TITUS
Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK)
Part No. 88
Previous part

Chapter: 7  
თავი VII


Verse: 1   Link to mcat Link to gelatat Link to sept   რაჟამს უკუე შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალ დამკჳდრებად მუნ, და მოსრნეს ნათესავნი იგი დიდდიდნი და მრავალნი პირისაგან შენისა: ქეტელი იგი, გერგესეველი, ამორეველი იგი და ქანანელი იგი და ფერეზელი იგი და ეველი იგი და იობოსელი იგი, შჳდი იგი ნათესავი დიდ-დიდი და უძლ\იერესი Page of ms. S: 325V   თქუენსა,

Verse: 2   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
მოგცეს შენ უფალმან ღმერთმან ჴელთა შენთა, დასცნე შენ იგინი და მოსრვით მოსრნე, არა აღუთქუა აღთქუმა შენი მათ თანა, არცა შეიწყალნე იგინი.

Verse: 3   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
არცა ემზახო მათ: ასული შენი არა მისცე ძესა მისსა და ასული მისი არა მოჰგუარო ძესა შენსა.

Verse: 4   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
რამეთუ განდრიკოს ძე იგი შენი ჩემგან და ამსახუროს იგი ღმერთთა უცხოთა, და განრისხნეს გულისწყრომით უფალი შენ ზედა და აღგჴოცოს შენ მსთუად.

Verse: 5   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
არამედ ესრეთ უყოთ თქუენ მათ: ბაგინები მათი დაამჴუთ, ძეგლები მათი დამუსრეთ, სერტყები მათი დაკაფეთ, ძეგლები მათი დაწუთ ცეცხლითა.

Verse: 6   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
რამეთუ ერი ეგე წმიდა ხარ უფლისა ღმრთისა შენისა და შენ პირველად გამოგირჩია უფალმან ღმერთმან შენმან, რაჲთა იყო შენ მისა ერად საზეპუროდ ყოველთა უფროს ნათესავთა, რომელნი არიან პირსა ზედა ქუეყანისასა.

Verse: 7   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და არა თუ სიმრავლისა თქუენისათჳს რაჲმე გამოგირჩინა თქუენ ღმერთმან, რამეთუ თქუენ უმცირეს ხართ ყოველთა ნათესავთა,

Verse: 8   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
არამედ რამეთუ უყუარდით თქუენ უფალსა და დაამტკიცა ფიცი იგი, რომელ ეფუცა მამათა მათ თქუენთა, და გამოგიყვანნა თქუენ* ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, და გიჴსნა შენ სახლისა მისგან კირთებისასა ჴელთაგან ფარაო მეფისათა ეგჳპტელთასა.

Verse: 9   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
რაჲთა გულისჴმა-ჰყო, რამეთუ უფალი ღმერთი შენი ესე არს ღმერთი, ღმერთი სარწმუნო, რომელმან დაუმარხის Page of ms. S: 326R   აღთქუმა მისი და წყალობა მისი მოყუარეთა მისთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი მისნი ვიდრე ათასამდე ნათესავად,

Verse: 10   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და მიაგის პირისპირ მისაგებელი და მოსრვა მოძულეთა მისთა და-არა-აყოვნის.

Verse: 11   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
დაიცვნე მცნებანი ესე და სამართალნი და მსჯავრი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს დღე ყოფად მისა.

Verse: 12   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და იყოს, რაჟამს ისმინნეთ თქუენ ყოველნი ესე სამართალნი ჩემნი, დაიცვნე და მოგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან აღთქუმა იგი და წყალობა, ვითარცა-იგი ეფუცა მამათა მათ თქუენთა.

Verse: 13   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და შეგიყუაროს შენ და გაკურთხოს შენ და განგამრავლოს შენ, აკურთხნეს ნაშობნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქუეყანისა შენისა, იფქლი იგი შენი და ღჳნო შენი და ზეთი შენი, ზროხანი სამროწლისა შენისანი და არვები ცხოვართა შენთანი ქუეყანასა ზედა, რომელ-იგი ეფუცა ღმერთი მამათა მათ შენთა მიცემად შენდა.

Verse: 14   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და კურთხეულ იყო შენ ყოველთა უფროს ნათესავთა, არა იპოოს ნათესავსა შენსა შორის უმკჳდრო, არცა უზუები საცხოვარსა შენსა შორის.

Verse: 15   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და განგაშოროს უფალმან ღმერთმან შენმან შენგან ყოველი იგი სენი და სალმობა ბოროტი მეგჳპტელთა, რომელ-იგი იხილე და უწყოდე, არა მოავლინოს შენ ზედა, არამედ მიავლინოს იგი ყოველთა ზედა მტერთა შენთა.

Verse: 16   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და შჭამდე შენ ნატყუენავსა მას წარმართთასა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, არა გეწყალოდიან შენ Page of ms. S: 326V   იგინი, არცაღა ჰმსახურო სამსახურებელთა მათთა, რაჲთა არა საცთურ-გეყოს შენ.

Verse: 17   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ სთქუა გონებასა შენსა: არამედ ნათესავი ესე უძლიერეს არს შენსა, ვითარ შეუძლო მოსრვად მათა?

Verse: 18   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
არა გეშინოდის შენ მათგან. მოჴსენებით მოიჴსენო, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან შენმან ფარაოს და ყოველთა მათ ეგჳპტელთა:

Verse: 19   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
განსაცდელნი იგი დიდ-დიდნი, რომელ-იგი იხილეს თუალთა შენთა, სასწაულები იგი და ნიშები დიდ-დიდები, ჴელი იგი მტკიცე და მკლავი იგი მადალი, ვითარ-იგი გამოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ეგრეთ უყოს უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა წარმართთა, რომელთაგან გეშინის პირისაგან მათისა.

Verse: 20   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და ბზიკები მოუვლინოს უფალმან ღმერთმან მათა, ვიდრემდე მოესრულნენ ნეშტნი იგი, და რომელნი დამალულ იყვნენ პირისაგან შენისა.

Verse: 21   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, რამეთუ უფალი ღმერთი შენი შენ თანა არს დიდი და ძლიერი.

Verse: 22   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან ყოველნი წარმართნი პირისაგან შენისა ცხადად. არა მოსრნეს იგინი ერთბამად, რაჲთა არა დაშთეს ქუეყანა იგი ოჴრად და განმრავლდენ შენ ზედა მჴეცნი.

Verse: 23   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
მიგცნეს შენ იგინი უფალმან ღმერთმან შენმან ჴელთა შენთა და მოჰსრნე იგინი მოსრვითა დიდითა, ვიდრემდე მოასრულნე იგინი.

Verse: 24   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და მოგცნეს უფალმან შარავანდედნი მათნი ჴელთა თქუენთა და წარსწყმიდოთ საჴსენებელი მათი ადგილით მათით. არა\ვინ Page of ms. S: 327R   აღგიდგეს წინაშე პირსა შენსა. ვიდრემდე მოასრულნე იგინი.

Verse: 25   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ხატები კერპებისა მათისა დასწუა ცეცხლითა. ნუ გული გითქუამნ ოქროსა და ვეცხლსა მათსა, ნუ მოიდებ თავისა შენისა, რაჲთა არა საცთურ-გეყოს შენ იგი, რამეთუ საძაგელ არს წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

Verse: 26   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
არა შეიდო იგი სახლად შენდა, რამეთუ ბილწ არს, რაჲთა არა მის თანა წყეულ იყო. დამჴობით დაამჴუნე იგინი და განშორებით განიშორო იგი, რამეთუ წყეულ არს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.