

იტრნეს ძენი ისრაელისანი ელიმით და მოვიდეს ერთად გუნდად და დაიბანაკეს უდაბნოსა მას სინას, რომელი-იგი არს შორის ელიმსა და სინასა, დღესა მეათხუთმეტესა, მეორესა თთუესა გამოსლვასა მათსა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა


დრტჳნვად დგა ყოველი იგი ერი ძეთა ისრაელისათა მოსესა და აჰრონისა


და ჰრქუეს: უმჯობეს იყო ჩუენდა მო-თუმცა-ვწყედით გუემითა მით უფლისათა ქუეყანასა ეგჳპტისასა, ოდეს-იგი ვსხედით ჩუენ სიავთა უკანა ჴორცისათა და ვჭამდით პურსა მაძღრივ, რამეთუ გამომიყვანენით ჩუენ უდაბნოსა მას მოწყუედად სიყმილითა ყოველი ესე კრებული.


ჰრქუა უფალმან მოსეს. აჰა ესერა, მე გიწჳმო თქუენ პური ზეცით და განვიდოდეს ერი იგი და შეიკრებდეს დღითი-დღედ, რათა გამოვსცადნე იგინი: ვიდოდიან-ძი შჯულსა ჩემსა ანუ არა?


და იყოს: მეექუსესა დღესა მოიმზადონ, რომელ-იგი შემოიღონ და იყოს ორ წილ, რომელცა-იგი შეკრიბონ დღითი-დღედისა მის.


და ჰრქუეს მოსე და აჰრონ ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაელისათა: მიმწუხრი სცნათ, რამეთუ უფალმან გამოგიყვანა თქუენ ქუეყანით ეგჳპტით.


და განთიად იხილოთ დიდება უფლისა, რამეთუ ესმა უფალსა დრტჳნვა იგი თქუენი, ხოლო ჩუენ [რანი] ვართ, რამეთუ სდრტჳნავთ ჩუენთჳს?


მიუგო მოსე და ჰრქუა: აწ მოგცეს თქუენ უფალმან მწუხრი ჭამად და განთიად პური მაძღრივ, რამეთუ ესმა უფალსა დრტჳნვა იგი თქუენი, რომელ-იგი სდრტჳნავთ ჩუენთჳს, ხოლო ჩუენ ვინ ვართ? არა ჩუენთჳს დრტჳნვა ეგე თქუენი, არამედ ღმრთისათჳს.


ჰრქუა მოსე არონს: არქუ ყოველსა კრებულსა ძეთა ისრაელისთა: მოვედით წინაშე ღმრთისა, რამეთუ ესმა დრტჳნვა ეგე თქუენი.


და ვითარცა ეტყოდა ოდენ აჰრონ ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაელისათა. მოიქცეს იგინი უდაბნოდ და დიდება უფლისა გამოჩნდა ღრუბელთა შინა.


ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:


მესმა დრტჳნვა ეგე ძეთა ისრაელისათა, ეტყოდე მათ და არქუ: მწუხრი სჭამდეთ ჴორცსა და განთიად განსძღეთ პურითა და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.


და ვითარცა იყო მწუხრი, აღმოჴდა მწყერ-მარჴილი და დაფარა ბანაკი იგი და განთიად, გარდამოსლვასა ცუარისასა გარემო ბანაკსა მას


ესერა იყო პირსა ზედა უდაბნოსასა მწულილი, ვითარცა ქინძის თესლი პირსა ზედა ქუეყანისასა.


და ვითარცა იხილეს იგი ძეთა ისრაელისათა, ჰრქუეს მოყუასმან მოყუასსა. რა არს ესე? რამეთუ არა იცოდეს, რა იყო. ჰრქუა მათ მოსე: ესე იგი არს პური, რომელ მოგცა თქუენ უფალმან ჭამად.


ესე იგი სიტყუა არს, რომელი თქუა უფალმან: შეკრიბეთ მისგანი, რაოდენ ჯერ-იყოს საწყაული თავად-თავად მსგავსად რიცხჳსა მის კაცად-კაცადისა თქუენისა, თითოეულმან თანამოკარვემან თქუენმან შეიკრიბეთ.


