

და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:


ეტყოდე შენ ძეთა ისრაელისათა და მომართუედ შესაწირავად ყოველთაგან, რომელთა-იგი უნდეს გულსა მათსა, მომართუედ მე პირველ ნაყოფად:


ოქრო, ვეცხლი და რვალი,


იაკინთი, პორფირი, ძოწეული ორკეცი და ბისონი ძახილი და ბალანი თხათაჲ.


და ტყავნი მეწამულ-ქმნილნი და ტყავნი ჳაკინთნი და შეშანი ულპოლველნი.


*


და ქვანი სარდიონნი და ქვანი საწახნაგებელნი სამჴართათჳს და პოდირისა.


და მიქმნე მე სიწმიდე და გეჩუენებოდი თქუენ შორის.


და მიქმნე მე ყოვლისა მისებრ, რაოდენი გიჩუენო შენ მთასა ზედა, მაგალითად კარვისა და მაგალითი ჭურჭელთა, ეგრეთ ჰქმნა.


და ქმნა კიდობანი წამებისა ძელთაგან ულპოლველთა, ორი წყრთანახევარი სიგრძე და წყრთანახევარი სივრცე მისი და წყრთანახევარი სიმაღლე მისი.


ოქრომოსილ ჰყო იგი ოქროთა წმიდითა, შინათ და გარეთ ოქრომოსილ ჰყო იგი; და ჰყვნეთ თხზულნი ოქროსანი ქცეულნი გარემოს მისსა.


და განსჭედნე იგინი ოთხად ბეჭდად ოქროსად, დაასხნე ოთხთა კლიტეთა ზედა და ორნი ბეჭედნი სხუასა კლიტესა ზედა.


და ჰქმნე აღსაღებელნი ძელისაგან ულპოლველისა და ოქრომოსილ ჰყვნე იგი ოქროთა.


და განუხუნე აღსაღებელნი იგი ბეჭედთა შინა, რომელნი არიან კლიტეთა ზედა კიდობნისათა, აღღებად კიდობნისა მის აღთქმისათა.


იყვნეს აღსაღებელნი შეუძრველ.


და შთასხნე კიდობანსა შინა წამებანი, რომელნი მოგცნე შენ.


და ჰქმნა სალხინებელი იგი ზედა დასადებელად ოქროსაგან წმიდისა, ორწყრთა და კერძო სიგრძით და წყრთა და კერძო სივრცით.


და ჰქმნნე ორნი ქერობინნი ოქროსანი ქანდაკებულად და დასდგნე იგინი ორთავე მათ კიდეთა სალხინებელისათა.


რომელ იქმნენ: ქერობინი ერთი ერთკერძოსა მას კიდესა და ქერობინი ერთი მეორესა მას კიდესა მის სალხინებელისა; და ჰქმნნე ორნი ესე ქერობინნი ორთავე მათ კიდეთა.


და განეპყრნენ ფრთენი ზედა კერძო და ჰფარვიდენ ფრთითა სალხინებელსა მას და პირნი მათნი ურთიერთას მიექცინედ სალხინებელად კერძო.


და დადვა სალხინებელი იგი ზედა კერძო კიდობანსა მას და შთასხნე კიდობანსა მას საწამებელნი იგი, რომელ მოგცნე შენ.


და გამოგეცხადოდი შენ მიერ და გეტყოდი შენ ზედა კერძო მიერ სალხინებელით შორის ორთა მათ ქერობინთა, რომელ იყვნენ ზედა კიდობანსა მას საწამებელისასა, და ყოვლისა ამისებრ, რომელი გამცნო შენ ძეთა მიმართ ისრაელისათა.


და ჰქმნე ტაბლა ოქროსა წმიდისა, ორ წყრთა სიგრძე მისი და წყრთა ერთ სივრცე მისი და წყრთა და კერძო სიმაღლე მისი.


და აქმნნე მას კიდენი ოქროსანი თხზვით გარემო და აქმნე მას გჳრგჳნი ციდით ერთით გარემო.


*


და აქმნნე ოთხნი გრკალნი ოქროსანი და განაცუნე იგინი ოთხ კერძოთავე ფერჴთა მისთა ქუეშე კერძო გჳრგჳნსა მას.


და იყვნენ გრკალნი იგი განსაცუმელად აღსაღებელთა მათ, რათა აღიღოდიან მით ტაბლა იგი.


და ჰქმნნე აღსაღებელნი იგი ძელთაგან ულპოლველთა და შეჰმოსნე იგინი ოქროთა წმიდითა და აღიღოდის მით ტაბლა იგი.


და ჰქმნე პინაკები მისი და ფიალები და ტაკუკები და ციცხუები, რომლითა შესწირვიდე მით, ოქროსაგან წმიდისა ჰქმნე იგინი.


და და[ა]გო იგი ტაბლასა მას ზედა წინაშე ჩემსა პური სამარადისო წინაშე.


და ჰქმნე სასანთლე ოქროსა წმიდისა, ქანდაკებულად ჰქმნე სასანთლე იგი. ღერი მისი და რტონი და ტაკუკნი იგი და ბირთუნი და შროშანნი მისგანვე იყვნენ.


ექუსნი რტონი გამოვიდოდიან და ერთკერძო სამნი რტონი სანათლისანი ერთკერძოსანი და სამნი რტონი სასანთლისანი მის ერთკერძოსა მეორისანი.


ტაკუკ[ნ]ი გამოსახულნი ნიგოზაკებად, ერთსა მას რტოსა ბირთჳ და შროშანი, ეგრევე ექუსთა მათ რტოთა, რომელნი გამოვიდოდიან სასანთლეთა მათგან.


და სასანთლესა მას ოთხნი ტაკუკნი გამოსახულნი ნიგოზაკებად, ერთსა მას რტოსა ბირთუნი იგი და შროშანნი მისნი.


ბირთჳ ქუეშე კერძო რტოთა მათ ორთა მისგანვე და ბირთჳ ქუეშე კერძო ოთხთა მათ რტოთა მისგანვე. ესრეთ იყოს ექუსთა მათ რტოთა მის სასანთლისათა. და სასანთლესა მას ოთხნი ტაკუკნი გამოსახულნი ნიგოზაკებად.


ბირთუებად იგი და რტონი მისგანვე იყვნენ, ყოვლადვე მყარი ერთისაგან ოქროსა წმიდისა.


და ჰქმნე სანთელნი მისნი შჳდ და დასდგნე იგი და ნათობდენ ერთ კერძო პირით.


და მოსაყოფელი მისი და ქუეშე სადგმელები მისი ოქროსაგან წმიდისაჰქმნე.


ესე ჭურჭერი ერთი ქანქარი იყავნ ოქროსა წმიდისა.


იხილე, ვითარ-ძი ჰქმნე მსგავსად მისა, რომელი-იგი გიჩუენე შენ მთასა მას ზედა.