

და კარავი იგი ჰქმნე ათ ეზოედად ზეზისაგან ძახილისა, და ჳაკინთისა და ძოწეულისა გრეხილისა, ქერობინად ქმნულად ქსოვილად ჰქმნე იგი.


სიგრძე ეზოსა მის ერთისა ოცდარვა წყრთა და სივრცე ოთხ წყრთა იყოს ერთისა მის ეზოსა; საზომი ერთი იყოს ყოველთა მათ ეზოთა.


ხუთი ეზო იყოს ურთიერთას მახლობელად ერთი ერთისაგან და ხუთნივე იგი ეზონი იყვნენ შედგმულ მოყუასი მოყუასსა.


და უქმნე მას კილოები ჳაკინთისა გრილსა ეზოსა ერთისა ერთკერძო შესაკინძველად. და ესრეთ ჰქმნე ეზოსა მას მეორესა გარეშე კერძოსა შესაკინძველად. და ესრეთ ჰქმნე ეზოსა მას მეორესა გარეშე კერძოსა შესაკინძველად.


ერგასისი ღილები უქმნე ეზოსა მას ერთსა და ერგასისი ღილები უქმნე ერთკერძოსა მას მეორისა ეზოსა შესაკინძველად, წინაშე პირისპირ მართლ ემთხჳოს ურთიერთას თითოეულსა.


და ჰქმნე კარშიკები ერგასისი ოქროსა და შეაბრძჳნო ეზოები იგი ეროი ერთსა კარშიკებითა მით, და იყოს იგი ერთ კარავ.


და ჰქმნე გარდასაბურველი თმისა დასაბურველად კარვისა მის, ათერთმეტი საბურველი უქმნე მათ.


საზომი ერთისა მის საბურველისა ოცდაათ წყრთა და ოთხ წყრთა სივრცე საბურველისა მის ერთისა. საზომი იგივე იყვენ ათერთმეტისა მის საბურველისა.


და შეაბრძჳნო ერთბამად ხუთი იგი საბურველები და ექუსი იგი საბურველი ერთბამად, და შემოჰკეცო მეექუსე იგი საბურველი წინაშე პირსა მის კარვისასა.


და ჰქმნე ღილები ერგასისი კიდესა მის საბურველისა ერთისა შორის შესაკინძველისავე მისებრ, და ერგასისი ღილები ჰქმნე კიდესა მას შესაბრძჳნვებელსა საბურველსა მას მეორესა.


და ჰქმნე კარშიკები ერგასისი რვალისა და შეაკინძო კარშიკები იგი ღილებისა მისგან, და შესდგა საბურველები იგი და იყოს ერთ.


და შემოაკეცო მეტი იგი საბურველსა მას კარვისასა, ზოგი იგი საბურველისა მის ნეშტი ქუეშე მოჰბურო მეტსა მას საბურველთა მათ კარვისათა, შემოჰბურო უკანა კერძო კარავსა მას.


წყრთა ერთ ამისგან და წყრთა ერთ ამისგან ნამეტნავისა მისგან საბურველთასა სიგრძოსაგან საბურველთა მათ კარვისათა გუერდით კერძო მის კარვისათ ამიერ და იმიერ, რათა ჰფარვიდეს.


და ჰქმნე საფარველად კარვისა მის ტყავი ვერძთა ტარსიკონი და საფარველი ტყავი ჳაკინთონი ზედა კერძო.


და ჰქმნნე სუეტნი კარვისანი ძელთაგან ულპოლველთა.


ათ წყრთა ჰყო სუეტი ერთი და წყრთა და კერძო სივრცე სუეტისა მისვე ერთისა.


და ორნი იდაყუაკნი სუეტსა ერთსა წინა-დამდგომ ერთი ერთსა. ესრეთ უქმნე ყოველთავე მათ სუეტთა კარვისათა.


და ჰქმნე სუეტები კარვისა მის, ოცი სუეტი ერთ-კერძო ჩრდილოთ კერძო.


