

სიტყუად იწყო უფალმან მოსესა და აჰრონისა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა და ჰრქუა:


თთუე ესე იყავნ თქუენდა თავად თთუეთა, თთუე პირველი თთუეთა მათ შინა წელიწადისათა.


აწ მივედ შენ და ეტყოდე ყოველსა მას კრვბულსა ძეთა ისრაელთასა: ათსა მის თთჳსასა მოიდედ თჳთეულად კრავი ერთი, თესლად-თესლად და ტომად-ტომად განიყონ კრავი, სახიდ გამოიღონ.


უკუეთუ უმცირეს იყვნენ სახლსა მას და ვერ შემძლებელ იყვნენ კრავისა მის, შეიყონ მეზობელი და მოყუასი სახლად. მსგავსად რიცხჳსა მის კაცთასა მიიღე და თითოეულად ვითარ ეყოფოდის კრავი იგი, განითუალონ კრავი.


ვერძი მოზუერი იყავნ სრულად თქუენდა. საცხოვრისა მისგან ცხოვართასა და თხათასა მოიღოდით.


და იყოს იგი თქუენდა დამარხულ კრძალვით ვიდრე მეათოთხმეტედმდე თთჳსა მის და დაკლას იგი ყოველმან ერმან კრებულმან ძეთა ისრაელისათამან მიმწუხრი.


და მოიღონ სისხლისა მისგან და გამონიშონ ორთავე მათ წირთხლთა მათ ზედა კართასა და ზღურბლთა მათ ზედა სახლებისა მათისათა, რომელთა შინა შეჭამონ იგი მათ.


და შეჭამონ კრავი იგი მასვე ღამესა მწუარი ცეცხლითა და უფოველი პური და ველის ყრდელი ჭამონ, ხოლო შეჭამონ კრავი იგი ესრე სახედ:


ნუ უმწუარი ჭამონ, ნუცა წყლითა მგბარი ჭამონ, არამედ მწუარი ცეცხლითა ტფილად ჭამონ და ადრე შეჭამონ თავ-ფერჴი იგი, ნაწლევითურთ შეჭამონ.


ნეშტსა ნუსადა უტევებდ, განთიად ნუ განაწევებდ, ძუალსა ნუ განსტეხედ, რომელი ნეშტად დაშთეს განთიადმდე მისგანი იგი, ცეცხლითა შეწუედ.


და ჭამდენ ესრე სახედ: კუერთხები ჴელთა, სარტყელი წელთა, ჴამლი ფერჴთა, მალიად-მალიად მსწრაფლ შეჭამონ, რამეთუ ზატიკი არს უფლისა.


და განვლო მე ქუეყანა ეგჳპტელთა მას ღამესა და ვგუემო ყოველი პირმშო კაცითგან მიპირუტყუადმდე და ზედა ყოველსა მას ქუეყანასა ეგჳპტელთასა აღვადგინო შური შურისძიებათა.


და იყოს სისხლი იგი თქუენდა აღსანიშველად ზედა სახლებსა მას, რომელსა შინა იყვნეს ძენი ისრაელისანი, რომელთა შინა დაშენებულ იყვნეთ მუნ,ვიხილო მე სისხლი იგი აღნიშნული ზედა ბჭეთა მათ და დაგიფარნე თქუენ დაცვად თქუენდა გუემისა მისგან რისხვისა, რაჟამს გარდამოსრულ ვიყო და მოვსრვიდე პირმშოსა მას ეგჳპტისასა.


და იყოს იგი დღე თქუენდა საჴსენებელად დღესასწაულად ზატიკებისა უფლისა თესლთა მიმართ ყოველთა, შჯული სიხარულისა უკუნისამდე თავი დღესასწაულთა მათ წელიწადეულთა.


შჳდ დდე უფოველი ჭამეთ და პირველით დღითგანვე ბალარჯობათა მათ განაქარვეთ ყოველივე ცომი სახლებისაგან თქეუნისა. და ყოველმან რომელმან ჭამოს თბისაგან მფოვილისა, მოსპოლვით მოისპოს იგი კაცი ისრაელისაგან პირველით დღითგან დღედმდე მეშჳდედ.


