

უგალობდით უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს. ცხენები და მჴედრები შთასთხია ზღუასა.


შემწე და მფარველ მეყავნ მჴსნელად. ესე არს ღმერთი ჩუენი, ვადიდოთ ესე და ღმერთი მამისა ჩუენისა, აღვამაღლოთ ესე.


უფალი არს, რომელმან შემუსრნის ბრძოლანი, უფალ არს სახელი მისი.


ეტლები ფარაოსი და ყოველი ერი მისი შთასთხია ზღუასა, რჩეული მჴედრები მთავართა მათ დაანთქა ზღუასა მას მეწამულსა.


ზღუამან დათარნა იგინი, დაჰჴდეს და დაერინეს სიღრმესა მას უფსკრულთასა, ვითარცა ლოდნი.


მარჯუენა შენი, უფალო, დიდებულ არს ძალითა შენითა, მარჯუენემან ჴელმან შენმან, უფალო. მოსრნა მტერნი იგი შენნი.


სიმრავლითა მით დიდებისა შენისათა შეჰმუსრენ მჴდომნი იგი შენნი, მიავლინე რისხვა გულისწყრომისა შენისა და შეჭამნა იგინი, ვითარცა ლერწამნი.


სულისა მისგან ძლიერებისა გულისწყრომისა შენისა განიპნეს წყალნი, აზღუდნეს და დადგნეს ვითარცა ზდუდენი, წყალნი ზღჳსანი შეჰყინდეს და ადზღუდნეს ღელვანი იგი შუა ზღუასა.


თქუა მტერმან, ვითარმედ: ვდევნო, ვეწიო, ვგუემო, განვიყო ნატყუენავი და განვიძღო თავი ჩემი, მოვსრა იგი მახჳლითა ჩემითა, უფლებდეს და აღმაღლდეს მის ზედა ჴელი ჩემი.


მიავლინე სული შენი და დაფარნა იგინი ზღუამან, დაჴდეს და დაერინეს ვითარცა ბრპენნი წყალთა მათ ძლიერთა.


ვინ-მე არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო? ანუ ვინ გემსგავსოს შენ, დიდებულო, წმიდასა შინა? საკჳრველ ხარ შენ დიდებითა მით,. რომელმან ჰყვი ნიშები და სასწაულები.


მიჰყავ მარჯუენა შენი და დანთქა იგი ქუეყანამან.


უძეღუ სიმართლითა შენითა ერსა შენსა ამას, ერსა, რომელი იჴსენ, ნუგეშინის-ეც ძალითა შენითა ბანაკსა მას სიწმიდისა შენისასა.


ესმა წარმართთა, განრისხნეს და სალმობამან შეიპყრნა მკჳდრნი იგი ფილისტიმისანი.


მაშინ ისწრაფეს ერისთავთა მათ ედომისათა და მთავართა მოვაბელთა, შიშმან და ძრწოლამან შეიპყრნა იგინი და განჰკრთეს ყოველნი მკჳდრნი ქანანისანი.


დაეცა მათ ზედა შიში და ძრწოლა ძლიერებითა მკლავისა შენისათა, ქვა იქმნეს იგინი, ვიდრემდის განჴდეს ერი შენი, უფალო? ვიდრემდის განჴდეს ერი ესე შენი, რომელ გამოირჩიე.


ვიდრემდის შეიყვანენ და დაჰნერგენ იგინი მთასა მას სიწმიდისა შენისასა, განმზადებულსა მას და აღსაშენებელსა მკჳდრობისა შენისასა, რომელ მოიგე დასაბამითგან სიწმიდე, უფალო, რომელ განმზადეს ჴელთა შენთა, უფალო.


უფალი მეუფე არს უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე და მერმეცა.


რამეთუ შევიდა ფარაო ეტლებითურთ და მჴედრებით შუა ზღუასა, მო-ვ[ე]-აქცია და დაფარა იგინი წყალმან მან მეწამულისა ზღჳსამან, ხოლო ძენი ისრაელისანი ვიდოდეს ვითარცა ჴმელსა ზღუასა.


და მოიღო მარიამ წინაწარმეტყუელმან, დამან აჰრონისმან, ქნარი ჴელთა თჳსთა და გამოვიდოდა კუალსა მისსა ყოველი იგი ქალწულები ერისა მის ქნარითა მით და ბობღანითა და სულიერითა მით პირითა.


და უპირობდა მათ მარიამ და თქუა: უგალობდით უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს, ეტლები იგი და ჰუნები შთასთხია ზღუასა.


იტრა და წარვიდა მოსე ერითურთ ისრაელისათ ზღჳსა მისგან მეწამულისა. და მოვიდა და მოიყვანნა იგინი უდაბნოსა მას სურსა. სამის დღის ოდენ გზასა ვიდოდეს იგინი უდაბნოსა მას შინა და არღა ჰპოებდეს წყალსა, რათამცა სუეს.


მოვიდეს იგინი წყაროსა ერთსა, რომელსა სახელი ერქუა მერრათ და ვერ სუმიდეს მისგანსა, რამეთუ იყო იგი მწარე, ამისთჳს სახელედვა ადგილსა მას სიმწარე.


დრტჳნვად დგა ერი იგი მოსესა და ჰრქუეს. აწ უკუე სადა არს წყალი? რა ვსუათ?


ღაღად-ყო მოსე უფლისა მიმართ და უჩუენა მას ღმერთმან ძელი ერთი და შთაჴ[ა]და იგი თუალსა მის წყაროსასა და დაატკბნეს წყალნი იგი მწარენი. მუნ მისცნა მას სამართალნი იგი და მან გამოცადა იგი.


და ჰრქუა: უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმა იგი უფლისა ღმრთისა შენისა და ჰყვნე შენ სათნოებანი მის წინაშე და მორჩილ ექმნე მცნებათა მისთა და დაიცვნე შენ ყოველნი სამართალნი მისნი, ყოველი იგი სნეულება გუემისა მის, რომელ მოვჴადე ეგჳპტელთა მათ ზედა, იგი არა მოვჰჴადო შენ ზედა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან განგკურნო შენ. ტრვა იყო ძეთა მათ ისრაელისათა.


და მოვიდეს ელიმად, მუნ იყვნეს წყარონი ათორმეტ და სამეოც და ათ ხე დანაკის კუდთა. მუნ მოვიდეს და დაიბანაკეს ზედა წყალთა მათ მდინარეთა.