

და იტრა ყოველივე იგი კრებულ ძეთა ისრაელისათა უდაბნოსაგან სინასა ბანაკად-ბანაკად თითოეული მათ სიტყჳთა უფლისათა, და დაიბანაკეს მათ რაფინდინს და არა იყო წყალი რათამცა სუა ერმან მან.


და აგინებდა ერი იგი მოსეს და ეტყოდეს: გუეც ჩუენ წყალი, რათა ვსუათ. ხოლო მოსე ჰრქუა მათ: რასა მაგინებთ მე, ანუ რასა განსცდით უფალსა?


შეეწყურა მუნ ერსა მას წყლითა და დრტჳნვიდეს მოსესთჳს და ეტყოდეს: რასა გამოგჳყვანენ ჩუენ ეგჳპტით მოსრვად ჩუენდა და შვილთა ჩუენთა წყურილითა?


ღაღად-ყო მოსე უფლისა მიმართ და თქუა: რა უყო ერსა ამას? მცირედ-ღა და ქვა დამკრიბონ მე.


და ჰრქუა უფალმან მოსეს: წინა წარვედ ერისა მაგის და წარიყვანენ შენ თანა მოხუცებულთაგანნი ძეთა ისრაელისათა და კუერთხი იგი, რომლითა ეცემოდის არეთა, მიიღე ჴელსა შენსა და წარვედ.


ხოლო მე ვდგა მუნ ვიდრე მოსლვადმდე შენდა კლდესა მას ზედა ქორებს და სცე კლდესა მას და გამოადინო მისგან წყალი და სუას ერმან მან ჩემმან. და ყო მოსე ეგრეთ წინაშე ძეთა ისრაელისათა.


და დასდვა სახელი აღგილსა მას განსაცდელ და საგინელ გინებისა მისთჳს ძეთა ისრაელისათა და გამოცდისა მისთჳს უფლისა, რამეთუ იტყოდეს: არს-ძი-ა უფალი ჩუენ შორის ანუ არა?


მოვიდა ამალეკ და ჰბრძოდა ისრაელსა რაფინდინს.


და ჰრქუა მოსე ისოს: გამოირჩიენ შენდა კაცნი ძლიერნი და განვედ ხვალე და ეწყვე ამალეკსა და მე ვდგე თხემსა ზედა მის ბორცჳსასა და კუერთხი ღმრთისა ჴელსა ჩემსა.


და ყო ისო ეგრე, ვითარცა ჰრქუა მას მოსე. და განვიღა და ეწყო ამალეკსა, და აჰრონ და ორ აღვიდეს თხემსა მის ბორცჳსასა.


და იყო: ვითარცა აღიპყრნის მოსე ჴელნი, განძლიერდის ისრაელი, და რაჟამს გარდამოუყვნის ჴელნი, განძლიერდის ამალეკი.


ხოლო ჴელნი მოსესნი იყვნეს დამძიმებულ, და მოიდეს ლოდი და დაუდვეს ქუეშე მისა. და აჰრონს და ორს განეპყრნეს ჴელნი მოსესნი: ერთკერძო _ ერთსა და ერთკერძო _ ერთსა. და იყვნეს ჴელნი მოსესნი განპყრობილ ვიდრე დასლვადმდე მზისა.


და ერეოდა ისო ამალეკსა და ყოველი ერი მისი მოსრა პირითა მახჳლისათა.


და ჰრქუა უფალმან მოსეს: დაწერე ესე წიგნსა საჴსენებელად და მიეც იგი ყურთა ისოსთა, რამეთუ აღჴოცით აღჴოცო საჴსენებელი ამალეკისი.


და აღაშენა მოსე საკურთხეველი მისი: უფალი ჩემი შესავედრებელ.


რამეთუ ჴელითა დაფარულითა ჰბრძავს უფალი ამალეკსა ნათესავით ნათესავადმდე.