TITUS
Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar
Part No. 6
Previous part

Chapter: 5  
სახელისათჳს, რომელი არს პირველი ნაწილი


Speaker: N  
Sentence: 1     ნიკოლაოსმან: რაჲ არს საჴელი?

Speaker: I  
Sentence: 2     
იოანემ: სახელი არს ნაწილი სიტყჳსა, მნიშვნელი არსებისა, გინა ნივთისა, ანუ პირისა რაიმე, მაგალ(ითად): უფალი, ცა, ქუ̂ჱყანა, კაცი, ცხენი, ბრძენი, თეთრი და სხუანი.

Speaker: N  
Sentence: 3     
ნიკოლაოსმან: რაოდენად იწვალების სახელი?

Speaker: I  
Sentence: 4     
იოანემ: არსებითად და ზედშესრულად. სახელი არსებითი არს, რომელიცა თავით თჳსით მდგომარეობს და არა არს მოქენე სხვისა შემტკიცებისა სიტყუ̂ასა და ზრახუ̂ასა შინა, მაგალითი: ღმერთი, მზე, კაცი, პეტრე, ქალაქი, ლომი და სხუ̂ანი.
Sentence: 5     
კვალად არსებითი სახელი განიყოფების სამად, ესე იგი: საზოგადოდ, სათჳთოდ ანუ კერძოებითად Manuscript page: A_51v   და შემკრებელობითად. საზოგადო არსებითი სახელი იგი არს, რომელიცა ნიშნავს ნივთსა, საზოგადოსა ანუ საყოველთაოსა, მაგალ(ითად): არსება, ცხოელი, კაცი, ნერგი, ქუ̂ა და სხუანი. სათჳთო ანუ კერძოებითი სახელი იგი არს, რომელიცა დანიშნავს პირსა ანუ ნივთსა სათჳთოდ განრჩევით, მაგალ(ითად): პეტრე, პავლე, ვარდი, მარგალიტი და სხუ̂ანი. ხოლო შემკრებელობითი არსებითი სახელი იგი არს, რომელიცა დანიშნავს ნივთთა ანუ პირთა მრავალთა, ერთად შეკრებულთა, მაგალ(ითად): ხუ̂ავი, არვე, კრებული, გუნდი, ჯოგი და სხუ̂ანი.
Sentence: 6     
ზედშესრული სახელი არს იგი, რომელიცა თავით თჳსით, Page of ed.: 132  თჳნიერ არსებითისა სახელისა, რომელსაცა ზედა შევალს იგი, ვერ მოგვცემს იგი სწორედ შემემცნებასა მის ნივთისა ანუ პირისასა, მაგალ(ითად): თეთრი, შავი, მშვიდი, მოკლე, გრძელი და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 7     
ნიკოლაოსმან: მითხარ დადებითი სახელი.

Speaker: I  
Sentence: 8     
იოანემ: დადებითი ზედშესრული სახელი იგი არს, ოდესცა არსებით[სა] ზედა სახელსა შეისმინების მნიშვნელად ოდენ მარტივისა ვითარებისა რაოდენობა, მაგალ(ითად): კაცი მჴნე, ლომი მძვინვარე, კეთილი, ბოროტი, გრძელი, მოკლე და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 9     
ნიკოლაოსმან: შემჰსგავსებითი ზედშესრული სახელი ვითარ არს?

Speaker: I  
Sentence: 10     
იოანემ: შემჰსგავსებითი ზედშესრული სახელი არს, ოდეს ორთა ნივთთა შეჰამსგავსებ ურთიერთისადმი და ერთსა შემჰსგავსებულად აღმოაჩენ მეორისადმი, დართვითა მარცვლებთათა ესრეთ: ებრი, მაგალ(ითად): სიმტკიცე ანდამატებრი, ძალი ლომებრი და სხუანი.

Speaker: N  
Sentence: 11     
ნიკოლაოსმან: უაღრესობითი ვითარ არს?

Speaker: I  
Sentence: 12     
იოანემ: უაღრესობითი ზედშესრული სახელი არს იგი, ოდეს ორთა ნივთთა ურთიერთისა შორის შემგზავსებით ცხად ჰყოფდეს, ანუ უდიდეს და ანუ უკნინეს, დასხმითა მარცვალთა ამათ მიერ წინა, ესე იგი: . უუ. ყოვლად, ფრიად, მაგალ(ითად): კეთილესი, უუკეთილესი, სათნოება დიდესი ანუ ყოვლად დიდი, საქმე მცირესი ანუ უუმცირესი, გინა ფრიად მცირე, გინა ყოვლად მცირე და სხუანი.
Sentence: 13     Manuscript page: A_52r  
ნიკოლაოსმან: თჳსებანი ანუ მდევარნი სახელისანი რაოდენნი არიან?

