

არა შეიწყნარო სასმენელი ამაო, არა დაჯერდე ცრუსა მის თანა ყოფად ცრუ მოწამედ.


არა შეერთო მრავალთა თანა საქმედ ბოროტისა. არა შეეძინო კრებულსა სიმრავლისასა განდრეკად, რათა გარდააქციონ საშჯელი.


და გლახაკი არა შეიწყალო საშჯელსა შინა.


უკუეთუ შეემთხჳო ზროხასა მტერისა შენისასა ანუ კარაულსა შეცთომილსა, მოაქციო და მისცე იგი.


უკუეთუ იხილო კარაული მტერისა შენისა დავრდომილი ტჳრთსა ქუეშე, არა თანა-წარჰჴდე, არამედ აღსწიო მის თანა.


არა გარდააქციო საშჯელსა გლახაკისასა საშჯელსა შინა მისსა.


ყოვლისაგან სიტყჳსა ბოროტისა განეშოვრო. უბრალო და მართალი არა მოჰკლა და არა განამართლო უღმრთო ქრთამისათჳს.


და ქრთამი არა მოიღო, რამეთუ ქრთამმან დააბრმის თუალნი მხედველთანი და განრყუნის სიტყუანი მართალნი.


მწირსა არა აჭირვებდეთ, რამეთუ თქუენ იცით სული იგი მწირისა, რამეთუ თქუენცა მწირ იყვენით ქუეყანასა მას ეგჳპტისასა.


ექუს წელ სთესო ყანა შენი და შეკრიბო ნაყოფი მისი.


ხოლო მეშჳდესა წელსა მიტევება ჰყო, დაუტეო იგი და ჭამდენ მას გლახაკნი ნათესვისა შენისანი, ხოლო ნეშტი მისი იყოს მჴეცთათჳს ველისათა. ეგრეთ ჰყო ვენაჴოვანი შენი და ზეთის ხილოვანი შენი.


ექუს დღე ჰქმნე საქმე შენი და დღესა მეშჳდესა განისუენოს ჴარმან შენმან და კაჰრაულმან შენმან და ძემან მჴევლისა შენისამან და მწირმან.


ყოველი, რომელი გარქუ თქუენ, დაიმარხეთ და სახელი ღმერთთა უცხოთა არა მოიჴსენოთ, არცა ისმეს პირისაგან თქუენისა.


წელიწადსა შინა სამ გზის დღესასწაული ჰყავით ჩემი.


დღესასწაული უცომოვებისა დაიმარხეთ ყოფად: შჳდ დღე სჭამდით უცომოსა, ვითარცა-იგი გამცენ თქუენ ჟამსა მას ოდენ თთჳსა მის ახალთასა, რამეთუ მას თთუესა გამოხუედით ქუეყანით ეგჳპტით, არა მეჩუენო მე წინაშე ჩემსა ცალიერად.


და დღესასწაული მკისა პირველთა ნაყოფთა შენთა ჰყო საქმეთა შენთა, რაცა-იგი სთესო ქუეყანასა შენსა, და დღესასწაული აღსრულებისა განსლვასა წელიწადისასა, შეკრებასა საქმისა ველოსა შენისასა.


სამ გზის წელიწადსა შინა ეჩუენოს ყოველი წული შენი წინაშე უფლისა დმრთისა შენისა.


რაჟამს განვასხნე წარმართნი პირისაგან შენისა და განვავრცნე საზღვარნი შენნი, არა შესწირო ცომსა თანა სისხლი მსხუერპლთა ჩემთა, არცა დაადგრეს ცმელი დღესასწაულისა ჩემისა განთიადმდე.


დასაბამი პირველთა ნაყოფთა შენთა შესწირო ტაძრად უფლისა ღმრთისა შენისა. არა შეჰგბო კრავი სძითა დედისა თჳსისათა.


და ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რათა დაგიცვეს შენ გზასა ზედა და რათა შეგიყვანოს შენ ქუეყანასა მას, რომლისათჳს გაფუცე შენ.


ეკრძალე თავსა შენსა და ისმინე მისი და ნუ ურჩ ექმნები მას, რამეთუ არა შეგინდოს შენ, რამეთუ სახელი ჩემი არს მას ზედა.


უკუეთუ სმენით ისმინნე სიტყუანი ჩემნი და ჰყო ყოველი, რომელი გამცნო შენ, დაიცუნე ყოველნი აღთქუმანი ჩემნი, იყვნეთ ერად ჩემდა მოპოვნებულად უმეტეს ყოველთა ნათესავთა, რამეთუ ჩემი არს ყოველი ქუეყანა, ხოლო თქუენ იყვენით ჩემდა ერად სამეუფოდ და სამღდელოდ და ნათესავად წმიდად. ამათ სიტყუათა ეტყოდა ძეთა ისრაელისათა. უკუეთუ სმენით ისმინნეთ სიტყუანი ჩემნი და ჰყოთ ყოველი, რომელსა გეტყჳ თქუენ, ვემტერო მტერთა შენთა და წინა-აღუდგე წინა-აღმდგომთა შენთა.


რამეთუ წარვიდეს ანგელოზი ჩემი მძღურად შენდა და შეგიყვანოს შენ ამორეველისა მის და ქეტელისა, ფერეზელისა და ქანანელისა, გერგესეველისა და ეველისა და იებოსლელისა და შევმუსრნე იგინი.


არა თაყუანის-სცე მათ, არცა ჰმსახურებდე, არა ჰქმნე საქმისა მათისაებრ, არამედ დარღუევით დაარღჳნე და შემუსრვით შეჰმუსრნე ძეგლნი იგი მათნი.


და ჰმსახურებდე უფალსა ღმერთსა შენსა და ვაკურთხო პური შენი და ოქროჲ შენი და წყალი შენი და გარე-წარვაქციო სნეულება თქუენგან.


არა იყოს უშვილო, არცა ბერწი ქუეყანასა თქუენსა. რიცხჳ დღეთა თქუენთა აღვავსო.


და შიში და ძრწოლა წარვავლინო წინამძღურად შენდა და განვაკრძალნე ყოველნი ნათესავნი, რომელთა შენ შეხუალ მუნ, და მოგცნე ყოველნი მტერნი შენნი მეოტად.


და წარვავლინო ბზიკი უწინარეს შენსა და განასხნეს ამორეველნი იგი და ეველნი, ქანანელნი და ქეტელნი იგი შენგან.


არა განვასხნე იგინი წელიწადსა ერთსა, რათა არა ქუეყანა მოოჴრდეს და განმრავლდეს მჴეცი ქუეყანისა შენისა.


მცირედ-მცირედ განვასხნე იგინი შენგან, ვიდრემდე აღორძნდე და დაიმკჳდრო ქუეყანა.


და დავსხნე საზღვარნი შენნი ზღჳთ მეწამულითგან ვიდრე ფილისტიმედმდე და უდაბნოთგან ვიდრე მდინარედმდე დიდად ევფრატად. და მივსცნე ჴელთა თქუენთა მკჳდრნი მის ქუეყანისანი და განვასხნე იგინი პირისაგან თქუენისა.


არა აღუთქუა მათ დღეთა მათთა აღთქუმა.


და არცაღა სხდენ ქუეყანასა შენსა, რათა არა გაცოდვონ შენ ჩემდამო. უკუეთუ ჰმონებდე შენ ღმერთთა მათთა, იგინი იყვნენ დაბრკოლება შენდა.