TITUS
Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK)
Part No. 65
Previous part

Chapter: 20  
თავი XX


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და მოვიდეს ძენი ისრაელისანი _ ყოველი იგი კრებული უდაბნოსა მას სინასასა თთუესა მას პირველსა და დაადგრა ერი იგი კადეს და მოკუდა მუნ მარიამ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და არა იყო მუნ წყალი სმად ერისათჳს, და შეკრბეს მოსეს და აჰრონის ზედა,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და აგინებდეს მოსეს: ...მოთუმცა-მწყდარ ვიყუენით ჩუენ წარწყმედითა ძმათა ჩუენთათა წინაშე უფლისა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და რაჲსათჳს მოვიყუანეთ კრებული ესე უფლისაჲ უდაბნოსა მას? მოწყუედად ჩუეწდა და პირუტყუთა ჩუენთა?

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და აღმო-ვე-რაჲსა-მიყუანენ ჩუენ ეგჳპტით ქუეყანასა ამას ბოროტსა, ადგილსა, რომელსა არა ითესვის, არცა არს ლეღჳ, არცა ვენაჴი, არცა მროწეული, არცა არს წყალი სუმად?

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და შევიდეს მოსე და აჰრონ პირისაგან მის კრებულისა კარვად საწამებელისა და დაცჳვეს იგინი პირსა ზედა თჳსსა, და გამოჩნდა დიდებაჲ უფლისაჲ მათ ზედა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
მიიღეთ კუერთხი ეგე და შეკრიბეთ კრებული ეგე შენ და აჰრონ, და ეტყოდეთ კლდესა მას წინაშე მათსა და მოს\ცეს Page of ms. S: 278v   წყალი, და გამოუდინეთ წყალი კლდისაგან, და სუას კრებულმან მაგან და პირუტყუთა მათთა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და მოიღო მოსე კუერთხი იგი წინაშე უფლისა, ვითარცა უბრძანა მას უფალმან.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და შეკრიბეს კრებული იგი წინაშე კლდისა მის, და ჰრქუა მათ მოსე: ისმინეთ ჩემი, ურჩნო, ნუუკუე ამის კლდისაგან გამოგიდინო თქუენ წყალი?

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და აღიპყრა ჴელი მოსე და სცა კლდესა მას ორგზის კუერთხითა მით, და გამოეცა წყალი ფრიად და სუა კრებულმან მან და საცხოვარმან მათმან.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა უფალმან მოსეს და აჰრონს: რამეთუ არარაჲ გრწმენა წმიდა-ყოფაჲ ჩემი წინაშე ძეთა ისრაელისათა, ამისთჳს არა შეიყუანოთ თქუენ კრებული ესე ქუეყანასა მას, რომელი მივეც მათ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ესე არს წყალი გინებისა, რამეთუ აგინებდეს ძენი ისრაელისანი მოსეს წინაშე უფლისა, და იდიდა მათ ზედა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და წარავლინნა მოსე მოციქულნი კადეთ მეფისა ედომისა და ჰრქუა: ამას იტყჳს ძმაჲ შენი ისრაელი: უწყი ყოველივე რუდუნებაჲ, რომელთა გჳპოვნეს ჩუენ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რამეთუ შთავიდეს მამანი ჩუენნი ეგჳპტეს და ვმწირობდით ჩუენ მუნ დღეთა მრავალთა და ბოროტსა გჳყოფდეს ჩუენ ეგჳპტელნი და მამათა ჩუენთა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და ღაღად-ვყავთ ჩუენ უფლისა მიმართ, და შეისმინა ჴმისა ჩუენისა და მოავლინა ანგელოზი მისი და გამოგჳყუანნა ჩუენ ეგჳპტით. და აწ ვართ ჩუენ კადეს Page of ms. S: 279r   ქალაქსა, ერთ კერძო საზღურისა შენისა[ჲ]თ.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
წარვიდეთ ადგილით შენით, არა განვლოთ ყანით შენით. არცა ვენაჴით, არცა ვსუათ წყალი ჯურღმულთაგან შენთა: გზა სამეუფო წარვლოთ, არა მივაქციოთ მარჯულ. არცა მარცხლ, ვიდრემდე წარვლოთ საზღვარი შენი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მას ედომ: არა განვლო ჩემით, უკუეთუ არა, ბრძოლით განვიდე შემთხუევად შენდა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუეს მას ძეთა ისრაელისათა: მთით კერძო წარვლოთ, უკუეთუ ვსუათ წყალი შენი მე და საცხოვარმან ჩემმან, სასყიდელი მიგცე შენ; არამედ საქმე ესე არარაჲ არს, მთით კერძო წარვიდეთ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ედომ: არა წარვლო ქუეყანით ჩემით. და გამოვიდა ედომ წყობად მათა ერითა ძლიერითა და ჴელითა მტკიცითა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და არა ენება ცემად წარსავალი ისრაელისაჲ საზღვართაგან მისთა, და მიაქცია მისგან ისრაელმან.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და წარვიდეს კადეთ და მოვიდეს ძენი ისრაელისანი ორდ მთად, და ყოველი იგი კრებული.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა უფალმან მოსეს და აჰრონს ორს მთასა, საზღვარსა ქუეყანისა ედომისასა:

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
შეეძინენ აჰრონ ერსა თჳსსა, რამეთუ არა შევიდეს ქუეყანასა მას, რომელი მივეც ძეთა ისრაელისათა, რამეთუ განმარისხეთ მე წყალსა მას ზედა Page of ms. S: 279v   გინებისასა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
წარიყუანენ აჰრონ და ელიაზარ, ძე მისი, და აღიყუანენ იგინი მთად ორდ, წინაშე ყოვლისა კრებულისა ძეთა ისრაელისათა,

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და განსძარცუე აჰრონს სამოსელი მისი და შეჰმოსე იგი ელიაზარს, ძესა მისსა, და აჰრონ შეეძინოს და მოკუდეს მუნ.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და ყო ეგრე მოსე, ვითარცა უბრძანა მას უფალმან. და აღიყუანა იგი[ნი] ორდ, მთასა მას, წინაშე ყოვლისა კრებულისა ძეთა ისრაელისათა,

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და განსძარცუა აჰრონს სამოსელი მისი და შეჰმოსა ელიაზარს, ძესა მისსა; და მოკუდა მუნ აჰრონ თხემსა ზედა მის მთისასა. და გარდამოვიდეს მისსა; და მოკუდა მუნ აჰრონ თხემსა ზედა მის მთისასა. და გარდამოვიდეს მოსე და ელიაზარ მიერ მთით.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და იხილეს ყოველმან კრებულმან, რამეთუ განეტევა აჰრონ, და სტიროდეს ოცდაათ დღე ყოველი სახლი ისრაელისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.