TITUS
Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar
Part No. 5
Previous part

Chapter: 4  
სიტყჳსათჳს


Speaker: N  
Sentence: 1     ნიკოლაოსმან: რაჲ არს სიტყუ̂ა?

Speaker: I  
Sentence: 2     
იოანემ: სიტყუა არს ჴმა მარტივი ანუ შედგომილი ლექსთა ძლით, მნიშუნელად აჰზრისა მის, რომელიცა უბნობს. მაგალითი: შჳლნი თანამდებ არიან შეყუარებად და პატივისცემად მშობელთა. აგრეთვე ესსახედ: ვჰსწავლობ, ვესავ, მიყვარს, ვაქებ და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 3     
ნიკოლაოსმან: თხზულება სიტყჳსა რაოდენ სახედ იწვალების?

Speaker: I  
Sentence: 4     
იოანემ: [ორ სა]ხედ: საჩინოდ და უჩინოდ. საჩინო არს [ესე, მაგა]ლ(ითად): უფალსა ვესავ, არა შემეშინოს მე, რაჲ მიყოს კაცმან. ხოლო უჩინო: უფალო, ბაგენი ჩემნი...

Speaker: N  
Sentence: 5     
ნიკოლაოსმან: რომელია უნაწევრო და ნაწევროვანი თხზულება?

Speaker: I  
Sentence: 6     
იოანემ: უნაწევრო თხზულება არს ქსოვა დიბისა, ყალაManuscript page: A_50v  მქრისა, სფირიდისა და ესევითარსა, ხოლო ნაწევროვანი თხზულება არს, რომელიც სიტყუ̂ა დაიწერება ესრეთ: დასაბამი სიბრძნისა, შიში უფლისა და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 7     
ნიკოლაოსმან: Page of ed.: 130  ვითარ არიან განყოფილნი სიტყუ̂ა და ლექსი?

Speaker: I  
Sentence: 8     
იოანემ: ამით, რომ მრავალი თხზულება ლექსთა სიტყვასა და აზრსა წარმოადგენენ კაცისასა, ხოლო მარტოდ ვერ შემძლებელ არს წარმოჩენად აჰზრისა თხზულება ლექსთა და ამით განეყოფა სიტყვასა.

Speaker: N  
Sentence: 9     
ნიკოლაოსმან: რაოდენად იწვალება სიტყუ̂ა?

Speaker: I  
Sentence: 10     
იოანემ: ორად, ესე იგი სრუ̂ლად და უ̂სრულოდ. სრული სიტყვა არს ესე, მაგალითი: სიბრძნე და გონიერება ხელმწიფებენ ქუ̂ჱყანასა ზედა. ხოლო უსრული სიტყუ̂ა არს ესე: გარეშე გონიერებისა, და ესე შეასრულებს: არ არს ცხოვრება რიგიანი.

Speaker: N  
Sentence: 11     
ნიკოლაოსმან: რაჲ არს წარმოჩენილი სიტყუ̂ა და შინაგან მდებარე?

Speaker: I  
Sentence: 12     
იოანემ: წარმოჩენილი სიტყვა არს უბნობა ცხადად ანუ საიდუმლოდ ჰაზრთა ჩუ̂ჱნთა, ხოლო შინაგან მდებარე სიტყუ̂ა არს, რომელსა გონებით ვჰმსჯელობთ და ესე მხოლოდ უწყის სულმან კაცისამან და ღმერთმან.

Speaker: N  
Sentence: 13     
ნიკოლაოსმან: რაოდენად იწვალების კვალად სიტყუ̂ა?

Speaker: I  
Sentence: 14     
იოანემ: ხუთად: 1. საზღვრებითად, 2. ბრძანებითად, 3. საწადად, 4. ჳპოტეტიკად ანუ უკეთუობითად, 5. განუსაზღვრელად. ხოლო საზღვრებითი სიტყუ̂ა დაიდება სამად: აწმყო არს უკუ̂ჱ ესე, მაგალ(ითად): ვხედავ კაცთა, ვითარცა ხეთა მიმოვალთა; [სიტყ]უ̂ა ნამყო: იხილა იესო ნათანაელ მომავალი მისა; ხოლო მყოობადი: უფროსი ამათსა იხილო.

Speaker: N  
Sentence: 15     
ნიკოლაოსმან: რომელი არს სიტყუ̂ა ბრძანებითი?

Speaker: I  
Sentence: 16     
იოანემ: ნუ შეიწყალებთ ყოველთა მოქმედთა უჰსჯულოებისათა!
Sentence: 17     Manuscript page: A_51r  
ნიკოლაოსმან: მითხარ საწადი და სხუ̂ანიცა.

Speaker: I  
Sentence: 18     
იოანემ: სიტყუა საწადი არს ესე: ნეტარ იყუნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ. ჳპოტეტიკა, ანუ უკეთუებითი არს ესე: უფალო, უკეთუმცა აქა ყოფილიყავ, არამცა მომკვდარიყო ძმა იგი ჩემი. განუსაზღვრებელი დროებითი არს, რომელი ქუ̂ჱმდებარესა არცა ერთსა ცუ̂ალებასა შინა განარჩევს Page of ed.: 131  პირებითად; მაგალ(ითად): შეყვარებად ღმერთი; ქმნად სიმართლე; დამარხუად მცნებანი. ხოლო ესეგუარნი ვიდრემე სიტყუ̂ანი ითხოენ ნიადაგ მოკიდებასა საზღვრებითთა მიმართ, ანუ ბრძანებითთა, რათა სავსედ გაიგონებოდენმცა; მაგალ(ითად): სათანადო არს შეყვარებად ღმერთი, ქმნად სიმართლეჲ, დამარხუ̂ად მცნებანი და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 19     
ნიკოლაოსმან: კვალად არიან სხუ̂ანიცა ნაწილნი სიტყვისანი?

Speaker: I  
Sentence: 20     
იოანემ: არიან უკუ̂ჱ ნაწილნი სიტყვისანი რვანი, ესე იგი: სახელი, ნაცუალსახელი, ზმნა, მიმღეობა, თანდებული, ზმნისზედა, კავშირი და შორისდებული.




Next part



This text is part of the TITUS edition of Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.