რამეთუ დღე იგი პირველი წოდებულ არს წმიდა და დღე იგი უფლისა წოდებულ არს წმიდა უფლისა. ყოველივე საქმე ხარკით მსახურებასა მათ დღეთა შინა ნუ იქთ, გარნა ერთი იგი საქმე, რომლისა გარეშე არარა განეგების ყოველსა კაცსა, საქმე ესე ხოლო იქმნებოდენ თქუენდა.


ეკრძალენით მცნებასა ამას, რამეთუ დღესა ამას გამოგიყვანებ თქუენ ქუეყანისა ამისგან ეგჳპტელთასა და გეპყრან თქუენ დდე იგი თესლითი თესლადმდე თქუენდა შჯულად საუკუნოდ.


იწყეთ თქუენ ათოთხმეტითგან დღით მის თთჳსა პირველისათ ჭამად უფოველისა მწუხრითგან ვიდრე დღედმდე მეოცედ მძდურად თთჳსა მის მიმწუხრადმდე.


შჳდ დღე ნუ იპოებინ ცომი სახლებსა თქუენსა. ყოველმან რომელმან ჭამოს ცომოვანი, მოისპოს იგი კაცი ერისა მისგან ძეთა ისრაელისათა გარეშე მოსრულთა მათ მწირთა და შიშუელთა ბუნაკთა მათ მონათაგან სოფლისა მის თქუენისათა რათურთით.


მფუვესა ნუვინ ჭამნ ყოველთა შინა სამკჳდრებელთა თქუენთა, არამედ უფოველი ჭამეთ.


მოუწოდა მოსე მოხუცებულთა ძეთა ისრაელისათა და ჰრქუა მათ: გუალეთ, მოიღეთ თქუენდა თითო კრავი ტომად-ტომადმან თქუენმან და დაკალთ იგი ზატიკად უფლისა.


და მოიღეთ თქუენ უსუპი კონა ერთი საპკურებელი და დააწეთ სისხლსა მას კრავისასა და ადნიშნეთ თქუენ ზედა წირთხლთა მათ ბჭეთასა და ზღურბლსა მას, ხოლო თქუენ ნუ გამოხუალთ კართა მათ სახლისა თქუენისათა მიგანთიადმდე.


რომელსა ჟამსა გარდამოვიდვს უფალი მოსპოლვად ეგჳპტელთა მათ, იხილოს სისხლი იგი სამსავე მას კერძოსა ბჭეთასა და თანა-წარჴდეს ბჭეთა მათ თქუენთა და არა უფლოს მომსურელსა, სიკუდილისა მტარვალსა შესლვად სახლებსა მას თქუენსა და მოსრვად პირმშოსა მის თქუენისა.


ეკრძალენით და დაიცევით სიტყუა ესე წესად შჯულიერად თქუენდა და ნაშობთა თქუენთა მიუკუნისამდე.


უკუეთუ შეხჳდეთ თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა-იგი მოგცემს თქუენ უფალი, ვითარცა გიბრძანა, დაიმარხეთ სიტყუა ესე.


და იყოს: გკითხვიდენ თუ ძენი იგი თქუენნი: რა არს მსახურება ესე?


ჰრქუათ თქუენ: ესე მსხუერპლი შეწირვისა ზატიკისა უფლისა, რამეთუ დაიცვა სახლები ძეთა მათ ისრაელისათა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, რაჟამს იგი ჰგუემდა ეგჳპტელთა მათ გუემითა მით განუგებელითა და სახლები იგი ჩუენი განარინა.


დადრკა ყოველი იგი ერი ძეთა ისრაელისათა პირსა ზედა თჳსსა და დამხედ თაყუანის-სცეს და სწრაფით წარვიდოდეს აღსრულებად ქუეყანისა მის ბრძანებულისა, რომელ-იგი ამცნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისათა.


