TITUS
Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK)
Part No. 67
Previous part

Chapter: 22  
თავი XXII


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და წარმოვიდეს ძენი ისრაელისანი Page of ms. S: 282r   მიერ და დაიბანაკეს დასავალით მოაბსა, იორდანესა ზედა, იერიქოთ კერძო.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და იხილა ბალაკ, ძემან სეფორისმან, ყოველი, რაოდენი უყო ისრაელმან ამორეველსა მას.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
შეეშინა მოაბსა ფრიად ერისა მის, რამეთუ მრავალ იყვნეს, და მოეწყინა პირისაგან ძეთა ისრაელისათა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მოხუცებულთა მადიამისათა: აწ მოძოოს კრებულმან ამან ყოველივე გარემო ჩუენსა, ვითარცა-იგი მოძოვის ზროხამან მდელო ველისა. და ბალაკ, ძე სეფორისი, მეფე იყო მოაბსა ზედა მათ ჟამთა ოდენ,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მიავლინნა მოციქულნი ბალაამისი, ძისა ბეორისა, ფათურასა, რომელ-იგი იყო მდინარესა ზედა, ქუეყანასა შისა ერისა მისისა, მოხადიდ მისა და ჰრქუა: აჰა ესერა ერი გამოვიდა ეგჳპტით და დაფარა პირი ქუეყანისაჲ და ესენი არიან მახლობელად ჩემსა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
აწ მოვედ და მიწყევე მე ერი ესე, რამეთუ ესენი უძლიერეს არიან ვიდრე ჩუენ; ვინც ხოლო თუ მოვსრა მათგანი და განვასხნე იგინი ქუეყანით ჩემით, რამეთუ ვიცი, რომელნი აკურთხნი, კურთხეულ არიედ და რომელნი სწყვენი, წყეულ არიედ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და წარვიდეს მოხუცებულნი მოაბისანი და მოხუცებულნი მადიამისანი და სამისნობელნი იგი Page of ms. S: 282v   ჴელთა მათთა. და მოვიდეს ბალაამისა და უთხრეს მას სიტყუაჲ იგი ბალაკისი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ ბალაამ: დაადგერით მანდა და გითხრა თქუენ საქმე, რომელსაცა იტყოდის ღმერთი ჩემდამო. და დაადგრეს მთავარნი იგი ბალაკისნი ბალაამის თანა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ღმერთმან ბალამს: რაჲ არიან კაცნი ესე შენ თანა?

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ბალამ ღმერთსა: ბალაკს, მეფესა მოაბისასა, ძესა სეფორისსა, მოუვლინებიან ეგენი ჩემდა და იტყჳს:

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა ერი გამოსრულ არს ეგჳპტით და დაუფარავს პირი ქუეყანისა და არიან მახლობელად ჩემსა, აწ მოვედ და წყევე ესენი, შეხოლო-თუ-ვითარ-უძლო მოსრვად მათგანსა და განვასხნე ქუეყანით ჩემით.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ღმერთმან ბალაამს: არა წარხჳდე მათ თანა, არცა სწყეო ერი იგი, რამეთუ არს იგი კურთხეულ,

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და აღდგა ბალამ განთიად და ჰრქუა მთავართა მათ ბალაკისთა: წარვედით უფლისა თქუენისა, რამეთუ არა მიტევებს მე ღმერთი მოსლვად თქუენ თანა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და აღდგეს მთავარნი იგი მოაბისანი და მივიდეს ბალაკისა ჰრქუეს მას: არა უნებს ბალამს მოსლვად ჩუენდა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და შესძინა ბალაკ მივლინებად უმრავლესთა მთავართა და Page of ms. S: 283r   უპატიოსნესთა პირველისა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და მოვიდეს ბალაამისა და ჰრქუეს მას: ამას იტყჳს ბალაკ, ძე სეფორისი: გევედრები შენ, ნუ გცონინ მოსლვად ჩემდა,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რამეთუ პატიოსნად პატივ-გცე შენ და რაჲცა მრქუა, ვყო შენთჳს, და მოვედ და მიწყევე ერი ესე.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
მიუგო ბალამ და ჰრქუა მთავართა მათ ბალაკისთა: მო-ღათუ-მცეს ბალაკ სახლი მისი, სავსე ვეცხლითა და ოქროთა, ვერ ჴელ-მეწიფების გარდასლვად სიტყჳსა უფლისა ღმრთისა[ჲ]სა, ყოფად მცირესა ანუ დიდსა გონებასა შინა ჩემსა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
აწ უკუე დაადგერით თქუენცა ამას ღამესა და ვცნა, რაჲ-ძი შესძინოს უფალმან სიტყუად ჩემდა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და მოვიდა ღმერთი ბალამისა ღამე, ჰრქუა: უკუეთუ ხადიდ შენდა მოსრულ არიან კაცნი ესე, აღდეგ, შყუდეგ მათ, არამედ სიტყუასა რომელსა გეტყოდი შენ, იგი ჰყო.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და აღდგა ბალაამ განთიად და დაასხნა კარაულსა თჳსსა და წარვიდა მივლინებულთა მათ თანა ბალაკისთა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და განრისხნა უფალი გულისწყრომით ბალამისთჳს, რამეთუ წარვიდა იგი. და დაუდგა ანგელოზი ღმრთისაჲ გზასა ზედა დამჴობად მისა. და იგი ჯდა ვირსა თჳსსა და ორნი მონანი მისნი მის თანა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და იხილა ვირმან მან ანგელოზი ღმრთისაჲ წინააღმდგომი გზასა ზედა, და მახჳლი ჴდილი ჴელსა მისსა. Page of ms. S: 283v   და მიაქცია პირმან მან ერთ კერძო გზასა მას და განვიდოდა ველად, და სცა ბალამ ვირსა მას კუერთხითა წარსლვად მისა გზასა მას.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და დადგა ანგელოზი უფლისაჲ ალაგთა მათ ზედა ვენაჴისათა და იყო ყორე ამიერ და მიერ.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და ვითარცა იხილა ვირმან მან ანგელოზი ღმრთისაჲ ალაგთა მათ ზედა, შეუმჭკულო კედელსა და ატკივნა ფერჴი ბალამისი. და შესძინა ცემად მისა ბალამ.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და კუალად შესძინა ანგელოზმან ღმრთისამან და წარვიდა და დაუდგა ადგილსა იწროსა, რომელსა არა იყო მისაქცეველ მარჯულ და მარცხლ.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და ვითარცა იხილა ვირმან მან ანგელოზი იგი ღმრთისაჲ, დაწვა ქუეშე ბალამისა. და განრისხნა ბალამ და სცემდა ვირსა მას კუერთხითა.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და აღაღო ღმერთმან პირი კარაულისა მის და ჰრქუა ბალამს: რაჲ გიყავ შენ, რამეთუ მეც მე ესერა სამგზის?

