TITUS
Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK)
Part No. 86
Previous part

Chapter: 5  
თავი V


Verse: 1   Link to mcat Link to gelatat Link to sept   მოუწოდა მოსე ყოველსა მას ისრაელსა და ჰრქუა მათ: გესმოდინ ისრაელსა ყოველი ესე სამართალი და მსჯავრი, რომელსა გეტყჳ თქუენ ყურთა თქუენთა დღეს დღე. და ისწავე დამარხვად და ყოფად მაგისა.

Verse: 2   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
უფალმან ღმერთმან თქუენმან დადვა თქუენ თანა მცნება აღთქუმისა ქორებს.

Verse: 3   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
არა თუ მამათა თქუენთა თანა დადვა უფალმან აღთქუმა ესე, Page of ms. S: 322R   არამედ თქუენ თანა. თქუენ, ეგერა, დღეს ყოველნი ცოცხალ ხართ.

Verse: 4   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
რამეთუ პირისპირ გეტყოდა თქუენ უფალი მთასა მას შინა, ცეცხლსა მას შორის.

Verse: 5   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და მე ვდეგ შორის უფლისა და თქუენსა მას ჟამსა შინა თხრობად თქუენდა სიტყუათა მათ უფლისათა, რამეთუ შე-. შინებულ იყვენით თქუენ წინაშე პირსა მის ცეცხლისასა და არა აღხუედით მთასა მას, რამეთუ გეტყოდა თქუენ უფალი და თქუა:

Verse: 6   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისა.

Verse: 7   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ნუ იყოფიედ შენდა სხუა ღმერთ ჩემსა გარეშე.

Verse: 8   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
არა იქმნე თავისა შენისა კერპნი გამოქანდაკებულნი, (8S) არცა მსგავსი ყოვლისავე, რომელ არს ცათა შინა ზესკნელ, და არცადა, რომელ არს ქუეყანასა ზედა ქუესკნელ, და არცადა. რომელ არს წყალთა შინა ქუესკნელ ქუეყანასა.

Verse: 9   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
არა თაყუანის-სცე მათ. არცა ჰმსახურებდე მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, რომელმან მივაგი ცოდვაჲ მამათა შვილთა სამად და ოთხადმდე ნათესავად მოძულეთა მათ ჩემთა.

Verse: 10   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და ვყვი წყალობა ათასამდე ნათესავადმდე მოყუარეთათჳს სახელისა ჩემისათა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი ჩემნი.

Verse: 11   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ნუ ჰფუცავ სახელსა უფლისა ღმრთისა შენისასა სიცრუით, რამეთუ არა განწმიდოს უფალმან ღმერთმან ყოველივე, რომელი ფუცვიდეს სახელსა მისსა სიცრუით.

Verse: 12   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
დაიცევ შენ დღე იგი შაბათისა, წმიდა და ფუფუნეულ-ჰყო იგი, ვითარცა გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.

Verse: 13   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ექუს დღე იქმოდი შენ Page of ms. S: 322V   ყოველსა მას საქმესა შენსა.

Verse: 14   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
რამეთუ დღე იგი მეშჳდე შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისა, არა იქმოდი შენ ყოველსავე საქმესა შენსა, ნუცა შენ, ნუცადა ძე შენი, ნუცა ასული შენი, ნუცა მონაჲ შენი, ნუცა მჴევალი შენი, ნუცა ჴარი შენი, ნუცა კარაული შენი, ნუცა ყოველივე საცხოვარი შენი, ნუცა მწირი შენი, ნუცა მსხემი შენი, რომელ შეყოფილ იყოს და ჯდეს შინაგან ბჭეთა შენთა, (15S) რამეთუ განისუენოს მონამან შენმან და მჴევალმან შენმან და საცხოვარმან შენმან და მწირმან შენმან, ვითარცა შენ.

Verse: 15   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
მოიჴსენე შენ, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა და გამოგიყვანა შენ მიერ უფალმან ღმერთმან შენმან ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა. ამისთჳს გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან დამარხვად დღე იგი შაბათთა.

Verse: 16   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
თავ-უყავ მამასა შენსა და დედასა შენსა, ვითარცა გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, რაჲთა კეთილი გეყოს შენ ქუეყანასა ზედა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.

Verse: 17   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ნუ კაც ჰკლავ.

Verse: 18   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ნუ იმრუშებ!

Verse: 19   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ნუ იპარავ!

Verse: 20   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ნუ სწამებ წამებასა ცილსა მოყუსისა შენისა მიმართ!

