

და ჰრქუა უფალმან მოსეს: ერთი-ღა გუემა მივავლინო მე ფარაოს ზედა და ეგჳპტელთა მაგათ და მაშინ-ღა თუ გამოგავლინნეს თქუენ, არამედ რაჟამს გამოგავლინებდეს თქუენ, ყოვლითურთ გამოგასხნეს თქუენ მაგიერ.


ეტყოდე შენ ფარულად ყურთა ერისათა, რათა მივიდენ და სამკაული შესასხმელად მო-ითხოვონ ეგჳპტელთა მათგან მამა-კაცმან მოძმისაგან თჳსისა და ეგრევე დედაკაცმან მახლობელისაგან თდსისა ჭურჭელი ოქროსა და ვეცხლისა და სამოსელი პატიოსანი.


და უფალმან მისცა მადლი ერსა თჳსსა წინაშე ეგჳპტელთა მათ და განუჴსნა გული მათი მოცემად მათდა სამკაული იგი შესხმად, ვითარცა რას ითხოვდეს იგინი მათგან. კაცი იგი მოსე განდიდნა და აღმაღლდა დიდად ფრიად წინაშე მეგჳპტელთა მათ და წინაშე ფარაოსა და წინაშე ყოვლისა ერისა მისისა.


სიტყუად იწყო მოსე და თქუა: ამას იტყჳს უფალი: შუა ღამესა ოდენ მე მოვიდე და შევიდე შორის ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.


ვგუემო და მოვსპო ყოველი პირმშო ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა კაცითგან მიპირუტყუადმდე, პირმშოთაგან ფარაოსით, რომელი ზის სასთულთა საერკოლოტოთა. მიპირმშოდმდე მჴევლისა, რომელი-იგი გამოჰკრავს ფქვილთა მათ.


და იყოს ღაღადება დიდ ყოველსა ზედა ეგჳპტესა, რომელ ეგევითარი ღაღადება არასადა ყოფილ იყოს შორის მათსა, არ-ცა-ღა მერმე ყოფად არს მიაღსასრულადმდე ჟამთა.


გარნა შორის ძეთა მათ ისრაელისათა ლეკჳსაცა ერთისა ჭუმინვა არცა იყოს კაცითგან მიპირუტყუადმდე, რამეთუ არავის ევნებოდის, რათა განცხადნეს, ვითარ იდიდოს უფალი ღმერთი შორის ეგჳპტელთა მაგათ და შორის ისრაელისა.


და მოვიდენ ყოველნი ეგე მონანი შენნი ჩემდა, თაყუანის-მცენ მე და თქუან: განვედ შენ და ყოველი ეგე ერი შენი, რომელსა შენ უძღჳ და მაშინღა წარვიდე. ესე თქუა მოსე და გამოვიდა პირისაგან ფარაოსისა სავსე გულისწყრომითა.


და ჰრქუა უფალმან მოსეს: არა ყოფად არს, არა ისმინოს შენი ფარაო, არათუ აღვავსო და აღვასრულო ყოველივე იგი ნიშები ჩემი და სასწაულები ქუეყანასა მას ზედა ეგჳპტელთასა.


ყვეს მოსე და აჰრონ ყოველივე სასწაულები და ნიშები ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა წინაშე ფარაოსა, ხოლო უფალმან განაფიცხა გული ფარაოსი და არავე გამოუტევებდა ძეთა მათ ისრაელისათა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა.