

თთუესა მესამესა გამოსლვითგან ძეთა ისრაელისათა ქუეყანით ეგჳპტით, ამას დღესა მოვიდეს უდაბნოსა მას სინასასა,


და წარმოიტრეს რაფინდინით და მოვიდეს უდაბნოსა მას სინასასა და დაიბანაკა ისრაელმან მუნ, წინაშე მთასა მას.


და მოსე აღვიდა მთასა ღმრთისასა. და უწოდა მას ღმერთმან მიერ მთით და ჰრქუა ესრე: არქუ სახლსა იაკობისსა და უთხარ ძეთა ისრაელისათა:


თქუენ იხილეთ, რაოდენი-იგი უყავ ეგჳპტელთა მათ და აღგისხენ თქუენ, ვითარცა ორბმან ფრთეთა ზედა და მოგიყვანენ თქუენ თავისა ჩემისა.


აწ სმენით თუ ისმინონ ჴმისა ჩემისა და დაიმარხოთ შჯული ჩემი, იყვნეთ ერად ჩემდა, მოგებულად ყოველთაგან ნათესავთა, რამეთუ ჩემი არს ყოველი ქუეყანა.


თქუენ იყვენით ჩემდა სამეუფოდ, სამღდელო და ნათესავად წმიდა. ესე სიტყუა არქუ ძეთა ისრაელისათა.


მოვიდა მოსე და უწოდა მოხუცებულთა ერისათა და უთხრნა მათ ყოველნი ესე სიტყუანი, რომელნი უბრძანა მას ღმერთმან.


მიუგეს ყოველთავე ერთბამად და ჰრქუეს. ყოველივე, რაცა თქუა ღმერთმან, ვყოთ ჩუენ და ვისმინოთ მისი. შეწირა მოსე სიტყუა იგი ერისა მის ღმრთისა.


და ჰრქუა უფალმან მოსეს: აჰა ესერა, მე მოვიდე შენდა სუეტითა ღრუბლისათა და ჰრწმენეს შენი უკუნისამდე. და უთხრა მოსე სიტყუა იგი ერისა ღმერთსა.


ჰრქუა უფალმან მოსეს. გარდაგუალე და უწამე ერსა მას და წმიდა-ყვენ იგინი დღეს და ხვალე და განირცხედ სამოსელი მათი!


და იყვნედ იგინი განმზადებულ დღედმდე მესამედ, რამეთუ დღესა მესამესა გარდამოჴდეს უფალი მთასა ზედა სინასა ყოვლისა ერისა.


და დაადგინო ერი იგი გარემო და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა და ნუ აღხუალთ მთასა მას და შეხებად რასმე მისა! ყოველი, რომელი შეეხოს მთასა ამას, სიკუდილით აღესრულოს.


არა შეახოთ მას ჴელი, რამეთუ ქვითა განიტჳნნეთ, ანუ ისრითა განიდევნნეთ. გინა თუ საცხოვარი, გინა კაცი არა ცხონდეს. ხოლო რაჟამს ჴმანი იგი და საყჳრი და ღრუბელი წარვიდეს მთისა მისგან, მაშინ-ღა იგინი აღმოვიდედ მთად.


გარდამოვიდა მოსე მიერ მთით ერისა მის და ჰრქუა მათ ეგრე და განწმიდა იგინი. და განირცხეს სამოსელი მათი.


და ჰრქუა ყოველსა ერსა. ნუ შეეხებით ცოლთა თქუენთა და მზა-იყვენით სამ დღე.


და იყო: შემდგომად სამისა დღისა, ცისკარს ოდენ, იყვნეს ქუხილნი და ელვანი და ღრუბელი წყუდიადი მთასა ზედა სინასა, ჴმა საყჳრისა ოჴრიდა დიდად და შეძრწუნდა ყოველი იგი ერი ბანაკისა მის.


და განიყვანა მოსე ერი იგი შემთხუევად ღმრთისა ბანაკით და წარდგეს მთასა მას ქუეშე სინასა.


ხოლო მთა იგი სინა კუმოდა ყოვლად, რამეთუ გარდამოსრულ იყო ღმერთი მას ზედა ცეცხლითა და აღვიდოდა კუამლი საჴუმილისა და განჰკრთა ფრიად ერი იგი.


და იყვნეს: ჴმანი იგი საყჳრისანი, რაოდენ ვიდოდეს, უძლიერეს იქმნებოდეს ფრიად. მოსე ეტყოდა და ღმერთი მოუგებდა მას ჴმითა.


და გარდამოსრულ იყო უფალი მთასა მას ზედა სინასა, თხემსა მის მთისასა, და აღვიდოდა მუნ მოსე.


ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: გარდაგუალე და უწამე ერსა მას, ნუუკუე მიეახლნენ ღმერთსა განცდად და დაეცნენ მრავალნი მათგანნი.


და მღდელნი, რომელნი მიეახლებოდიან, წმიდა იყვნედ, ნუუკუე მოაკუდინოს მათგანი უფალმან.


*


*


გარდამოვიდა მოსე მთისა მისგან და ჰრქუა ესრეთ.