Speaker: I  
Sentence: 14     
იოანემ: ექუსნი: ნათესავი, ნაკუ̂ჱთი, სახე, რიცხვი, ბრუნვა და ბრუნუ̂ჱბა.

Speaker: N  
Sentence: 15     
ნიკოლაოსმან: მითხარ თჳთეულად.

Speaker: I  
Sentence: 16     
იოანემ: ნათესავნი უკუ̂ჱ სახელისანი არიან ოთხ: მამრობითი, მდედრობითი, უმეშაობითი და ზოგებითი. მამრობითი სახელი იგი არს, რომელიც ჰნიშვნიდეს ბუნებითად მამრსა ცხოველსა რაისამე მყოფსა, მაგალ(ითად): მამაკაცი, მამა პაპა, ძმა, წული, ბიძა; აგრეთვე: კურო, ერკემალი, ეშვი, მამალი და სხუ̂ანი.
Sentence: 17     
მდედრობითი სახელი იგი არს, ოდესცა ნიშვნიდეს ბუნებითად Page of ed.: 133  მდედრსა, ვითარსამე ცხოელსა, მაგალ(ითად): დედა, ბებია, მამიდა, დაჲ, ქალი; აგრეთვე; დედალი ნეზჳ, ფური, ხრდალი და სხუ̂ანი.
Sentence: 18     
უმეშაობითი სახელი არს იგი, რომელიც ნიშვნენ უცხოელოთა ნივთთა რასმე, მაგალ(ითად): ქუ̂ჱყანა, ქუ̂ა, ხე, ძელი და სხუ̂ანი.
Sentence: 19     
ზოგებითნი სახელნი არიან იგინი, რომელნიცა დანიშვნენ ერთად მამრთა და მდედრთა, მაგალ(ითად): კაცი, პირუტყჳ, შჳლი, ჴბო, მართუ̂ჱ, ლეკვი, ნუკრი და სხუანი.
Sentence: 20     
ნაკუ̂ჱთნი სახელისანი არიან სამ: მარტივი, ჰრთული და ზედრთული. მარტივად უკუ̂ჱ იწოდების იგი სახელი მაშინ, ოდესაცა ერთი ლექსი[ს] სახელი ნიშვნიდეს რაისამე, მაგალ(ითად): ღმერთი, კაცი, წმინდა, მოყუარე და სხუ̂ანი.
Sentence: 21     
რ[თულად იწო]დების იგი, ოდესცა ორი ლექსი შეერთებული [ერთ სახელა]დ ნიშვნიდეს რაისამე, მაგალ(ითად): ღვთის მოყუ̂არე, კაც პატიოსან, ეკკლესიის მოძღვარ და სხუანი.
Sentence: 22     
ზედრთული არს იგი, ოდესაც რთულსა ორსა ლექსსა ზედა Manuscript page: A_52v   მესამე, ანუ უმეტეს დაერთოს რაჲმე რთული, მაგალ(ითად): ღმერთ მამაკაცი, მწყემს კეთილ მოძღვარ, იოანე ღვთის მეტყველ, ქადაგ მახარებელი და სხუანი.

Speaker: N  
Sentence: 23     
ნიკოლაოსმან: რაოდენნი არიან სახენი სახელთანი და ვითარ იგულჴმებიან?

Speaker: I  
Sentence: 24     
იოანემ: სახე სახელისა არს: ანუ პირველი სახე, ანუ სხმითგარდასვლითი ანუ მრჩობლსხმითგარდასვლითი.
Sentence: 25     
პირველ სახედ საჴელად იწოდების იგი, ოდესაც სახელი იგი თჳნიერ მრავალთა რაიმეთა მარცუალთა დამატებით, ანუ მიჴდითა, ანუ შენაცვლებითა ნიშვნიდეს საკუთრად ნივთსა, მაგალ(ითად): კაცი, ბრძენი, წმინდა და სხუანი.
Sentence: 26     
სხმით-გარდასვლითი არს იგი, ოდესაც პირველ სახესა დაესხმიან, ანუ შეეცვალებიან, ანუ მიეჴდებიან მარცუალნი რაიმენი და შესცვლიან ვითარმე მნიშუნელობასაცა მისსა, მაგალ(ითად): კაცება, სიბრძნე, სიწმინდე და სხუანი.
Sentence: 27     
ხოლო მრჩობლსხმითგარდასვლითი სახელნი არიან იგინი, ოდესაც სხმითგარდასვლითთა სახელთა დაესხმიან მარცუალნი რაიმენი და ჰსცვალებენ ვითარსამე ნიშვნელობასა Page of ed.: 134  მისსა, მ[აგალ](ითად): კაცობრივობა, სიწმინდეობა, სიბრძნეობა და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 28     
ნიკოლაოსმან: კვალად არიან რომელნიმე გუარნი სხმითგარდასვლისანი?