და იყო: განზოგებასა ოდენ ღამისასა გარდამოჴდა უფალი ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა მოსპოლვად ყოვლისა მის პირმშოებისა ეგჳპტისა კაცითგან მიპირუტყუადმდე, პირმშოთაგან ფარაოსით, რომელ-იგი ჯდა სასთულთა მათ საერკულოთა, მიპირმშოდმდე ტყჳსა მის, რომელი გამოეკრა ფქვილთა მათ.


აღდგა სწრაფით ფარაო ღამე და ყოველნივე იგი მთავარნი მისნი და ყოველი ერი ქუეყანისა მის ეგჳპტისა და იყო გოდება და ღაღადება დიდ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა, რამეთუ არა იყო სახლი, რომელსა შინა არა იდვა მკ[უ]დარი.


უწოდა მუნქუესვე ფარაო მოსეს და აჰრონს დამე და ჰრქუა: აღდეგით და წარვედით აწვე ერისაგან ჩემისა თქუენ და ძენი იგი ისრაელისანი, გუალეთ და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, ვითარცა-იგი სთქუ,


კაცით, საცხოვრით და ყოვლით აღგებულებითურთ თქუენით, გარნა მე ხოლო მაკურთხევდ.


მაშინ იწყეს წუევად და იძულებად ეგჳპტელთა მათ ერისა მის ისრაელისა, ურვით წუევით განსლვად ქუეყანისა მისგან ეგჳპტისა, რამეთუ ესრე გულსა დაიდვეს, ვითარმედ წუთღა თუ დაიგჳანონ, ერთბამად მოისპოს ყოველივე იგი ერი ეგჳპტისა.


და აღიღო ერმან მან თბე იგი აღსუარული მჩურითა განუფოველი და გარდაიკიდეს მჴართა მათთა და განვიდეს.


და ყვეს ეგრე ძეთა მათ ისრაელისათა, ვითარცა-იგი უბრძანა მათ მოსე. და მოითხოეს სამოსელი იგი შესხმად მამაკაცმან მოყუსისაგან თჳსისა და დედაკაცმან მეზობლისაგან თჳსისა, ჭურჭელი ოქროსა და ვეცხლისა და სამოსელი პატიოსანი.


და უფალმან მოსცა მადლი ერსა თჳსსა წინაშე ეგჳპტელთა მათ, რამეთუ განუჴსნნა გულნი მათნი, და მისცეს, ვითარცა იგინი სთხოვდეს, და მოიღეს და შეუკრიბეს ყოველივე ძეთა მათ ისრაელისათა. და ესრეთ განძარცული და განშიშულებული დაუტევეს ქუეყანა იგი ეგჳპტელთა მათ.


იტრა და წარვიდა გუნდ[ნ]ი იგი ისრაელისანი რამესით სოქოთით ექუს ათასი მამაკაცი ხოლო მოქმედი მკჳრცხლი მრავალი და ხჳნტი გარეშე.


და სხუაცა მორთავი კაცები მრავალი გამოვიდოდა მათ თანა, საცხოვარი და კარაული და მონები მრავალი ფრიად.


და ქმნეს ადრე ყურბეულები თბისა მისგან უფოველისა, რომელ-იგი გამოიღეს ეგჳპტით, რამეთუ აწუევდეს და აიძულებდეს მათ გამოსლვად ეგჳპტელნი იგი და არღარა აცალეს, ვითარმცა შესუარეს და ცომი შეუყვეს და შეიცხვეს და შჯულად საგზლად წარიდეს, რამეთუ ზარტეხილ იყვნეს ეგჳპტელნი იგი და ვერ დაუთმობდეს რისხვასა.


და იყვნეს ჟამნი მათ წელიწადთანი, რომელთა მოვიდეს და დაეშენნეს მწირობით ძენი იგი ისრაელისანი და მამანი მათნი ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა და ქანანს, ოთხას ოც და ათ წელ.


და იყო: შემდგომად ოთხას ოც და ათისა წლისა გამოვიდა ერი იგი ძლიერი უფლისა ქუეყანით, გამოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა*.