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ბალამ ვირსა მას: რამეთუ მავნე მე, და თუმცა მაქუნდა მახჳლი ჴელსა ჩემსა, აწვემცა განგგმირე შენ.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ვირმან მან ბალამს: არა მე ვარა კარაული შენი, რომლისა ზედა შჯდი სიჭაბუკით შენითგან ვიდრე დღეინდელად დღედმდე? ნუუკუე შეურაცხებით შეურაცხ-გყავ შენ და ესრეთ სადამე გიყავ? ხოლო მან თქუა: არა

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
Page of ms. S: 284r   და აღუხილნა ღმერთმან თუალნი ბალამს და იხილა ანგელოზი იგი ღმრთისაჲ, წინააღმდგომი მისი გზასა ზედა, და მახჳლი ჴდილი ჴელსა მისსა. და მოდრკა და თაყუანის-სცა პირსა ზედა თჳსსა.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მას ანგელოზმან მან ღმრთისამან: რაჲსათჳს სცემ ვირსა მაგას შენსა ესე მესამედ? აჰა მე გამოსრულ ვარ შესმენად შენდა, რამეთუ არა სათნო არს გზაჲ ეგე შენი ჩემ წინაშე.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
და მიხილა მე ვირმან და მიაქცია ჩემგან ესერა სამგზის, და უკუეთუმცა არა მიაქცია, შენმცა მოგკალ და იგი განვარინე.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ბალამ ანგელოზსა მას უფლისასა: ვცოდე, რამეთუ არა უწყოდი, ვითარმედ შენ ხარ, და შენ წინა-აღმიდეგ წინაშე ჩემსა გზასა ზედა, და აწ თუ არა სათნო არს შენდა გარე-უკუნ-ვიქცე.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
ჰრქუა მას ანგელოზმან ღმრთისამან: წარვედ შენ კაცთა მათ თანა, ხოლო სიტყუაჲ, რომელი გრქუა შენ, იგი დაიმარხო სიტყუად. და წარვიდა ბალამ ბალაკისა.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
და ესმა ბალაკს, რამეთუ მოვალს ბალამ, გამოვიდა მიგებებად მისა ქალაქად მოაბისა. რომელ არს საზღვართა არნონისათა, რომელ არს ერთ კერძო საზღურისა.

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ბალაკ ბალამს: არა მოციქულნი მოვავლინენა შენდა ხადიდ? რაჲსა არა მოხჳდოდი ჩემდა? ნანდჳლ ვერ ძალ-მედვა პატივის-ცემად შენდა?

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
Page of ms. S: 284v   ჰრქუა ბალამ ბალაკს: აჰა ესერა მოსრულ ვარ შენდა. აწ ნუ ჴელ-მეწიფების სიტყუად რაჲმე? უკუეთუ არა მომცეს მე ღმერთმან პირსა ჩემსა, მას [არა] ვიტყოდი.

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
და წარვიდა ბალამ ბალაკის თანა, და მოვიდეს ქალაქსა მას ღელეთასა.

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
და დაწყჳდა ბალაკ ზუარაკები და ცხოვარი.

Verse: 41   Link to mcat Link to sept   
და იყო, განთიად წარიყუანა ბალაკ ბალამი და აღიყვანა იგი ძეგლსა მას ბაალისსა, და უჩუენა მას მიერ რაოდენიმე ზოგი ერისაჲ მის.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.