TITUS
Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK)
Part No. 36
Previous part

Chapter: 36 
თავი XXXVI


Verse: 1  Link to oskijerLink to mcatLink to sept   წარმოდგეს მუნთქუესვე ბესელელ და ელიაბ და ყოველნი ბრძენნი იგი გონებითა მათითა, რომელთა მოეცა სიბრძნე იგი მეცნიერებად საქმედ აღსრულებად ყოველივე საქმე იგი წირვისა მის, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან.

Verse: 2  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და მოუწოდა მოსე ბესელეელს და ელიაბს და ყოველთა მათ, რომელთა მისცა გულისჴმის-ყოფა იგი მეცნიერებისა ღმერთმან, სწავლულება გულსა მათსა ნეფსით გონებითა მით ჴელოვნებითა მეცნიერებისათა წინამძღუარ ყოფად საქმისა ამის და აღსრულებად ყოვლისა, ვითარცა უბრძანა მათ.

Verse: 3  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და მიიღო მოსე ყოველი იგი შესაწირველი, რომელ მოართუეს მას ძეთა მათ ისრაელისათა, რომელი-იგი შევიდოდა საქმესა მას სიწმიდისასა და დადგეს იგინი, მოიღებდეს შემოსაწირავსა მას მათგან დიად-დიად.

Verse: 4  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და მოვიდიან ბრძენნი იგი ჴელოვანთმოძღუარნი, თითოეულად თჳსსა მას საქმესა ზედა დაადგიან, ვითარცა განეჩემა მათ.

Verse: 5  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
მიუჴდეს ჴელოვანთმოძღუარნი იგი და ჰრქუეს მოსეს ვითარმედ. ჯეკმა ზედას-ზედა მოაქუს ერსა ამას და გარდაერევის ნივთი ესე საქმესა ამას წირვისასა.

Verse: 6  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
მას ჟამსა უბრძანა ქადაგისა დადგინებად და ქადაგებად ბანაკსა მას და თქუა: მამაკაცსა და დედაკაცსაჴსნილად მოგაქუნდა საჴმრად ნივთი იგი კარვისა მის სიწმიდისა, ამიერითგან კმაყუედ. ღააყენეს ერსა მას მერმე მოდებად ნივთისა მის,

Verse: 7  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
რამეთუ კმა-ეყო მზა იგი ნივთი კარვისა მის, საქმე იგი წარემართებოდა და ნივთი იგი გარდაერეოდა.

Verse: 8  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და იწყეს საქმედ კუართებისა სიბრძნითა მით სიჴელოვნისა მის თჳსისათა სიწმიდედ მღდელობისა მის აჰრონისა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

Verse: 9  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და იქმნეს ვაკასი იგი და ნიშანი იგი ბეჭთანი ოქროსა მის ქუელისაგან, ცისსხეულითა მით, ძოწეულითა და მეწამულითა სთულითა. და ზეეზისა მის ნივთითა.

Verse: 10  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და გამოქმნნეს ფიცარნი ოქროსანი, და გამოხევდეს სხეპლად-სხეპლად და სთვიდეს ოქროსა მას და შეაქსოებდეს ცისსხეულსა მას, და ძოწეულსა მას, და მეწამულსა მას და ზეეზისა ნივთსა მას, საქმე იგი ქსელისა ჴელოვნებისა მის ჭრელისა ოქრო-ქსოვილითა მით საქმითა.

Verse: 11  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და მას ზედა ნიშნი იგი ბეჭთანი და მას შეძერწვით იქმოდეს ურთიერთას გარემო მკერდსა მას და ბეჭთა.

Verse: 12  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
საქმე იგი ჭრელებისა ოქროქსოილად ჭრელად ანთრაკოვანად ქმნული თულებითა მით პატიოსნითა და აღაგებდ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

Verse: 13  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
დააგნეს მას ორნივე იგი თუალნი პატიოსანნი: სმარაგდინონი იგი გამოლესულნი, გამოგებულნი, განდგმულნი და გარე-მობურვილნი ოქროთა მით ქველითა, გამოწერილნი, გამოქანდაკებულნი წერილი სახელებისა მის ძეთა მათ ისრაელისათა.

Verse: 14  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და დააგნეს თუალნი იგი პატიოსანნი ვაკასსა მას ზედა ბეჭთა მათ სამკაულად საჴსენებელად ძეთა მათ ისრაელისათა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

Verse: 15  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ქმნეს ფიცარი იგი სასჯელისა და ბირთჳ ქუეშე ფიცარსა მას საქმე ჴელოვნებისა ჭრელისა მსგავსად საქმისა მის ბეჭთა მათ შეშათასა ნივთული ოქროსა მის ქველისა, ცისსხეულისა და ძოწეულისა მის მეწამულისა.

Verse: 16  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
სივრცე მისი ორკეც ოთხ კედელ.