Verse: 21   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ნუ გული გითქუამნ ცოლსა მოყუსისა შენისასა! ნუცა გული გითქუამნ სახლსა მოყუსისა შენისასა, ნუცა ქუეყანასა მისსა, ნუცა მონასა მისსა, ნუცა მჴევალსა მისსა. ნუცაღა ჴარსა მისსა, ნუცა კარაულსა Page of ms. S: 323R   მისსა, ნუცა საცხოვარსა მისსა, ნუცა ყოველივე, რაჲცა იყოს მოყუსისა შენისა!

Verse: 22   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ამათ სიტყუათა იტყოდა უფალი ყოველსა მას შესაკრებელსა ისრაელისასა მთასა მას შინა, შორის ცეცხლსა მას და შორის ბნელსა მას არმურისა მის ნისლისა წყუდიადისასა ჴმითა მაღლითა და მერმე არღარა შესძინა სიტყუად. და დაწერა ესე ორთა ფიცართა ქვისათა და მომცა მე.

Verse: 23   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და იყო რაჟამს ისმინეთ თქუენ ჴმა იგი სიტყუათა მათ უფლისათა შორის ცეცხლსა მას, რამეთუ მთა იგი აღგზებული ცეცხლითა აღატყდებოდა, მოხუედით ჩემდა ყოველი ეგე მთავრები ნათესავთა მაგათ თქუენთა და მოხუცებული ერისა თქუენისა

Verse: 24   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და მარქუთ მე: (24S) აჰა ესერა, გჳჩუენა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან დიდება იგი მისი და ჴმა იგი მისი გუესმა ცეცხლით გამო დღეს დღე და ვიხილეთ, ვითარმცა ეტყოდა ღმერთი კაცსა და ცხონდა.

Verse: 25   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და აწ ნუუკუე მოვსწყდეთ ანუ გუეწიოს და მოგუსრნეს ჩუენ ცეცხლმან მან დიდმან, შე-ღათუ-ვსძინოთ ჩუენ სმენად ჴმისა მის უფლისა ღმრთისა ჩუენისასა მერმე, და მოვსწყდეთ.

Verse: 26   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ვინ არს ჴორციელი, რომელსამცა ესმა ჴმა უფლისა ღმრთისა ცხოველისა, ვითარცა ეტყოდა ცეცხლით გამო, ვითარ-ესე ჩუენ გუეტყოდა, და ცხონდა?

Verse: 27   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
აწ მიეახლე შენ და ისმინე, რასა იტყოდის უფალი ღმერთი ჩუენი, და შენ გუეტყოდე ჩუენ ყოველთა მათ მცნებათა, რომელთაცა გეტყოდეს შენ უფალი Page of ms. S: 323V   ღმერთი ჩუენი, ვისმინოთ შენი და ვჰყოთ.

Verse: 28   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და შეესმა უფალსა ღმერთსა ჴმა იგი სიტყჳსა მის თქუენისა, რომელსა მეტყოდეთ მე. და მრქუა მე უფალმან: მესმა მე ჴმა სიტყჳსა ერისა მის, რომელსა-იგი გეტყოდეს შენ. მართლიად მოგიგეს შენ ყოველივე, რომელსაცაიგი გეტყოდეს შენ.

Verse: 29   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ვინმემცა უკუე მისცა გულთა მაგათთა მარადის შიში იგი ჩემი და დამარხვა ყოველსა ჟამსა მცნებათა ჩემთა, რაჲთამცა კეთილი ეყო მათ და ნაშობთა მათთა უკუნისამდე.

Verse: 30   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
აწ მივედ და ეტყოდე მათ და მიიქცედ იგინი სახიდვე მათა!

Verse: 31   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ხოლო შენ დადეგ აქა ჩემ თანა და გეტყოდი შენ ყოველთა მათ მცნებათა და სამართალთა, რომელი ასწაო მათ, და ჰყოფდეთ მათ ქუეყანასა მას ზედა, რომელი მე მივეც მათ ნაწილად მკჳდრობისა მათისა,

Verse: 32   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
დამარხვად და ყოფად, ვითარ-იგი გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან. არა მიაქციო მარჯულ, არცა მარცხლ

Verse: 33   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ყოველთა გზათა, რომელ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, არამედ ხჳდოდი ყოველთა მცნებათა მისთა, რაჲთა განგისუენოს შენ და კეთილი გიყოს და დღეგრძელ იყო ქუეყანასა მას ზედა, რომელსა დაემკჳდრო შენ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.