TITUS
Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK)
Part No. 54
Previous part

Chapter: 8  
თავი VIII


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ეტყოდე შენ აჰრონს და არქუ: რაჟამს დასდგმიდე შენ სანთელთა მათ ერთ კერძო, წინაშე პირსა სანთელთასა, ნათობდენ შჳდნივე იგი სანთელნი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ყო აჰრონ ეგრეთ: Page of ms. S: 261r   ერთ კერძოსა ადგილსა, წინაშე პირსა სასანთლეთასა, აღანთნა სანთელნი მისნი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ესე არს აღმზადებაჲ სანთელთა: მყარი ოქროჲ, ჴერი მისი და შროშანი მისი მყარი ყოვლად; ხატისა მისებრ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ესრეთ ქმნა სასანთლე იგი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მოიყუანენ ლევიტელნი იგი შორის ძეთაგან ისრაელისათა და განწმიდენ იგინი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ესრეთ ჰყო განწმედა იგი მათი: აპკურო მათ წყალი იგი განწმედისაჲ და მოვიდეს მახჳლი ყოველთა ასოთა მათთა და განირცხენ სამოსელი მათი და წმიდა იყვნენ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და მოიბან ჴბო ერთი ზროხათაგან და შესაწირავი სამინდო, შექმნული ზეთითა, და ზუარაკი ერთი წელიწადეული ცოდვისათჳს.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და მოიყვანნე ლევიტელნი იგი წინაშე კარვისა მის საწამებელისა და შეჰკრიბო ყოველი კრებული ძეთა ისრაელისათა,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მოიყვანნე ლევიტელნი იგი წინაშე უფლისა და დასხნენ ჴელნი ძეთა ისრაელისათაჲ ლევიტელთა მათ ზედა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და განაჩინნეს აჰრონ ლევიტელნი იგი მიცემულად წინაშე უფლისა ძეთაგან ისრაელისათა, და იყვნენ იგინი მოქმედ საქმესა კარისა უფლისაჲსა,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
Page of ms. S: 261v   ხოლო ლევიტელთა მათ დაასხნენ ჴელნი მათნი თავთა ზედა მათ ზუარაკთასა; და ჰყო ერთი იგი ცოდვისათჳს და ერთი იგი საკუერთხად უფლისა, სალხინებელად მათთჳს,

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და დაადგინნე ლევიტელნი იგი წინაშე უფლისა და წინაშე აჰრონისა და წინაშე ძეთა მისთა, და მისცნე იგინი მიცემულად წინაშე უფლისა,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და განაჩინნე ლევიტელნი შორის ძეთაგან ისრაელისათა და იყვნენ ჩემდად.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ამისა შემდგომად შევიდენ ლევიტელნი იგინი საქმედ საქმესა მას კარვისა წამებისასა, და განსწმიდნე იგინი და მისცნე მიცემად წინაშე უფლისა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მოსაცემელად მოცემულ არიან იგინი ჩემდა შორის ძეთაგან ისრაელისათა: მათ წილ, რომელთა განაღონ საშოდ ძეთა ისრაელისათაჲ, მოვიყვანენ იგინი ჩემდა,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ჩემი არს ყოველი პირმშოჲ ძეთა ისრაელისათა კაცითგან მიპირუტყუადმდე; დღესა მას, რომელსა მოვსარ ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა, წმიდა ვყვენ იგინი ჩემდა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და მოვიყვანენ ლევიტელნი ყოვლისა წილ პირმშოსა ისრაელისა

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და მივსცენ იგინი მისაცემელად მიცემულ აჰრონს და ძეთა მისთა შორის ძეთაგან ისრაელისათა საქმედ საქმესა ძეთა ისრაელისათაჲსა კარავსა წამებისასა ლხინებად Page of ms. S: 262r   ძეთა ისრაელისათა, და არავინ იყოს შორის ძეთა ისრაელისათა, რომელი შეეახლებოდის სიწმიდესა მას.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ყვეს მოსე და აჰრონ და ყოველმან კრებულმან ძეთა ისრაელისათამან ლევიტელთა მიმართ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს ლევიტელთათჳს.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და განწმიდნეს ლევიტელნი იგი და განირცხეს სამოსელი მათი, და მისცნა იგინი აჰრონ მიცემულად წინაშე უფლისა, და ლხინება ყო მათთჳს და განწმიდნა იგინი.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ამისა შემდგომად შევიდეს ლევიტელნი იგი მსახურებად მსახურებასა თჳსსა კარავსა მას წამებისასა წინაშე აჰრონისა და წინაშე ძეთა მისთა. ვითრცა უბრძანა უფალმან მოსეს ლევიტელთათჳს, ეგრეთ ყვეს.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ესე არს ლევიტელთათჳს: ოცდახუთისა წლისათგანი და უზეშთაესი შევიდენ მსახურებად კარავსა მას წამებისასა,

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და ერგასის წლითგან გამოდგენ მსახურებისაგან და არღარა იქმოდიან მერმე.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და ჰმსახურებდეს ძმაჲ მისი კარავსა მას წამებისასა დაცვად საცავსა მას, ხოლო საქმით არა იქმოდის; ესრეთ უყო ლევიტელთა მათ საცოსა მათსა ზედა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.