TITUS
Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK)
Part No. 34
Previous part

Chapter: 34 
თავი XXXIV


Verse: 1  Link to oskijerLink to mcatLink to sept   და თქუა უფალმან მოსეს მიმართ: გამოთალენ თავისა შენისა მიმართ ორნი ფიცარნი ქვისანი, ვითარ-იგი პირველნი, და აღმოვედ ჩემდა მთად, და დავწერნე ფიცართა ზედა სიტყუანი, რომელნი იყვნეს ფიცართა ზედა პირველთა, რომელნი შემუსრენ.

Verse: 2  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და იქმენ მზა განთიად, და აღმოვედ განთიად მთად სინად და დგე მუნ წუერსა ზედა მთისასა.

Verse: 3  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ნუვინ აღმოვალს შენდა და ნუვინ იხილვების ყოველსა შინა მთასა. ცხოვარნი და ზროხანი ნუ ძოენ მახლობელად მის მთისა.

Verse: 4  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და გამოთალნა ორნი ფიცარნი ქვისანი, ვითარ-იგი პირველნი. და აღმმსთობელი მოსე განთიად აღვიდა მთად სინად, ვითარცა უბრძანა მას უფალმან. და მიიხუნა მოსე თავისა თჳსისა თანა ორნი ფიცარნი ქვისანი.

Verse: 5  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და გარდამოვიდა უფალი ღრუბლით; და წარმოუდგა მას მუნ და უწოდა სახელითა უფლისა{თა.}

Verse: 6  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
{და წარვლო უფალმან წინა პირსა მისსა და იტყოდა: უფალი ღმერთი მოწყალე და მწყალობელი, სულგრძელი და მრავალმოწყალე. და ჭეშმარიტი.}

Verse: 7  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
{და სიმართლისა მმარხველი და მოქმედი წყალობისა ათასამდე, მომსპობელი ცოდვათა და უსამართლოებათა და უსჯულოებათა, და არაგანმწმედელი თანა-ნადებისა, რომელმან მოჰჴადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილიშვილთა ზედა, მესამესა ზედა და მეოთხესა ნათესავსა.}

Verse: 8  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
{და ისწრაფა მოსე, დადრკა პირსა ზედა ქუეყანისასა, თაყუანის-სცა,}

Verse: 9  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
{და თქუა: მიპოვნიეს თუ მადლი წინაშე შენსა, მიძღოდის უფალი ჩუენი წინაშე ჩუენსა, რამეთუ ერი ესე გულფიცხელ და ქედფიცხელ არს; და შენ მოსპენ უსჯულოებანი ესე და ცოდვანი ჩუენნი და მომიგენ ჩუენ შენდა.}

Verse: 10  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: აჰა ეგერა, მე დავსდებ შენ თანა აღთქმასა ერთსა: წინაშე ყოველი მაგის ერისა შენისა ვყო მე სასწაულები განსაკჳრვებელი, რომელ არა ყოფილ არს რათურთით ყოველსა ქუეყანასა ზედა და ზედა ყოველსა ნათესავებსა; და იხილოს ყოველმან ერმან მაგან, რომელსა-ეგე შენ ხარ, საქმენი იგი უფლისანი, რომელ რა ვქმნნე, რამეთუ საკჳრველ არნ.

Verse: 11  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ეკრძალე შენ ყოველთა, რასა-ესე მე გამცნებ შენ დღეს. აჰა ეგერა, მე განვასხამ პირისაგან თქუენისა ამორეველსა, ქანანელსა მას, ქეტელსა, ეველსა, და ებოსელსა და ფერეზელსა, გერგესეველსა მას.

Verse: 12  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ეკრძალე თავსა შენსა. ნუსადა აღერიო მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელსა-იგი შეხჳდოდი შენ მათა და იყოს იგი შენდა საბრკუმელ.

Verse: 13  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ბაგინებნი იგი მათნი დაამჴუენ, ძეგლები იგი მათი დამუსრე, მაღნარები იგი მათი აკაფე და ხატები იგი კერპებისა მის მათისა შეჰმუსრე და ცეცხლითა დაწჳ.

Verse: 14  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ნუ თაყუანის-სცემ უცხოსა მას ღმერთსა, რამეთუ უფალი ღმერთი სახელად საშურელ არს. ღმერთი მოშურნე არს.

Verse: 15  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ნუსადა აღთქუმა აღუთქუა, ნაძლევსა დასდებდე უცხოთა მათ თანა მის ქუეყანისათა, ნუუკუე ისიძონ კუალსა მას კერპთა მათთასა და უზორვიდენ კერპთა მათთა, და მიგხადონ შენ ზორვილთა მათ მოგონებისა მათისათა და აღითქუმიდე შენ მათ თანა.

Verse: 16  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ნუსადა მოიყვანო ასულთა მათთაგანი ცოლად ძეთა მათ შენთა და ასულთა მათ შენთაგანსა მისცემდე ძეთა მათ მათთა, და ისიძვიდენ ასულნი იგი შენნი კუალსა მას კერპთა მათთასა.

