TITUS
Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar
Part No. 4
Previous part

Chapter: 3  
ლექსისათჳს


Speaker: N  
Sentence: 1     ნიკოლაოზმან: რაჲ არს ლექსი?

Speaker: I  
Sentence: 2     
იოანემ: ლექსი არს მარტივი ანუ რთული სულის ჴუ̂ჱთითა ჴმა, შედგმული ერთისა ანუ მრავალთა მარცუ̂ალთაგან მნიშვნელად რაჲსამე ნივთისა ანუ საქმისა, მაგალ(ითად): ძე, ხე, ძმა, კაცი, მე ვჰსწერ. ხოლო რიცხვნი მარცუალთანი აღირიცხვიან რიცხუთა ძლით ჴმოვანთა ასოთასა.

Speaker: N  
Sentence: 3     
ნიკოლაოზმან: რო[მ]ლითა განეყოფის ლექსი ასოსა და მარცუალსა?

Speaker: I  
Sentence: 4     
იოანემ: ამით, ვითარმედ ლექსი ჴმა არს სანიშნო, ხოლო იგინი არ არიან სანიშნო.
Sentence: 5     Manuscript page: A_50r  
ნიკოლაოზმან: რაოდენად იწვალების ლექსი?

Speaker: I  
Sentence: 6     
იოანემ: ერთმარცლოვანად და მრავალმარცლოვანად; მაგალითი: ცა, ხე, ძე და სხუ̂ანი. ხოლო მრავალმარცვლოვანი: მეფე, ეკკლესია, ჴელმწიფე და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 7     
ნიკოლაოზმან: რომლითა არიან ლექსი და სიტყუ̂ა ზიარ და რომლითა განყოფილ?

Speaker: I  
Sentence: 8     
იოანემ: ზიარი ამით არის ლექსი სიტყვისა, ვინადგან ესეცა უმთავრესი ნაწილია ღრმმატიკისა, ხოლო განყოფილი Page of ed.: 129  ამით, რამეთუ ლექსი უკუ̂ჱ არს ხმა ერთი, ხოლო სიტყუ̂ა _ მრავალი, ვინაჲდგან თხზულება ლექსთაა, მაგალითი: მასწავლელთა კეთილთა ჰსწავლანიცა კეთილ არიან. ამით დაინიშნა, ვითარმედ ჴმამრავალი არს სიტყუ̂ა, გარნა არა ყოველი ჴმა, არამედ ესეგუარი, რომელიც წარმოაჩენს აჰზრსა კაცისასა.

Speaker: N  
Sentence: 9     
ნიკოლაოსმან: ლექსი ესე ცაჲ რაჲ არს ღრმმატიკისამებრ?

Speaker: I  
Sentence: 10     
იოანემ: არს ვიდრემდე ლექსი, რომელ არს ჴმა სანიშნო.

Speaker: N  
Sentence: 11     
ნიკოლაოსმან: ლექსი ესე ხე ღრმმატიკისამებრ რაჲ არს?

Speaker: I  
Sentence: 12     
იოანემ: არს ვიდრემე ლექსი, ვინაჲდგან არს სანიშნო, და არს მარცვალიცა, ვინაჲდგან არს ჴმა რაიმე ერთითა ოჴვრითა გამოღებული და ესფერვე გაიგონე სხვანიცა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.