს, ადგილი იგი, რომელ გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან თქუენმან თავისა თჳსისა სახელდებად სახელი მისი მას ზედა, მუნ შესწირით ყოველი შესაწირავი, რომელსა-ესე მე გამცნებ თქუენ დღეს: მსხუერპლები იგი თქუენი და ძღუენი თქუენი და ათეული თქუენი და პირველი იგი ჴელთა თქუენთა და რჩეულ-რჩეული ძღუენი აღნათქუემთა თქუენთა, რომელ აღუთქუათ უფალსა ღმერთსა თქუენსა.

Verse: 12   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და იხარებდეთ წინაშე უფლისა თქუენისა თქუენ და ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი, მონანი და მჴევალნი თქუენნი და ლევიტელი იგი, რომელ არს ზედამდგომელ თქუენდა, რამეთუ არა უც მას ნაწილ და სამკჳდრებელ თქუენ შორის.

Verse: 13   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
იგულე თავი შენი, ნუუკუე შე-სადამე-სწირვიდე შესაწირავთა შენთა ყოველსავე ადგილსა, რომელ იხილო,

Verse: 14   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
არამედ მას ადგილსა ხოლო, რომელ გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან, ადგილსა ერთსა ქალაქთა შენთასა, მუნ შესწირო მსხუერპლი შენი და მუნ ჰყო ყოველი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ.

Verse: 15   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
არამედ ყოვლითა გულისთქუმითა შენითა შესწირო მსხუერპლი იგი შენი და სჭაძო ჴორცი იგი მისი კურთხევითა მით უფლისა ღმრთისა შენისათა, რომელ-იგი მოგცა შენ ყოველთა მათ ქალაქთა* შენთა. ბილწი იგი და წმიდა ერთბამად ჭამდით ვითარცა ქურციკსა და ირემსა.

Verse: 16   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ხოლო სისხლსა მისსა ნუ შჭამთ, არამედ ქუეყანასა დასთხიეთ იგი, ვითარცა წყალი.

Verse: 17   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ვერ შჭამო შენ ქალაქთა შინა შენთა ათეული იგი იფქლისა შენისა და ღჳნისა და ზეთისა შენისა, და პირმშოები ზროხათა შენთა და ცხოვართა შენთა, და აღთქუმული იგი აღნათქუემთა შენთა და შესაწირავი იგი აღსაარებათა თქუენთა და პირველი იგი ნაყოფთა ქმნული ჴელთა თქუენთა.

Verse: 18   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
არამედ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა შეშჭამო იგი ადგილსა მას, რომელსაცა-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან თქუენმან, შენ და ძემან შენმან და ასულმან შენმან, მონამან და მჴევალმან შენმან, და ლევიტელი იგი, რომელ დამკჳდრებულ იყოს ქალაქთა შენთა. შჭამდე და იხარებდე წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა და ყოველსა მას ზედა, რომელსა შეეხოს ჴელი შენი.

Verse: 19   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ეკრძალე, ნუუკუე და-სადამე-უტეო ლევიტელი იგი ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, რავდენცა სცხოვნდე ქუეყანასა ზედა.

Verse: 20   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ განგიფართნეს შენ უფალმან ღმერთმან საზღვარნი შენნი, ვითარცა გეტყოდა შენ, უკუეთუ გულმან გითქუას ჭამად ჴორცისა გულისთქუმისათჳს გულისა შენისასა, ჭამე შენ ჴორცი იგი.

Verse: 21   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ განშორებულადრე იყოს შენგან ადგილი იგი, რომელ გამოირჩია უფალმან ღმერთმან წოდებად სახელი მისი მას ზედა, და შესწირო შენ ზუარაკთაგანი შენთა ანუ ცხოვართა, რომელი მოგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ვითარცა გიბრძანა შენ, და შეშჭამო იგი ქალაქთა შინა შენთა ყოვლითა მით გულისთქუმითა გულისა შენისათა.

Verse: 22   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ვითარცა შეიჭამოს ქურციკი და ირემი, ეგრე შეშჭამო იგი, რომელ-იგი არაწმიდა არს შენ თანა, და წმიდა იგი ერთბამად შეჭამედ იგი.

Verse: 23   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ეკრძალე მტკიცედ არაჭამად სისხლისა, რამეთუ სისხლი საცხოვარისა სამშჳნველი არს. არა შეშჭამო შენ სამშჳნველი იგი ჴორცსა მას თანა,

Verse: 24   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
არამედ ქუეყანასა დასთხიო იგი, ვითარცა წყალი.

Verse: 25   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
არა შჭამო იგი, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და შვილთა შენთა შენ თანა, რაჟამს ჰყო კეთილი და სათნოება წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

Verse: 26   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ხოლო შესაწირავი იგი სიწმიდისა შენისა და აღნათქუემი იგი შენი მიიღო ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩია უფალმან,

Verse: 27   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და შესწირო იგი მუნ, მსხუერპლები შენი, ჴორცი იგი შესწირო საკურთხეველსა მას ზედა უფლისა ღმრთისა შენისასა, ხოლო სისხლი იგი დააპკურო აღსავალთა მათ საკურთხეველისა ამის უფლისა ღმრთისათა და ჴორცი იგი შესჭამო.

Verse: 28   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
დაიცევ და ისმინენ ესე სიტყუანი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და შვილთა შენთა შენ თანა უკუნისამდე, ჰყო თუ კეთილი და სათნოება წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

Verse: 29   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ მოსრნეს უფალმან ღმერთმან* Page of ms. S: 336R   შენმან ნათესავნი იგი, რომელსა-იგი მიხუალთ დამკჳდრებად ქუეყანისა მათისა წინაშე პირსა შენსა, დაიმკჳდრნე იგი და დაეშენო ქუეყანასა მათსა,

Verse: 30   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
იგულე თავი შენი, ნუუკუე გამოიძიებდე მიდევნებად მათა შემდგომად მოსრვისა მის მათისა პირისაგან შენისა, ნუუკუე ეძიებდე კერპთა მათთა და სთქუა: ვითარცა-იგი მათ ნათესავთა ყვიან კერპთა მიმართ მათთა, ეგრეცა მე ვყო.

Verse: 31   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ხოლო შენ არა ეგრე ჰყო უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა ყოველივე საძაგელება, რომელ წინავე სძულდა უფალსა, ყვეს კერპთა მიმართ მათთა, რამეთუ ძეთაცა მათთა და ასულთა მათთა დასწუვიდეს წინაშე კერპთა მათთა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.