Verse: 17  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და განუგდეს მას ანთრაკები იგი ქსოვით და მისგან გამოარჩიეს ოთხი ჯერი ანთრაკოვანი, თითო იგი ჯერი სამ-სამ ჯერითა ანთრაკთა მათგან თუალებისა მისგან პატიოსანისა. პირველი იგი ჯერი _ ზმარაკდინონი იგი, სარდიონი, ტპაზიონი.

Verse: 18  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
მეორე იგი ჯერი _ კარქიდონი იგი. და საფირონი და იასპინი.

Verse: 19  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და მესამე იგი ჯერი _ სპეტაკი იგი, და ამეთჳსტონი და აქატი.

Verse: 20  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
მეოთხე იგი ჯერი _ ბივრილი იგი გომილის ფერი და ზარდენი მობურვილი ოქროთა და ურთიერთას განდგმული.

Verse: 21  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და იყო ანთრაკები იგი მსგავსად სახელებისა მის ძეთა მათ ისრაელისათა, ათორმეტი სახელები იგი მათი, სახელები იგი ათორმეტთა მათ ნათესავთა ძეთა მათ ისრაელისათა.

Verse: 22  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და აქმნეს ფიცარსა მას საშჯელისასა შარავანდი ოქროქსოილისა მის, საქმე იგი უეჭუელად აღტევებულად.

Verse: 23  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ქმნნეს ორნი იგი ფიცარნი ოქროსა მის ქველისანი და გრკალნი იგი მათნი ორნივე ოქროსანი.

Verse: 24  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და დაადგნეს ორნივე იგი გრკალნი ოქროსანი ორკერძოთავე მათ მის ფიცრისათა, და უქმნნეს საბელნი ორკერძოთავე მათ ფიცარსა მას, და შარავანდნი იგი ორნივე შეაბნეს ბეჭთა მათ ზედა ნიშთასა.

Verse: 25  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და შეამტკიცნეს ფიცარნი იგი პირისპირ ზედა ნიშთა მათ ბეჭთასა.

Verse: 26  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ქმნნეს გრკალნი იგი ოქროსანი და დააგნეს ორკერძოთავე მათ ფრთეთა მის ფიცრისათა და ერთკერძო ბეჭთა მათ ნიშთასა, და შინაგან გრკალითა მით შეამტკიცეს.

Verse: 27  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ქმნნეს ორ გრკალ ოქროსა ორთავე მათ ბეჭთა ნიშთასა, რათა აღიმართოს შინაგანი ფიცარი ბეჭთა მათ ნიშთა გრკალთა მათ ფიცრისა და გრკალთა მათ ბეჭთა თჳსთასა.

Verse: 28  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და შეამტკიცა ძოწეულითა მით ოქროქსოვილითა საბლითა, რათა არა ფიცარი იგი მკრდისა დამოკიდებულად ჩნდეს ბეჭთა მათგან ნიშთასა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

Verse: 29  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და შექმნნეს ქუემეჯაკნი იგი საქმე ჭრელებული, საქმე ყუავილ-გარდაფენილი ცისსხეულისა ნივთითა.

Verse: 30  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და გურაპანი იგი მრგუალი მუნვე გამოქსოითი და გარემო მისსა სხმულედად მოქმნული, რათა მტკიცედ დგეს გურაპანი იგი განუჴსნელად.

Verse: 31  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ქმნეს ქუეწარ მის ქუმეჯაკისა გარემო საულველსა მას ყუავილ-გარდაფენილად მროწეულისა ყუავილისა სახედ ძოწეულითა მით, და ცისსხეულითა, მეწამულისა სთულითა მითდაზეეზისა ნივთითა.

Verse: 32  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ქმნეს ეჟუნებ* ოქროსა და ბირთუები მროწლის სახედ განურიეს საოლველსა მას მათ ქუმეჯაკთასა გარემო მისა შოვრის საბელსა მას ბირთუებსა.

Verse: 33  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
თითო იგი ეჭუანი ოქროსა და თითო ბირთჳ მროწლის სახე განრეულ ურთიერთსა მათ ქუმეჯაკთასა სანოვაგედ სამსახურებელად, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

Verse: 34  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და უქმნეს კუართები იგი ზეეზისა საქმე ქსელისაჲ აჰრონს და ძეთა მისთა.

Verse: 35  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და შეუქმნნეს ხჳრნი იგი ლესულნი ზეეზისა მის ნივთითა და უქმნნეს ვარჯის სადგმელ ცისსხეულისა ნივთითა.

Verse: 36  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და უქმნეს როპანაკები ზეეზისაგანი ნივთისა და უქმნეს ზოსტრები იგი ლესულები ცისსხეულებითა, ძოწეულითა, მეწამულითა და ზეეზისა ნივთითა საქმე ჭრელისა, საქმე ყუავილის სახე, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

Verse: 37  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ქმნეს გჳრგჳნი იგი შესაწირავთა მათ სიწმიდისა ოქროსათა და გამოწერეს მას ზედა წიგნი გამოქანდაკებული, წერილი ბეჭედი სიწმიდისა უფლისა.

Verse: 38  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და დადგეს საოლველსა მას ხჳრი, რათა დგეს ვარჯის სადგმელსა მის შუბლსა ზედა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.