TITUS
Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK)
Part No. 68
Previous part

Chapter: 23  
თავი XXIII


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და ჰრქუა ბალამ ბალაკს: აღმიშენენ მე შჳდნი ბომონნი და მზა მიყავ შჳდი ზუარაკი და შჳდი ვერძი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ყო ეგრე ბალაკ, ვითარცა ჰრქუა მას ბალამ. და შეწირა ერთი ზუარაკი და ერთი ვერძი ბომონსა მას ზედა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ბალაშ ბალაკს: დეგ შენ მსხუერპლსა ამას შენსა ზედა და მე წარვიდე, მეჩუენოს ხოლო თუ ღმერთი შემთხუევით და სიტყუაჲ, რომელი მრქუას, გითხრა შენ. და წარდგა ბალაკ წინაშე მსხუერპლსა მას მისსა და ბალამ წარვიდა კითხვად ღმრთისა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ეჩუენა ღმერთი ბალამს. და ჰრქუა ბალამ ღმერთსა: შჳდნი ბომონნი მზა მიყოფიან და შევწირო მას ზედა ზუარაკი და ვერძი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მოსცა ღმერთმან სიტყუაჲ პირსა ბალამისსა და ჰრქუა: მიიქეც ბალაკისა და ეტყოდე ესრეთ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მოიქცა მისა. ხოლო იგი დგა წინაშე Page of ms. S: 285r   მსხუერპლთა მათ მისთა და მის თანა ყოველნივე მთავარნი მოაბელთანი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და იყო სული ღმრთისაჲ მის ზედა. და აღიღო იგავი თჳსი და თქუა: შუამდინარით გამომიყუანა მე ბალაკ, მეფემან მოაბისამან, მზის აღმოსავალისათა და თქუა: მოვედ და მიწყევე მე იაკობი, მოვედ და მიწყევე მე ისრაელი!

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
რაჲსა ვსწყევდე მე, რომელი არა წყევა უფალმან? ანუ რაჲსა შევსწყევ, რომელი არა შეწყევა ღმერთმან?

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რამეთუ თხემთაგან მთათასა ვიხილო იგი და ბორცუთაგან განვიცადო: აჰა ესერა ერმან მარტოჲ დაიმკჳდროს და სხუათა ნათესავთა [არა] შეერაცხოს.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ვინ გამოიკითხოს... ...გუნდი ისრაელისა? და მოკუედინ სული ჩემი სულთა თანა მართალთასა და იყავნ ნათესავი ჩემი, ვითარცა ნათესავი ამათი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ბალაკ ბალამს: რაჲ-ესე მიყავ ჩუენ? წყევად მტერთა ჩუენთა მოგიყუანე შენ და აწ ესერა კურთხევით აკურთხენ იგინი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ბალამ ბალაკს: ანუ არა რაოდენი მომცეს მე ღმერთმან პირსა ჩემსა, იგი დავიმარხო სიტყუად?

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მას ბალაკ: მოვედ კუალად ჩემ თანა ადგილსა სხუასა, ვინა[ჲ] ვერ იხილო იგი მიერ, არამედ ზოგი რაოდენი იხილო მისი, ხოლო ყოველი ვერ იხილო; და მიწყევე მე იგი მიერ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და წარიყვანა იგი მიერ ველად სასტუარსა, თხ\ემსა Page of ms. S: 285v   მას გამოკუეთილისასა, და აღაშენა მუნ შჳდი ბომონი და შეწირა ზუარაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ბალამ ბალაკს: წარმოდეგ შენ წინაშე მსხუერპლთა შენთა და მე წარვიდე კითხვად ღმრთისა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და შეემთხჳა ღმერთი ბალამს და მოსცა სიტყუაჲ პირსა მისსა და ჰრქუა: მიიქეც ბალაკისა და ამას იტყოდე,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და მოიქცა მისა, ხოლო ბალაკ დგა მსხუერპლთა მისთა ზედა, და მის თანა ყოველნივე მთავარნი მოაბისანი. და ჰრქუა ბალაკ: რასა გეტყოდა შენ ღმერთი?

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და მოიღო ბალამ იგავი თჳსი და თქუა: აღდეგ, ბალაკ, და ისმინე, ყურად-იღე, მოწამეო, ძეო სეფორისაო!

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
არა ვითარცა კაცი არს ღმერთი შეურაცხ-ყოფად, არცა ვითარცა ძე კაცისაჲ, ვითარმცა უთქმიდა ვინმე მას. ვთქუ, ანუ არა? რაჲ იტყოდის, არა დაადგრის?

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა კურთხევად მოყუანებულ ვარ, ვაკურთხო და არა გარე-მივიქცე,

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
არა იყოს რუდუნებაჲ იაკობსა შორის, არცა გამოჩნდეს სალმობაჲ ისრაელსა შორის, უფალი ღმერთი მისი მის თანა და დიებული მთავართა[ჲ].

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ღმერთი [არს], რომელმან გამოიყუანნა იგინი ქუეყანით ეგუპტით.. ვითარცა დიდებაჲ მარტორქისა დიდებაჲ მათი,

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არა არს ზმნა იაკობსა შორის, არცა მისნობაჲ ისრაელსა შორის. ჟამად-ჟამად ითქმოდის იაკობი და ისრაელი, რაჲ-მე აღასრულოს ღმერთმან.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა ერი, ვითარცა Page of ms. S: 286r   ლეკჳ [ლომისაჲ] აღდგეს და ვითარცა ლომი, იზახებდეს; არა დაიძინოს, ვიდრემდე ჭამოს ნადირი და სისხლი წყლულისა სუას.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ბალაკ ბალამს: არცა წყევით დამიწყევენ მე იგინი, ნუცა კურთხევით აკურთხევ მათ.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
მიუგო ბალამ და ჰრქუა ბალაკს: არა გეტყოდეა შენ და ვთქუ, ვითარმედ სიტყუაჲ, რომელი მრქუას მე ღმერთმან, იგიცა ვყო?

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ბალაკ ბალამს: მოვედ და წარგიყვანო შენ სხუასა ადგილსა, უკუეთუ სათნო უჩნდეს ღმერთსა, და მიერ დამიწყევენ იგინი.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და წარიყვანა ბალაკ ბალამი და აღიყვანა იგი თხემსა ფოგორ მთისასა, რომელი მისწუდების უდაბნოდ.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ბალამ ბალაკს: აღმიშენენ მე აქა შჳდნი ბომონნი და მზა მიყუენ შჳდნი ზუარაკნი და შჳდი ვერძი.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და ყო ეგრე ბალაკ, და შეწირა ზუარაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.