

და იტყოდა უფალი ყოველთა ამათ სიტყუათა და ჰრქუა:


მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანე შენ ეგჳპტით სახლისაგან კირთებისა.


არა იყვნედ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.


არა იქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველივე მსგავსი მისი, რაოდენი რა არს ცასა ქუეშე, ქუეყანასა ზედა და რაოდენი რა არს წყალთა შინა, ქუეშე ქუეყანასა.


არა თაყუანის-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, რომელმან მივაგი ცოდვა მამათა შვილთა ვიდრე მესამედ და მეოთხედ ნათესავად მოძულეთა ჩემთა.


და ვყვი წყალობა ათასადმდე ნათესავად მოყუარეთა ჩემთა, და რომელთა დაიმარხნიან ბრძანებანი ჩემნი.


არა მოიღო სახელი ღმრთისა შენისა ამოსა ზედა, რამეთუ არა განწმიდოს უფალმან იგი, რომელმან მოიღოს სახელი ღმრთისა ამაოსა ზედა.


მოიჴსენე დღე იგი შაბათთა და წმიდა ყავთ იგი.


ექუს დღე იქმოდეთ და ქმენ ყოველი საქმე შენი.


ხოლო დღე იგი მეშჳდე შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისა, არა ჰქმნე მას შინა ყოველივე საქმე შენ და ძემან შენმან და ასულმან შენმან, მონამან შენმან და მჴევალმან, ჴარმან შენმან და კარაულმან შენმან და ყოველმანვე საცხოვარმან შენმან და მწირმან მან, რომელი იყოს შენ შორის.


რამეთუ ექუსთა მათ დღეთა შექმნა ღმერთმან ცა და ქუეყანა, ზღუა და ყოველივე, რა არს მას შინა, და განისუენა ღმერთმან დღესა მეშჳდესა. ამისთჳს აკურთხა ღმერთმან დდე იგი მეშჳდე და წმიდა-ყო იგი.


პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ, დღეგრძელ იყო ქუეყანასა მას კეთილსა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცა შენ.


არა კაც-ჰკლა.


არა იმრუშო


არა იპარო.


არა ცილი სწამო მოყუსისა შენისათჳს წამება ცილი.


არა გული გითქუმიდეს ცოლისათჳს მოყუსისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მჴევლისა მისისა, არცა ჴარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვრისა მისისა, არცა ყოველი, რა იყოს მოყუსისა შენისა.


და ყოველი ერი ხეღვიდა ჴმასა მას საყჳრისასა და საჴუმილსა მას მკმოლვარესა. შეეშინა ყოველსა მას ერსა და დგეს შორს.


და ჰრქუეს მოსეს: მეტყოდე შენ და ნუ მეტყჳს ჩუენ დმერთი, ნუუკუე მოვსწყდეთ.


ჰრქუა მათ მოსე: ნუ გეშინინ, რამეთუ გამოცდისა თქუენისათჳს მოვიდა თქუენდა ღმერთი, რათა იყოს შიში მისი თქუენ შორის და არა სცოდოთ.


დგა ერი იგი შორს, ხოლო მოსე შევიდა წყუდიადსა მას, სადა-იგი იყო ღმერთი.


ჰრქუა უფალმან მოსეს: ესე არქუ სახლსა იაკობისსა და უთხარ ძეთა ისრაელისათა. თქუენ იხილეთ, რამეთუ ზეცით გეტყოდე თქუენ


არა იქმნნეთ თავისა თქუენისა კერპნი ოქროსა და ვეცხლისანი.


საკურთხეველი ქუეყანით მიშენეთ მე. და შეწირეთ მას ზედა მსხუერპლები თქუენი ცხორებისა თქუენისათჳს, ცხოვარი თქუენი და ზროხა. ყოველსა ადგილსა, რომელსა დაუდვა სახელი ჩემი მუნ და მოვიდე შენდა და გაკურთხო შენ.


უკუეთუ საკურთხეველი ქვათაგან მიშენო მე, არა აშენე იგინი თლილითა. ჴელი შენი შეახე მას ზედა _ შეგინებულ არს.


არა აღჰჴდე აღსავალთა საკურთხეველისა ჩემისათა. რათა არა გამოჩნდეს სარცხჳნელი შენი მას ზედა.