და ორმეოცი სვეტის თავები ვეცხლისაჲ უქმნე ოცსა მას სუეტსა, ორი სუეტის თავი სუეტსა მას ერთსა ორკერძოვე მისა და ორი სუეტის თავი ერთსა მას სუეტსა ორსავე მას თავსა მისსა.


და ადგილსა მას ერთკერძო სამხრით კერძოსა ოცი სუეტები.


და ორმეოცი სუეტის თავები მათი ვეცხლისა, ორი სუეტის თავი სუეტსა ერთსა ორკერძოვე თავსა მისსა.


და უკანა კერძო კარავსა მას ზღჳთ კერძო ჰქმნნე ექუსნი სუეტნი.


და ორნი სუეტნი ჰქმნნე კიდეთა მის კარვისათა ზურგით კერძო.


და იყოს სწორ ქუე კერძო, მისებრვე იყვნენ სწორად სუეტის თავთა მათგან შესანაწევრებლად ერთად. ესრე ჰყო თითოეულთა მათ ორთავე კიდეთა, სწორ იყვნედ.


და რვანი სუეტნი იყვნედ და სუეტის თავები მათი ვეცხლისა ათექუსმეტ. ორნი სუეტის თავნი სუეტსა მას ერთსა, ორკერძო თავთა მის თანა.


და ჰქმნნე მოქლონნი მისნი ძელთაგან ულპოლველთა, ხუთი ერთსა სუეტსა ერთ-კერძოსა მას გუერდსა მის კარვისასა.


და ხუთი მოქლონი სუეტსა მას ერთსა კიდესა მას მეორესა მის კარვისასა და ხუთი მოქლონი სუეტსა მას ზურგითსა ზღჳთ კერძოსა მის კარვისასა.


და მოქლონი იგი შუა ორთა შორის სუეტთასა და მისწუდებოდენ კიდისა მისგან ერთისა მეორესა მას კიდესა.


და სუეტნი იგი შეჰმოსნე ოქროთა და ჰქმნე გრკალები ოქროსა და განაცუნე მოქლონნი იგი და შეჰმოსო ოქროთა მოქლონები იგი.


და ადმართო კარავი იგი მსგავსად მისა, რომელ-იგი გაჩუენე შენ მთასა ზედა.


და ჰქმნე კრეტსაბმელი ჳაკინთისაგან და ძოწეულისა მეწამულისა ძახილისა და ზეზისაგან სთულისა, ქმნულად ქსოილად ჰქმნე იგი ქერობინად.


და დასდვა იგი ოთხთა ზედა სუეტთა ულპოლველთა, შემოსილთა ოქროთა. და სუეტის თავნი მათნი ოქროსანი და ხარისხნი მათნი ოთხნი ვეცხლისანი.


და დასდგა კრეტსაბმელი იგი სუეტთა მათ ზედა. და შეიღო მუნ შინაგან კრეტსაბმელსა მას კიდობანი იგი საწამებელისა და განსწვალებდეს კრეთსაბმელი იგი თქუენ და შორის წმიდასა მას და შორის წმიდასა მას წმიდათასა.


და დაფაროს კრეთსაბმელითა მით კარავი იგი საწამებელისა წმიდასა მას შინა წმიდათასა.


და დასდგა საკურთხეველი იგი გარეშე კრეთსაბმელსა მას და სასანთლე იგი წინაშე საკურთხეველსა კარვით კერძო სამხრით და ერთი საკურთხეველი დასდგა კარვით კერძო ბღუარით.


და ჰქმნე ეზო იაკინთისაგან და ძოწეულისა და მეწამულისა და ზეზისაგან შესთულისა ქმნულად ჭრელად.


და ჰქმნნე კრეთსაბმელსა მას ხუთნი სუეტნი და შემოსნე იგინი ოქროთა და სუეტის თავნი იგი მათნი ოქროსანი ჰქმნნე და გამოჰკუერნე მისთჳს ხუთნი ხარისხნი რვალისანი.