Verse: 17  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
კერპთა გამოქანდაკებულთა ნუ იქმნ თავისა შენისა.

Verse: 18  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ზატიკი იგი ბალარჯობათა დამარხვით დაიმარხე. შჳდ დღე უფოველსა სჭამდე, ვითარცა გამცენ შენ ჟამსა მას თთჳსა ვარდობისასა, რამეთუ თთუესა მას ყუავილობისასა გამოხუედ შენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა.

Verse: 19  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ყოველმან რომელმან განუჴსნნეს საშო დედისა თჳსისა წულმან ყრმამან, იგი ჩემდა შემოსწირო.

Verse: 20  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
პირმშო იგი ზროხისა და პირმშო იგი ცხოვრისა და პირმშო იგი ვერძთა მოიჴსენე ცხოვრითა. უკუეთუ არა მოიჴსენე იგი, სასყიდელი მისი გამოსცე. ყოველი პირმშო ძეთა შენთა ჴსნით მოიჴსენე. ჴელცუდი ჩემ წინაშე არაშემოხჳდე.

Verse: 21  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ექუს დღე საქმესა იქმოდე. მეშჳდესა მას დღესა განსუენება არს, გინა თუ მკასა გან-ვე-ისუენო.

Verse: 22  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
დღესასწაული იგი მეშჳდეთა ჰყო ჩემდა იფქლის მკათა, ჩემდა შესწირო დღესასწაული იგი შუენებისა ნაყოფისა შეკრებისა წელიწდისა.

Verse: 23  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
სამ ჟამ წელიწადსა წარმოეჩუენოს ყოველი წული ყრმა შენი წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაელისასა.

Verse: 24  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
რამეთუ განვასხამ ნათესავსა მას პირისაგან შენისა, ფართო ვყო საზღვრები შენი. არავინ იყოს, რომელმან თუალ-ახუნეს ქუეყანასა მას შენსა, რაჟამს მოხჳდოდი, ეჩუენებოდი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა მას ჟამსა წელიწადისა.

Verse: 25  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ნუ შერთავ სისხლსა მსხუერპლთა თანა. და ნუ განიწვინ განთიად ჴორცი კრავთა დღისა ამის ზატიკისა ჩემისა.

Verse: 26  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
პირველი ნაყოფი ქუეყანისა შენისა შეწირე სახლსა მას უფლისა დმრთისა შენისასა. თიკანი სძითა დედისა თდსისათა არა შეჰგბო.

Verse: 27  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ჰრქუა უფალმან: დაიწერო შენ თავისა შენისათჳს ესე ბრძანება, რამეთუ ამის ბრძანებითა ჩემითა დავსდებ აღთქმასა ამას შენ თანა და ძეთა მაგათ თანა ისრაელისათა.

Verse: 28  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და იყო მუნ მთასა მას ზედა მოსე წინაშე უფლისა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, პური არა ჭამა და წყალი არა სუა. და დაწერა მათ ფიცართა ზედა ბრძანებანი იგი აღთქმისანი მის ათ მცნებისანი შჯულისანი.

Verse: 29  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ვითარცა იყო გარდამოსლვისა ჟამი მოსესი მიერ მთით და ორნივე ფიცარნი იგი ჴელთა შინა მოსესთა. და ვიდრე გარდამოვიდოდა იგი მთისა მისგან, არა უწყოდა მოსე, ვითარმედ დიდებულება იგი გარდამოსრულ იყო და დადგრომილ პირსა ზედა მისსა.

Verse: 30  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და იხილა აჰრონ და ყოველთა მათ ძეთა ისრაელისათა პირი იგი მოსესი, რამეთუ დიდებულ იყო ხატი იგი მოსესი დიდებულებითა მით ღმრთისაჲთა. ზარჰჴდა, შეეშინა, ევლტოდეს და ვერ მიეახლებოდეს მას.

Verse: 31  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ჴმა-ყო მოსე და მოუწოდა მათ და მოიქცეს მისსა აჰრონ და ყოველნი მთავარნი ერისანი მის. და ვითარცა სიტყუად დგა მათდა მოსე,

Verse: 32  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
მაშინ-ღა მოახლებად დგეს მისა ყოველნი იგი ძენი ისრაელისანი და ამცნებდა მათ ყოველთა მათ ბრძანებათა, რომელთა ეტყოდა მას უფალი მთასა მას ზედა სინასა.

Verse: 33  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
აღ-რა-ასრულა ბრძანება იგი მათი მათა მიმართ, დაიბურა ვარშამანგი იგი პირსა მისსა.

Verse: 34  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ვითარცა შევალნ მოსე წინაშე უფლისა სიტყუად მისა, მოიძარცუის ვარშამანგი იგი გამოსლვადმდე. რაჟამს გამოვიდის სიტყუად ერისა მის, დაიბურის ვარშამანგი იგი პირსა მას თჳსსა.

Verse: 35  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
რამეთუ ხედვიდეს ძენი იგი ისრაელისანი პირსა მას მოსესა, რამეთუ დიდებულებანი იგი გარდამოსრულ იყვნეს და დადგრომილ პირსა მას მისსა ზედა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.