TITUS
Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK)
Part No. 49
Previous part

Chapter: 3  
თავი III


Verse: 1   Link to mcat Link to sept   ესე შობაჲ აჰრონისი და მოსესი დღესა მას, რომელსა ეტყოდა უფალი მოსეს მთასა ზედა სინასა,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ესე სახელნი ძეთა აჰრონისთანი: პირმშოჲ ნადაბ და აბიუდ და ელიაზარ და ითამარ,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ესე სახელნი Page of ms. S: 245r   ძეთა აჰრონისთანი, მღდელნი ცხებულნი, რომელთანი სრულ იყვნეს ჴელნი მათნი მღდელად.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და მოკუდეს ნადაბ და აბიუდ წინაშე უფლისა, რამეთუ შესწირვიდეს იგინი ცეცხლსა უცხოსა წინაშე უფლისა უდაბნოსა სინას, და შვილი არა ესუა მათ, და მღდელობდეს ელიაზარ და ითამარ აჰრონის თანა, მამისა მათისა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მოიყვანენ ნათესავნი ლევისნი, დაადგინენ იგინი წინაშე აჰრონ მლდელისა და ჰმსახურებდენ მას

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და დაიცვენ საჴუმილავი მისი და საჴუმილავი ძეთა ისრაელისათა წინაშე კარავსა წამებისასა საქმედ საქმესა კარვისასა,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და დაიცვენ ყოველი ჭურჭელი კარვისაჲ წამებისა, დაიცვენ საჴუმილავი ძეთა ისრაელისათა და ყოველი საქმე კარვისა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და მისცნე ლევიტელნი აჰრონს, ძმასა შენსა და ძეთა მისთა მღდელთა; მოცემით მოცემულ არიან ესენი ჩემდა ძეთაგან ისრაელისათა;

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და აჰრონ და ძენი მისნი დაადგინნე წინაშე კარავსა წამებისასა და დაიცვენ მღდელობაჲ მათი და ყოველი ჭურჭ\ელი Page of ms. S: 245v   საკურთხეველისა და შინაგან კრეთსაბმელსა; და სხუაჲ ნათესავი, რომელი შეეხოს, მოკუდეს.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე მოვიყვანნე ლევიტელნი შორის ძეთა ისრაელისათა ყოველთა წილ პირმშოთა. რომელმან განაღოს საშო ძეთაგან ისრაელისათა, საჴსრად მათა იყუნენ და იყუნენ ჩემდად ლევიტელნი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ჩემი არს ყოველი პირმშო; დღესა მას, რომელსა მოვსარ ყოველი პირმშო ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, განმწმიდენ ჩემდა ყოველნი პირმშონი ისრაელისანი კაცითგან მიპირუტყუადმდე, ჩემდად იყვნედ, მე ვარ უფალი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ეტყოდა ღმერთი მოსეს სინას და ჰრქუა:

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
აღიხილენ ძენი ლევისნი სახლად-სახლად მამათა მათთა და ტომად-ტომადი მათი და ნათესავად-ნათესავადი მათი: ყოველი წული, თთჳთგანი და უზეშთაესი, აღრაცხენ იგინი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ხოლო აღრაცხნეს იგინი მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და იყვნეს ესე ძენი ლევისნი და სახელები მათი: გეთსონ, Page of ms. S: 246r   კაათ, მერარი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და ესე სახელები ძეთა გეთსონისთა და ტომთა მათთა: ლუბენი და სჳმეი.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და ძენი კაათისნი და ტომნი მათნი: აბრამ და ისარ, ქებრონ და ოზიელ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ძენი მერარისნი და ტომნი მათნი: მოოლი და უმუსი. ესე არიან ტომნი ლევიტელთანი და სახლი მამისა მათისა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
გეთსონისი... და ტომნი სემეისნი _ ესე ტომნი გეთსონისნი.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
აღხილვაჲ იგი მათი და რიცხჳ ყოვლისა წულისაჲ, თთჳთგან და უზეშთაესი, შჳდ ათას და ხუთას.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და ძეთა გეთსონისთა დაიბანაკონ შემდგომად კარვისა ზღჳთ კერძო,

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და მთავარი ტომისა მის გეთსონისი ელისაფან, ძე დანიელისი

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და ჴუმილვაჲ იგი ძეთა გეთსონისთაჲ კარვისა მის წამებისა, კარავი და საბურველი მისი და სახურველი კარვისა მის წამებისა,

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და სუეტნი ეზოჲსანი და კრეთსაბმელი ბჭეთა ეზოსათა, რომელი არს კარვისა და ნეშტი ყოველი სამსახურებელი მისი.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
კაათისი: ტომი ამბრამისი ერთ, Page of ms. S: 246v   ისაარისი ერთ, ტომი ქებრონისი ერთ, ტომი უზიელისი ერთ -- ესე არიან ტომნი კაათისნი.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და რიცხჳ ყოვლისა წულისაჲ, თთჳთგან და უაღრესი, რვა ათას და ათას, ჴმილვიდეს ჴმილვასა წმიდათასა.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და ტომთა ძეთა კაათისთა დაიბანაკონ გუერდით კარვისა, ჩრდილოთ,

