

ესმა იოთორს, სიმამრსა მოსესსა, ყოველივე, რა უყო უფალმან ისრაელსა, ერსა თჳსსა, რამეთუ გამოიყვანნა იგინი უფალმან ეგჳპტით.


წარმოიყვანნა იოთორ სეფორა, ცოლი მოსესი, შემდგომად დატევებისა მისისა


და ორნი ძენი მისნი: სახელი ერთისა მის გერსამ, რამეთუ თქუა: მწირ ვარ მე ქუეყანასა უცხოსა.


ხოლო სახელი მეორისა მის ელიეზერ, რამეთუ თქუა: ღმერთი მამისა ჩემისა შემწე ჩემდა და განმარინა მე ჴელისაგან ფარაოსა.


და მოვიდეს მოსესა იოთორ, სიმამრი მოსესი და ძენი და ცოლი მოსესი უდაბნოდ, სადა-იგი დაებანაკა მთასა მას ღმრთისასა.


უთხრეს მოსეს და ჰრქუეს: ესერა, სიმამრი შენი, იოთორ. მოვალს შენდა და ცოლი შენი და ორნი ძენი შენნი მის თანა.


და განვიდა მოსე მიგებებად სიმამრისა თჳსისა და თაყუანის-სცა მას და ამბორს-უყო და მოიკითხა და შეიყვანნა იგინი კარავსა თჳსსა.


და უთხრა მოსე სიმამრსა თჳსსა ყოველივე, რა-იგი უყო უფალმან ფარაოს და ეგჳპტელთა ისრაელისათჳს და ყოველივე შრომა, რომელი შეემთხჳა მათ გზასა ზედა, და რამეთუ განარინნა იგინი ჴელისაგან ფარაოსა და ჴელთაგან ეგჳპტელთასა.


და განუკჳრდა იოთორს ყოვლისა მისთჳს კეთილისა, რაოდენი უყო უფალმან, რამეთუ განარინნა იგინი ჴელთაგან ეგჳპტელთასა და ჴელისაგან ფარაოსა იჴსნნა.


და თქუა იოთორ: კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან გიჴსნნა თქუენ ჴელისაგან ეგჳპტელთასა და ჴელისაგან ფარაოსა.


აწ ვცან, რამეთუ დიდ არს უფალი, უფროს ყოველთა ღმერთთა ამისთჳს, რამეთუ ესვიდეს მას.


და მოიღო იოთორ მსხუერპლები და შესაწირავი და შეწირა ღმრთისა. მოვიდა აჰრონცა და მოხუცებულნი ჭამად პურისა მოსეს სიმამრისა თანა წინაშე ღმრთისა.


და იყო: ხვალისაგან დაჯდა მოსე სჯად ერისა და წინაშე დგა ყოველი იგი ერი მოსესა განთიადითგან მიმწუხრადმდე.


და იხილა იოთორ ყოველივე, რაოდენსა უყოფდა მოსე ერსა მას, ჰრქუა მას: რასა-ეგე უყოფ ერსა ამას. ანუ რასა შენ ზი მარტო და ყოველი ესე ერი დგას წინაშე შენსა დილითგან ვიდრე მწუხრადმდე?


და ჰრქუა მოსე სიმამრსა თჳსსა: რამეთუ მოვიდეს ერი ესე ჩემდა გამოძიებად სამართლისა ღმრთისა.


რაჟამს არნ მათ შორის ცილობა, მოვიდიან ჩემდა და განვსაჯი კაცად-კაცადი და ვასწავი შჯული ღმრთისა და ბრძანებანი მისნი.


ჰრქუა მოსეს სიმამრმან მისმან: არა მართლ იქმ შენ სიტყუასა მაგას.


ხრწნით განიხრწნე შენ უთმინოვებითა, შენცა და ერი ესე, რომელ არს შენ თანა. მძიმე არს შენდა საქმე ესე, ვერ შემძლებელ ხარ შენ ყოფად ამისა მარტო.


აწ უკუე ისმინე ჩემი და გაზრახო შენ და იყოს ღმერთი შენ თანა. ეყავ შენ ერსა მაგას ღმრთისა მიმართ და შესწირნე სიტყუანი მათნი წინაშე ღმრთისა.


და უწამებდ მათ ბრძანებათა ღმრთისათა და შჯულსა მისსა და აუწყებდ გზასა, რომელსა ვიდოდიან, და საქმესა, რომელსა იქმოდიან.


და შენ თავისა შენისა გამოირჩიენ კაცნი ყოვლისა ერისა, კაცნი ძლიერნი, ღმრთისმსახურნი, კაცნი მართალნი, რომელთა სძულდეს ამპარტავანება და დაადგინენ იგინი მათ ზედა ათასის თავად და ასის თავად და ათის თავად და მწიგნობარნი, შემომყვანებელნი და გამყვანებელნი ერისანი,


და შჯიდედ ყოველსა ჟამსა ერსა მას და ყოველი სიტყუა მძიმე მოგართოდიან შენ და სიტყუა ადვილი განსაჯოდიან მათ და აღგიმციროდიან შენ.


უკუეთუ სიტყუა ესე ჰყო, განგაძლიეროს შენ ღმერთმან შენმან და შენ უძლო წინაძღუანვად და ყოველი ესე ერი მივიდეს მშჳდობით ადგილსა თჳსსა.


და ერჩდა მოსე ჴმასა სიმამრისა თჳსისასა და ყო ეგრე, რაოდენი-რა ჰრქუა მას.


და გამოარჩინა მოსე კაცნი ძლიერნი ყოვლისაგან ისრაელისა და დაადგინნა იგინი მათ ზედა ათასის თავად და ერგასის თავად და მწიგნობარნი შემომყვანებელნი.


და შჯიდეს ერსა მას ყოველსა ჟამსა, ხოლო სიტყუა იგი გარდამრე მიართჳან მოსეს და ყოველი სიტყუა ადვილი განსაჯიან მათ.


და წარავლინა მოსე სიმამრი თჳსი და წარვიდა ქუეყანად თდსა