

დაიმარხო შენ შჯული ესე წელიწადთაჲ მათ ჟამთასა დღეთა მათგან მიდღედმდე


და იყოს: ვითარცა შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას ქანანელთასა, ვითარცა ეფუცა მამათა შენთა, მიგცეს შენ იგი.


და გამოიღო შენ ყოველი წული ყრმა შობილი პირმშო, რომელმან განუჴსნეს საშო დედისა თჳსისა პირველად უფალსა: ყოველი განმჴსნელი საშოსა მროწეულთა მათ და ყოველთავე საცხოვართა შენთა პირმშო იგი გამოარჩიო და განსწმიდო უფლისად.


და ყოველი პირმშო ვირთა განსცვალო ცხოვრად, არამედ მოიჴსენე იგი ყოველი პირმშო კაცისა. ძეთა შენთა მოიჴსენე.


უკუეთუ გკითხვიდეს შენ შვილი შენი ამისა შემდგომად და გრქუას, ვითარმედ: რა არს ესე საქმე, რომელსა შენ იქმ? არქუ შენ მას, ვითარმედ: ჴელითა ამით მტკიცითა და მკლავითა მაღლითა გამომიყვანნა ჩუენ უფალმან ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან ძვირის ხილვისა და უღლისაგან მონებისა და ჴელთა მათგან ფარაოსთა,


რაჟამს-იგი განრისხნა ფარაო გამოტევებად ჩუენდა, მოსპო ყოველი პირმშო ქუეყანისა ეგჳპტისა კაცითგან მიპირუტყუთადმდე. ამისთჳს უკუე შევსწირავ უფლისა ყოველსავე ამას პირმშოსა ჩჩჳლსა საშოსაგან მჴსნელსა დედისა თჳსისა და შევსწირავ ყოველსავე პირმშოსა ნაშობთა ჩემთასა.


და იყოს ნიში ჴელსა შენსა და უძრველად ეგოს წინაშე თუალთა შენთა, რამეთუ ჴელითა მაღლითა და მკლავითა მით მტკიცითა გამოგიყვანა შენ უფალმან ქუეყანით ეგჳპტით.


და ვითარცა გამოუტევა ერი იგი ისრაელისა ფარაო, არა უძღუა მათ ღმერთი ფილისტიმით კერძო მოკლესა მას გზასა, არამედ ქცევად სცა მათ მასვე მიმო და ადგილსა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, რამეთუ თქუა უფალმან: ნუსადა იხილონ ნათესავი იგი მბრძოლი და შეეშინოს და იჭჳ და სინანულ[ი] გუნებასა მათსა მოუჴდეს, ვითარმედ: რადმე გამოვედით ჩუენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა? დამუნვე მეოტად შევარდეს ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.


და გარემო მოავლინა ღმერთმან გზასა მას უდაბნოსასა წინაშე ზღუასა მას მეწამულსა, მეხუთესა მას დარსა მათსა გამოვიდეს ძენი იგი ისრაელისანი ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა.


და წარიხუნა მოსე ძუალნი იგი იოსებისნი მის თანა, რამეთუ ფიცით ეფუცნეს იოსებს ძენი იგი ისრაელისანი და ერქუა, ვითარმედ ყოფით ყოს უფალმან მოძიება თქუენი და განგიყვანნეს თქუენ ქუეყანისა ამისგან ეგჳპტელთასა და თქუენ თანა წარიხუენით ძუალნი ესე ჩემნი ამიერ და ნუ დაუტევებთ აქა.


ტრვა იყო ძეთა მათ ისრაელთა, წარიძრნეს და წარვიდა ერი იგი სოქოთით და მივიდეს და დაიბანაკეს სოთომს, პირისპირ უდაბნოსა მას.


და უფალი ღმერთი უძღოდა მათ: სუეტითა მით ღრუბლისათა აგრილობდა მათ დღისი და სუეტითა ცეცხლისათა განანათლებდა ღამე.


და არა მოაკლდებოდა სუეტი იგი ღრუბლისა წინამძღურებასა მას დღისასა არცა სუეტი იგი ცეცხლისა ნათობასა მას ღამისასა წინაშე ყოვლისა ერისა.