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და მთავარი სახლისა მის და ტომისა კაათისი ელისაფან, ძე ოზიელისი.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და ჴუმილვა იგი მათი: კიდობნისა და ტაბლისა და სანთელთა და საკურთხევლისა და ჭურჭელთა წმიდათა, რაოდენითაცა ჰმსახურებდენ, და სახურველი და ყოველი სამსახურებელი მისი.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და მთავარი მთავართა მათ ზედა ლევიტელთა ელიაზარ, ძე აჰრონისი მღდელისა, დადგინებული ჴმილვად.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
მერარისი: ტომი მოოლოსი და ტომი ომოსისი -- ესე არიან ტომნი მერარისნი.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
აღხილვაჲ იგი მათი და რიცხჳ მათი ყოველი წული, თთჳთგანი და უზეშთაესი, ექუს ათას Page of ms. S: 247r   და ხუთას.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
და მთავარი სახლისა მის მამათასა, ტომისა მერარისი, სუმიელ, ძე აბიქეასი, გუერდით კარავსა მას დაიბანაკონ ჩრდილოთ.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
მსახურებაჲ იგი ძეთა მერარისთა: სუეტისთავთა კარვისათა და მოქლონთა მისთა,

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
და სუეტთა ეზოთა გარემო და ხარისხთა მათთა, მანათა და საბელთა მათთა.

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
და რომელთა დაიბანაკონ წინაშე პირსა კარვისა წამებისასა აღმოსავალით, მოსე და აჰრონ და ძენი მისნი ჴუმილვიდენ ჴუმილვასა მათსა საჴუმილავსა მას ძეთა ისრაელისათასა; და სხუაჲ ნათესავი, რომელი შეეხოს, მოკუდეს.

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
ყოველი აღხილვა ლევიტელთა, ვითარ აღიხილნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისაითა ტომითურთ მათით, ყოველი წული, თთჳთგანი და უფროსით, ოცდაორ ათას.

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: აღიხილე ყოველი პირმშოჲ წული ძეთა ისრაელისათაჲ, თთჳთგან და უფროსით, და მოიღე რიცხჳ მათი სა\ხელით. Page of ms. S: 247v  

Verse: 41   Link to mcat Link to sept   
და მოიყვანნე ლევიტელნი ჩემდა, მე ვარ უფალი, ყოველთა წილ პირმშოთა ძეთა ისრაელისათა, და პირუტყუნი ლევიტე ლთანი -- ყოვლისა ისრაელისანი.

Verse: 42   Link to mcat Link to sept   
და აღიხილნა მოსე, ვითარცა უბრძანა მას უფალმან, ყოველი პირმშო ძეთა ისრაელისათა.

Verse: 43   Link to mcat Link to sept   
და იყო ყოველი წული რიცხჳსაებრ და სახელები რიცხჳსაებრ და სახელებისა მათისა, თთჳთგანი და უზეშთაესი, ოც ათას და ორასსამეოცდაათცამეტ.

Verse: 44   Link to mcat Link to sept   
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 45   Link to mcat Link to sept   
მოიყვანენ ლევიტელნი ყოველთა წილ პირმშოთა ძეთა ისრაელისათა და საცხოვარი ლევიტელთა საცხოვართა წილ, და იყვნედ ჩემდა ლევიტელნი იგი, მე ვარ უფალი.

Verse: 46   Link to mcat Link to sept   
და საჴსარი იგი ორასსამეოცდაათცამეტისაჲ, რომელიგი ემატნენ ძეთა ლევიტელთა პირმშოთაგან ძეთა ისრაელისათა,

Verse: 47   Link to mcat Link to sept   
და მოიღო ხუთი სასწორი თავად-თავად მსგავსად სასწორისა მის წმიდისა და მოიღო ოცი დანგი სასწორისა მის,

Verse: 48   Link to mcat Link to sept   
და მისცე Page of ms. S: 248r   ვეცხლი იგი აჰრონს და ძეთა მისთა საჴსარი უმეტესთა მათ მათ შორის.

Verse: 49   Link to mcat Link to sept   
და მოიღო მოსე ვეცხლი იგი საჴსარი უმეტესთა მათ საჴსრად ლევიტელთა,

Verse: 50   Link to mcat Link to sept   
პირმშოთა მათგან ძეთა ისრაელისათა მოიღო ვეცხლი იგი ათასსამასსამეოცდახუთი სასწორი სასწორისაებრ წმიდისა,

Verse: 51   Link to mcat Link to sept   
და მისცა მოსე საჴსარი იგი უმეტესთა მათ აჰრონს და ძეთა მისთა სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.