TITUS
Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK)
Part No. 63
Previous part

Chapter: 18  
თავი XVIII


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და ეტყოდა უფალი აჰრონს და ჰრქუა: შენ და ძენი შენნი და სახლი მამისა შენისა შენ თანა მოიღებდეთ ცოდვასა წმიდათასა, და შენ და ძენი შენნი მოიღებდით ცოდვასა მღდელობისა თქუენისასა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ძმანი შენნი, ტომი ლევისი, გუნდი მამისა შენისა, მოიყვანე თავისა შენისა და შეგეძინნედ შენ, და ძენი შენნი შენ თანა Page of ms. S: 274v   წინაშე კარავსა მას წამებისასა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და სცვიდენ საცოსა მას შენსა და საცოსა კარვისა მის საწამებელისასა, გარნა ჭურჭელსა წმიდასა და საკურთხეველსა არა მოუჴდენ, რაჲთა არა მოწყდენ ესენი და თქუენ!

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და შემოგეძინნენ შენ და სცვიდენ საცოსა მას კარვისა საწამებელისასა ყოვლისა მისებრ მსახურებისა კარვისასა. და სხუა ნათესავი არა მოვიდეს შენდა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და სცევდით საცოსა მას წმიდათასა და საცოსა მას საკურთხეველისასა და არღარა იყოს რისხვაჲ ძეთა ზედა ისრაელისათა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მე მოვიყვანენ ძმანი შენნი ლევიტელნი შორის ძეთა ისრაელისათა, მოცემით მოცემულ არიან უფლისა მსახურებად მსახურებასა კარვისა საწამებელისასა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
შენ და ძეთა შენთა შენ თანა დაიმარხეთ მღდელობაჲ თქუენი ყოვლისაებრ წესისა საკურთხეველისა და შინაგან კრეთსაბმელისა და ჰმსახურებდეთ მსახურებასა. მოცემულსა მღდელობისა თქუენისასა, და უცხოთესლი იგი, რომელი შეეხოს, მოკუდეს.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ეტყოდა უფალი აჰრონს და ჰრქუა: აჰა ეგერა მიგეც თქუენ დასაცავი პირველთა ნაყოფთა ჩემთა ყოველთაგან განწმედილთა ჩემდამო ძეთაგან ისრაელისათა, შენ მიგეც იგი სიბერედ და ძეთა Page of ms. S: 275r   შენთა შემდგომად შენსა შჯულად საუკუნოდ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ესე იყოს თქუენდა განწმედილთაგან წმიდათა ნაყოფთაგან, ყოველთა შესაწირავთა მათთა და ყოველთაგან მსხუერპლთა მათთა და ყოვლისაგან ცოდვისა მათისა, რავდენი მომცენ მე ყოველთაგან სიწმიდეთა, შენდა იყოს და ძეთა შენთა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
წმიდათა შინა წმიდათასა შჭამდეთ მას; ყოველმან წულმან ჭამოს იგი, შენ და ძეთა შენთა; წმიდა იყოს ესე შენდა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ესე იყოს თქუენდა ნაყოფად მიცემულთა მათთა: ყოველთაგან დასადებელთა ძეთა შენთა მიგეც იგი და ძეთა შენთა და ასულთა შენთა შემდგომად შენსა შჯულად საუკუნოდ. ყოველი წმიდაჲ სახლსა შენსა შინა ჭამდეს მას.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ყოველივე შესაწირავი ზეთისაჲ და ყოველი შესაწირავი ღჳნისა და შესაწირავი იფქლისა, რაოდენი მოსცენ უფალსა, შენ მიგეც იგი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
პირველი საყოფი ყოველი, რაოდენიცა იყოს ქუეყანასა მათსა, რაოდენი მოართუან უფალსა, შენდა იყოს; ყოველი წმიდაჲ სახლსა შენსა ჭამდეს მას.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ყოველივე შეწირული ძეთა ისრაელისათა შენდა იყოს.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ყოველმან, რომელმან განაღოს საშოჲ ყოვლისაგან ჴორციელისა, რომელი მოართუან უფალსა კაცითგან მიპირუტყუადმდე, შენდა იყოს, არამედ ჴსნით იჴსნე ყოველი პირმშოჲ კაცთა და ყოველი პირმშოჲ პირუტყუთა არაწმიდათა იჴსნე;

