TITUS
Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK)
Part No. 62
Previous part

Chapter: 17  
თავი XVII


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და ჰრქუა უფალმან მოსეს

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ელიაზარს მღდელსა: აღკრიბეთ საცეცხურები ეგე რვალისა შორის დამწუართა მაგათ და ცეცხლი ესე უცხო მოაბნიეთ მუნ, რამეთუ განწმიდნეს

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
საცეცხურნი ესე ამათ ცოდვილთანი სულითა მათითა და შექმნენ ეგენი პეპელად ჭედილად, გარემოსადებელად საკურთხეველისა, რამეთუ მოიხუნეს წინაშე უფლისა და განწ'მიდნეს; და იქმნეს ესე სასწაულად ძეთა ისრაელისათა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და მოიხუნა ელეაზარ მღდელმან, ძემან აჰრონისმან, საცეცხურნი იგი რვალისანი, რაოდენ[ნ]ი-იგი მოიხუნეს დამწუართა მათ და მოსდვეს გარეშესადებელად საკურთხეველსა

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
საჴსენებელად ძეთა ისრაელისათა, რაჲთა არავინ მოუჴდეს უცხოთესლი, რომელი არა იყოს ნათესავისაგან არონისა, დასხმად საკუმევლისა წინაშე უფლისა, რაჲთა არა იყოს, ვითარცა კორე და კრებული მისი, ვითარცა იტყოდა უფალი ჴელითა მოსესითა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და დრტჳნვიდეს ძენი ისრაელისანი ხვალისა დღე მოსესა და აჰრონისა მიმართ და იტყოდეს: თქუენ Page of ms. S: 273r   მოსართ ყოველი ესე ერი უფლისაჲ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და იყო, ვითარცა მოიქცა კრებული იგი მოსეს ზედა და აჰრონისა და მოიმართეს კარვად საწამებელისა, მეყსეულად დაფარა ღრუბელმან კარავი იგი და გამოჩნდა დიდებაჲ უფლისაჲ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
დადგეს მოსე და აჰრონ... კარვისა მის საწამებელისა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
გამოეშორენით შორის კრებულისა მაგის და აღვჴოცნე ეეგენი ერთბამად. და დაცჳვეს პირსა ზედა მათსა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მოსე აჰრონს: მოიღე სასაკუმევლე და დაასხ მას ცეცხლი საკურთხეველისაგან და დადევ მას ზედა საკუმეველი და მიიღე ადრე ბანაკად და ლხინება ყავ მათთჳს, რამეთუ გამოჴდა რისხვაჲ უფლისაჲ და უწყიეს მოსრვად ერისა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და მოიღო აჰრონ სასაკუმეველე, ვითარცა-იგი ჰრქუა მას მოსე, და მირბიოდა ბანაკად და ეწყო მოსრვად ერისაჲ და დაასხა საკუმეველი და ლხინება ყო ერისა მისთჳს.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და დადგა შორის მომწყდართა მათ და შორის ცხოველთა და დასცხრა რისხვაჲ იგი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და იყვნეს მომწყდარნი იგი მოსრვასა მისგან ათოთხმეტ ათას და შჳდას, თჳნიერ მომწყდართა მათ კორესთანათა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და მოიქცა აჰრონ Page of ms. S: 273v   მოსესა კარად კარვისა მის საწამებელისა და დასცხრა მოსრვაჲ იგი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ეტყოდე შენ ძეთა ისრაელისათა და მოიღე მათთჳს კუერთხები სახლად-სახლად მამათა მათთა, ყოველთაგან მთავართა მათთა ათორმეტი კუერთხი და კაცად-კაცადისა გამოწერე სახელი კუერთხსა მისსა,

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და სახელი აჰრონისი გამოწერე კუერთხსა მისსა, რამეთუ არს, კუერთხი ერთი ტომადტომად მამათა მათთა მოსცედ,

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და დასხი იგი კარავსა საწამებელისასა, ვინა-იგი გამოგეცხადო შენ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და იყოს, კაცი, რომელი გამოვირჩიო მე, კუერთხი იგი მისი განედლდეს, და მოუსპო დრტჳნვაჲ ძეთა ისრაელისათა ჩემგან, რომელსა-იგი დრტჳნვენ თქუენთჳს.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და ეტყოდა მოსე ძეთა ისრაელისათა და მოსცეს ყოველთა მათ მთავართა კუერთხები: ...მთავრად-მთავრად და სახლად- სახლად მამათა მათთა ათორმეტი კუერთხი, დია იყო კუერთხი აჰრონისი შორის კუერთხებსა მათსა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და დასხა მოსე კუერთხები იგი წინაშე უფლისა კარავსა მას შინა საწამებელისასა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და ხვალისაგან შევიდეს მოსე და აჰრონ კარვად საწამებელისა, და აჰა ესერა კუერთხი აჰრონისი Page of ms. S: 274r   განედლებულ იყო სახლსა ზედა ლევისსა: და მოეღო ფურცელი და გამოეღო ყუავილი და გამოსცა ნიგოზი.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და გამოიღო მოსე ყოველი იგი კუერთხები პირისაგან უფლისა წინაშე ყოვლისა კრებულისა ისრაელისა. და იხილეს და მოიღო კაცადკაცადმან კუერთხი თჳსი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა უფალმან მოსეს: დადევ კუერთხი ეგე აჰრონისი წინაშე საწამებელისა დასამარხველად, სასწაულად ძეთა მაგათთჳს ურჩთასა, და დასცხერინ დრტჳნვაჲ მაგათი ჩემგან და არა მოსწყდენ.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და ყვეს ეგრე მოსე და აჰრონ, ვითარცა ამცნო მათ უფალმან.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და ეტყოდეს ძენი ისრაელისანი მოსეს და ჰრქუეს: აჰა ესერა აღვიჴოცენით, წარვწყმდით, აღვესრულენით.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
ყოველი, რომელი შეეხების კარავსა მას საწამებელისა უფლისასა, მოკუდეს. ნუუკუე სრულიად მოვსწყდეთ ჩუენ?



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.