და ყვეს ეგრე ძეთა ისრაელისათა და შეიკრიბეს, რომელმანმე უფროს და რომელმანმე უმცირეს.


და აღწყეს საწყაულითა და არა ემატა, რომელმან-იგი უფროს შეიკრიბა და რომელმან უმცირეს შეიკრიბა, არა დააკლდა. კაცად-კაცადმან ჯეროვნად თჳს-თჳს შეიკრიბეს.


ჰრქუა მათ მოსე: ნუ ვინ დაანეშტებნ მისგანსა ხვალისამდე.


და არა ისმინეს მოსესი, არამედ დაუტევეს მისგანი ხვალისამდე, და დაესხა მატლი და დაყროლდა, და განრისხნა მოსე მათ ზედა.


და შეკრიბიან იგი განთიად-განთიად კაცად-კაცადმან წესად თავისა თჳსისა, და ოდეს დააცხის მზემან, დადნებინ.


და იყო: დღესა მას მეექუსესა შეიკრიბეს საზრდელად წესი იგი ორი წილი, მრჩობლი საწყაული ერთმან. შევიდეს ყოველნი მთავარნი კრებულებისანი და უთხრეს მოსეს.


ხოლო მოსე ჰრქუა მათ: ესე სიტყუა იგი არს, რომელსა ეტყოდა უფალი: შაბათი განსუენებისა არს წმიდა უფლისა ხვალე. რაოდენი-რა შეაცხოთ, შეაცხვეთ და რაოდენი-რა შეაგბოთ, შეიგბოთ. და ყოველივე ნეშტი დაუტევეთ საუნჯეთა თქუენთა განთიადმდე.


დაუტევეს მისგანი ხვალისამდე, ვითარცა-იგი ამცნო მათ მოსე. და არა დაყროლდა, არცა მატლი დაესხა მას.


ჰრქუა მათ მოსე: ჭამეთ დღეს, რამეთუ შაბათი არს უფლისა, არა ჰპოოთ ველსა ზედა.


ექუს დღე შეიკრიბეთ და მეშჳდე იგი დღე შაბათი არს, არა იყოს მას დღესა შინა.


და იყო: დღესა მას მეშჳდესა გან-ვინმე-ვიდეს ერისაგანნი შეკრებად და არა პოეს.


ჰრქუა უფალმან მოსეს. ვიდრემდე არა ჰნებავს სმენად ბრძანებათა ჩემთა და შჯულისა ჩემისა?


იხილეთ, რამეთუ უფალმან მოგცა თქუენ დღე ესე შაბათი, ამისთჳს თავადმან მოგცა თქუენ დდესა ამას პური ორისა დღისა. დასხედით კაცად-კაცადი სახლთა შინა თქუენთა და ნუვინ განვალნ ადგილით თჳსით დღესა მას მეშჳდესა.


და შაბათობდა ერი იგი დღესა მას მეშჳდესა.


და დასდვეს ძეთა ისრაელისათა სახელი მისი მანანა და იყო იგი, ვითარცა თესლი ქინძისა სპეტაკ, ხოლო გემო მისი ვითარცა თაფლისა.


და თქუა მოსე: ესე სიტყუა ბრძანა უფალმან: აღავსეთ საწყაული მანანათა საუნჯესა დასამარხველად ნათესავთამდე თქუენთარათა იცოდიან პური, რომელსა სჭამდეთ თქუენ უდაბნოსა ზედა, რაჟამს გამოგიყვანნა თქუენ უფალმან ქუეყანით ეგჳპტით.


და ჰრქუა მოსე აჰრონს: მოიღე ტაკუკი ოქროსა ერთი და შთაასხ სავსებით საწყაულითა მანანა და დადგი იგი წინაშე ღმრთისა დასამარხველად ნათესავთა თქუენთა.


ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, და ყო ეგრე აჰრონ და დადგა იგი წინაშე საწამებელისა მის დასამარხველად.


ხოლო ძენი ისრაელისანი ჭამდეს მანანასა მას ორმეოც წელ, ვიდრემდე მოვიდეს ქუეყანად სოფლებისა. ჭამდეს მანანასა, ვიდრემდე მოვიდეს ქუეყანად დანაკისკუდოვნად.


ხოლო საწყეო იგი მეოთხე იყო სამისა მის საწყაულისა.