

და მოსეს ჰრქუა: აღმოვედ შენ და აჰრონ და ნადაბ და აბიუდ უფლისა და სამეოცდაათნი მოხუცებულნი ისრაელისანი და თაყუანის-სცენ შორით უფალსა.


და მიეახლოს მოსე ხოლო ღმერთსა, ხოლო იგინი არა მიეახლნენ და ერი ნუ აღმოვალნ მათ თანა.


შევიდა მოსე და უთხრა ესე ერსა მას და ყოველნი სიტყუანი ღმრთისანი და სამართალნი მისნი. მიუგო ერმან მან ჴმითა დიდითა და ჰრქუეს: ყოველთავე სიტყუათა რომელთა იტყოდა ღმერთი, ვყოთ და ვისმინოთ.


და დაწერნა მოსე ყოველნი ესე სიტყუანი ღმრთისანი. აღიმსთო მოსე განთიად და აშენა საკურთხეველი მთასა მას ქუეშე ათორმეტითა ქვითა მსგავსად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა.


და წარავლინნა მოსე ჭაბუკები იგი ძეთა ისრაელისათა და შეწირეს მსხუერპლები და შესაწირავი ცხორებისა ღმრთისა, ზუარაკები.


და მოიღო მოსე ზოგი იგი სისხლისა მის და შთაასხა ტაკუკსა მას, ხოლო ზოგი სისხლისა მის მო-ვე-აპკურა გარემოს საკურთხეველსა მას.


და მოიღო წიგნი იგი შჯულისა, აღმოიკითხა ყურთა მიმართ ერისათა და მათ თქუეს: ყოველივე, რომელი თქუა უფალმან, ვყოთ ჩუენ და ვისმინოთ.


და მოიღო მოსე სისხლი იგი, აპკურა ერსა მას და თქუა: ესე არს სისხლი აღთქუმისა, რომელ აღგითქუა თქუენ უფალმან ყოველთავეთჳს სიტყუათა.


და აღვიდეს მოსე, აჰრონ და ნაბად და აბიუდ და სამეოცდაათნი მოხუცებულნი ისრაელისანი.


და იხილეს, სადა-იგი დგა მუნ ღმერთი ისრაელისა დაქუეშე ფერჴთა მისთა, ვითარცა ქმნულება ალისა, ანთრაკი საფირონი და ვითარცა სამყაროსა ცისასა სიწმიდით.


და რჩეულთაგანი ისრაელისათა არავინ მოკ[უ]და არცა ერთი; და იხილეს ადგილი იგი ღმრთისა და ჭამეს და სუეს.


და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღმოვედ ჩემდა მთად და იყავ მუნ და მოგცნე შენ ფიცარნი იგი ქვისანი, შჯული და მცნებანი ჩემნი, რომელი დავწერე შჯულის დებად მათა.


და აღდგა მოსე და ისო, წინაშემდგომელი მისი, და აღვიდეს მთასა მას ღმრთისასა.


და მოხუცებულთა მათ ჰრქუა: დუმენით თქუენ მანდა, ვიდრემდე მოვიდე თქუენდა, და აჰა ეგერა, აჰრონ და ორ თქუენ თანა. უკუეთუ ვისმე ედვას საშჯელი, მოვიდედ მათა.


და აღვიდა მოსე და ისო მთასა მას და დაფარა ღრუბელმან მთა იგი.


და გარდამოჴდა დიდება ღმრთისა მთასა მას ზედა სინასა. და დაფარულ იყო ღრუბლითა მთა იგი ექუს დღე. და უწოდ[დ]ა უფალი მოსეს მეშჳდესა დღესა ღრუბლით გამო.


ხოლო ხილვა იგი დიდებისა დმრთისა ვითარცა ცეცხლი აღატყდებოდა ზედა თხემსა მის მთისასა წინაშე ძეთა ისრაელისათა.


და შევიდა მოსე შორის ღრუბლისა მის და ადვიდა მთასა მას. და იყო მუნ ორმეოც დღე და ორმეოც ღამე.