

უკუეთუ ვინმე იპაროს ზროხა ანუ ცხოვარი და დაკლას, გინა განყიდოს, ხუთი ზროხა მისცეს ერთისა ზროხისათჳს და ოთხი ცხოვარი ერთისა ცხოვრისათჳს.


უკუეთუ გუერდის დათხრასა დაეპყრას მპარავი და წყლას ვინმე და მოკუდეს, არა არს მისა კაცისა კლვა.


უკუეთუ აღმოსრულ იყოს მზე, მის თანა მოკუედინ, თანამდებ არს სიკუდილისა და არა-თუ რა აქუნდეს მას, რამცა ზღოს, განიყიდენ იგი ნაპარევისა მისთჳს.


უკუეთუ დაიპყრან და იპოოს ჴელსა მისსა ნაპარევი ვირითგან ვიდრე ცხოვრადმდე ცოცხალი, ორი წილი ზდოს.


უკუეთუ გან-ვინმე-უტეოს საცხოვარი და მოძოვოს ყანა ანუ ვენაჴი, სხუა ყანა ანუ ვენაჴი მისცეს ყანისა თჳსისაგანი მსგავსად ნაყოფისაებრ თჳსისა. უკუეთუ ყოველი ყანა მოაძოვოს, უმჯობესი ყანა მისცეს ანუ უმჯობესი ვენაჴი მისი მისცეს მას.


უკუეთუ გამოჴდეს ცეცხლი და პოოს ეკალი და მოწუას კალო, ანუ ყანა სამკალი, ანუ ველი, ზღოს მან, რომელმან-იგი ცეცხლი აღუდვა.


უკუეთუ ვინმე მისცეს მოყუასსა თჳსსა ვეცხლი ანუ ჭურჭელი მარხვად და მი-ვინმე-ჰპაროს სახლისაგან მის კაცისა, უკუეთუ იპოოს მპარავი, მოჰჴადონ ორი წილი.


უკუეთუ არა იპოოს მპარავი, მოვიდეს სახლისა მის უფალი წინაშე ღმრთისა დაფუცოს, ვითარმედ მან არა ბოროტი ქმნა ყოვლისავეთჳს მის ვედრისა მოყუსისა თჳსისა.


ყოვლითავე სიტყჳთა სიცრუისათა ზროხითგან და კარაულით და ცხოვრით და სამოსლითგან და ყოვლისავეთჳს წარწყმედულისა, რომლისათჳს ებრალებოდის და რაცა იყოს, წინაშე ღმრთისა წარმოიღონ საშჯელი ორთავე და, რომელი იპოოს ბრალსა მას ზედა ღმრთისა მიერ, მისცეს ორი წილი მოყუასსა მას თჳსსა.


უკუეთუ ვინმე მისცეს მოყუასსა თჳსსა კარაული, ანუ ზროხა, ანუ ცხოვარი, ანუ ყოველივე პირუტყუთაგანი დამარხვად და განუტყდეს, ანუ მოკუდეს, ანუ წარიტყუენოს და არავინ უწყოდის,


ფიცი ღმრთისა იყოს შორის მათ ორთავე, ვითარმედ მან არა ბოროტი ქმნა ყოვლისავეთჳს ვედრისა მოყუსისა თჳსისა და ესრეთ შეიწყნაროს იგი უფალმან მის ვედრისამან და არღარა მიჰჴადოს მას.


უკუეთუ მო-ვიმნე-იპაროს მისგან, უზღოს უფალსა მის ვედრისასა.


უკუეთუ ნამჴეცავ იქმ ნეს, მიიყვანოს იგი ნამჴეცავსა მას ზედა და არა მიჰჴადოს.


უკუეთუ ვინმე მისთხოოს მოყუასსა თჳსსა საცხოვარი რავე და განტყდეს, ანუ მოკუდეს, ანუ წარიტყუენოს და უფალი იგი მისი არა მის თანა იყოს, მიჰჴადოს.


უკუეთუ მის თანა იყოს, არა მიჰჴადოს. უკუეთუ სასყიდლით დადგინებულ იყოს, სასყიდლისა მისისა წილ იყავნ მისა.


უკუეთუ ვინმე აცთუნოს ქალწული უთხოველი და დაწვეს მის თანა, მიიყვანენ იგი თავისა თჳსისა ცოლად.


უკუეთუ არა სათნო-უჩნდეს, არცა ინებოს მამამან მის ქალისა ქალწულისამან მიცემად იგი მას ცოლად, და ვეცხლი მოსცეს მამასა მის ქალწულისასა, ვითარცა-იგი მიართჳან ქალწულთათჳს.


მეწამლეთა ნუ ეზურგებით.


ყოველი, რომელი დაწვეს საცხოვარსა თანა, სიკუდილით მოკალთ იგი.


რომელმან უგოს კერპთა, სიკუდილით მოკუედინ, გარნა ღმერთსა მხოლოსა.


მწირსა არა ბოროტი უყოთ, არცა აჭირვებდეთ მას, რამეთუ თქუენცა მწირ იყვენით ქუეყანასა ეგჳპტისასა.


ქურივსა და ობოლსა არა ბოროტი უყოთ.


უკუეთუ ბოროტი უყოთ და ღაღად-ყონ და ჴმობდენ ჩემდამო, სმენით ვისმინო ჴმა მათი.


და განვრისხნე გულისწყრომით და მოგწყჳდნე თქუენ მახჳლითა და იყვნენ ცოლნი თქუენნი ქურივ და შვილნი თქუენნი ობოლ.


უკუეთუ ავასხო ვეცხლი ძმასა შენსა მკოდოვსა, რომელი იყოს შენ შორის, არა მოჰჴდიდე მას სწრაფით, არცა დასდვა ვახში.


უკუეთუ იჴუთო სამოსელი ძმისა შენისა, დასლვასა მზისასა მისცე მას.


რამეთუ იგი ხოლო არს სამოსლად მისა, საფარველი არს იგი შიშულობისა მისისა, რათა დაწვეს იგი. ღაღად-თუ-ყოს ჩემდამო, ვისმინო მისი, რამეთუ მოწყალე ვარ.


ღმრთისათჳს არა სთქუა ბოროტი და მთავრისათჳს ერისა შენისა არა იტყოდი ძჳრსა.


პირველი ნაყოფი კალოსა შენისა და საწნეხელისა შენისა არა დააკლო და პირმშო ძეთა შენთა მომცე მე.


ესრე ჰყო ზროხა შენი და ცხოვარი შენი და კარაული შენი: შჳდ დღე იყოს დედისა თანა და მერვესა დღესა მომცე იგი.


და კაც წმიდა იყვენით ჩემდა და ჴორცი ნამჴეცავი არა სჭამოთ, ძაღლსა მიუგდეთ იგი.