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
დაჴსნაჲ მისი: თთჳთგანი და სასყიდელი Page of ms. S: 275v   მისი ხუთი სიკლა სიკლითა მით წმიდითა, ოცი დანგი არს.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
გარნა პირმშოჲ ზროხათაჲ და პირმშო ცხოვართა და თხათა არა იჴსნე, რამეთუ წმიდა არიან, და სისხლი მათი მოაპკურო გარემო საკურთხეველსა სულად სულნელად უფლისა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და ჴორცი იგი იყოს შენდა და მკერდი იგი დასადებელი და მჴარი მარჯუენე შენდა იყოს.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და ყოველი შესაწირავი წმიდათაგანი, რაოდენი შეწირონ ძეთა ისრაელისათა უფლისა, შენ მიგეც იგი და ძეთა შენთა და ასულთა შენთა შენ თანა შჯულად საუკუნოდ, აღნათქუემად მარილისა საუკუნოსა არს წინაშე უფლისა... შემდგომად შენსა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ეტყოდა უფალი აჰრონს: ქუეყანაჲ მათი არა დაიმკჳდრო და ნაწილი არა იყოს შენი მათ შორის, რამეთუ ნაწილი შენი და სამკჳდრებელი შენი შორის ძეთა ისრაელისათა;

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და ძეთა ლევისთა აჰა ეგერა მივეც ყოველი ათეული ძეთა ისრაელისათა[ჲ] ნაწილად მსახურებისა მათისა წილ, რომელსა იგინი ჰმსახურებდენ კარავსა მას წამებისასა;

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და არღარა მოუჴდენ მსახურებად ძენი ისრაელისანი კარავსა მას წამებისასა მიღებად ცოდვისა მაკუდინებელისა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და ჰმსახურებდეს ლევიტელი იგი მსახურებასა მას კარვისა Page of ms. S: 276r   საწამებელისასა და მათ მოიხუნენ ცოდვანი მათნი. შჯულად საუკუნოდ ნათესავსა მათსა: შორის ძეთა ისრაელისათა არა დაიმკჳდრონ სამკჳდრებელი,

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ათეული ძეთა ისრაელისათა, რაოდენი-რაჲ განუჩემონ უფალსა, მივეც ლევიტელთა სამკჳდრებელად. ამისთჳს ვარქუ მათ: შორის ძეთა ისრაელისათა არა დაიმკჳდრონ სამკჳდრებელი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
არქუ შენ ლევიტელთა: უკუეთუ მოიღოთ ძეთაგან ისრაელისათა ათეული, რომელი მიგეც თქუენ მათგან ნაწილად, და აღიღით თქუენცა მისგან შესაწირავი უფლისაჲ -- ათეული ათეულისაგან,

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და შეგერაცხოს თქუენ შესაწირავი იგი თქუენი, ვითარცა იფქლი კალოსაგან და ვითარცა შესაწირავი იგი საწნეხელისაჲ.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
ეგრეთ შესწირით თქუენცა შესაწირავისაგან უფლისა ყოველთაგან ათეულთა თქუენთა, რაოდენი მოიღოთ ძეთაგან ისრაელისათა, და მიეცით მისგანი შესაწირავად უფლისა აჰრონს მღდელსა.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
ყოველთაგან მოცემულთა თქუენთა... ყოველთაგან ნაყოფთა განწმედილთა.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და არქუთ: რაჟამს შესწირვიდეთ პირველ ნაყოფსა, და შეერაცხოს ლევიტელთა მათ, ვითარცა ნაყოფი კალოსა და საწნეხელისა,

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და შჭამდეთ Page of ms. S: 276v   მას ყოველსა ადგილსა თქუენ და სახლეულნი თქუენნი, რამეთუ სასყიდელ თქუენდა იყოს ესე მსახურებათა მათ თქუენთა წილ კარავსა მას წამებისასა,

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და არა მოიღოთ ცოდვაჲ მისთჳს, ოდეს შესწიროდით პირველი ნაყოფი მისგან; და სიწმიდე იგი ძეთა ისრაელისათა არა შეაგინოთ, რაჲთა არა მოსწყდეთ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.