Speaker: I  
Sentence: 29     
იოანემ: არიან, ვინაჲდგან მარცუალნი ესე, ანუ მარცუ̂ალაკნი დაესხმიან, ანუ დაემატებიან პირველ სახეთა სახელთა ზედა და ჰსცვლიან ვითარსამე მნიშვნელობასა მისსა. ამისთჳს პოვნილ არიან რაოდენნიმე გუ̂არობანი სხმითგარდასვლითისანი, რომელსა უწოდებენ აღლამთა, ანუ კერპთა*, რომელნიცა აღირიცხვიან ქუ̂ჱმორე.
Sentence: 30     
1. მოგებითი, ესე იგი არს, ვისიცა რაიცა არს, მაგალ(ითად): საერთო, სამეფო, საჩემო, სასწავლებელი და სხუ̂ანი.
Sentence: 31     
2. ადგილობითი, რომელნიცა დანიშვნენ ადგილისა გამოსა... რასამე, მაგალ(ითად): ზეციერი, ქუ̂ჱყნიერი, [ქართველი და] სხუ̂ანი.
Sentence: 32     
3. ნათესაობითი ანუ მამეულობითი, რომელიცა ნიშნავს მას, ვინცა ვისგანმე წარმოებს; მაგალ(ითად): დავითიანი, ბაგრატოვანი, მცხეთელი, ტფილსელი და სხუანი.
Sentence: 33     Manuscript page: A_53r  
4. ქონებითი, ესე იგი არს, ვინც რაისაგან არს ნიჭებულ ანუ განვითარებულ; მაგალ(ითად): გონებიანი, მეჴსიერი, ჴმიანი, გჳრგჳნოსანი, ყმოსანი, თეთროსანი და სხუ̂ანი.
Sentence: 34     
5. აღმატებითი, ანუ არსებითი, ოდეს დაესხმიან რა მარცვალნი ანუ ზედშესრულთა სახელთა, ანუ სახელზმნათა და მით დამნიშვნელობასა მათსა ჰყოფენ არსებითად ანუ აღმატებითად; მაგალ(ითად): სიწმინდე, სიმშვიდე, ხატება, მჰსგავსება, მწერლობა და სხუ̂ანი.
Sentence: 35     
6. წესებითი, რომელნიცა რიცხობითთა ოდენ სახელთა დაესხმიან; მაგალ(ითად): მეორე, მესამე, მეოთხე და სხუ̂ანი.
Sentence: 36     
7. კნინობითი, რომლისაცა მნიშვნელობა დაამცირებს მნიშვნელობასა ნივთისასა; მაგალ(ითად): ბრძენაკი, გლახაკი, სახლაკი და სხუანი.
Sentence: 37     
8. რომელნიმე ზედწოდებით სახელთა თანა არიან მნიშვნელნი Page of ed.: 135  მამრობითისა და მდედრობითისა უკანასკნელისა მარცვლისა შეცვალებისა გამო, ესრეთ მაგალ(ითად): უფალი არს მამრობითი, უფალა არს მდედრობითი, თავადი არს მამრობითი, თავადინა არს მდედრობითი და სხუანი. თუმცა არა ჴმარობენ ესეგუარ ქართველნი გარჩევით, გარნა ბერძენთა ენისაგან არის ძველთა ფილოსოფოსთაგან მოღებული. ეგრეთვე მამრობითისა კერძოვი სხმითგარსავლითისა ქართულთამებრ ენისა არა მოვალნ, გარნა ბერძენთა ენისასა ვიხმევთ ესგუ̂არ, მაგალ(ითად): ქართველთა ენისამებრ _ მატთე, ხოლო ბერძენთა ენისამებრ ვიხმევთ მატთეოს, და ესეგვარვე მდედრობითისა _ ანასტასია, პელაგია და სხუ̂ანი.
Sentence: 38     
9. რომელნიმე ზედწოდებით მფარველობითად, რომელიცა ნიშნავს დაცვასა რომლისამე ნივთისა ანუ არსებისასა, და რომლითაცა ზედა დასხმითა მარცვალთათა აღმოჩნდების: მე, ფა, , მო, მაგალ(ითად): მემტილე, მეურნე, ფარვა, მფარავი, მოურავი და სხუ̂ანი.
Sentence: 39     
10. რ[ომელნიმე ზედ]წოდებით არიან შემჰსგავსებითად, საკადრად ამისთჳს, რ[ათა სახელნი] კერძოვდასხმულნი შეინიშვნენ შემჰსგავსებითად ესრეთ, მაგალ(ითად): შესაბამი, საკადრი და სხუანი.
Sentence: 40     
11. აგრეთვე საკუთრად შემჰსგავსება მარცვალთაგან აღმოჩნდების ესსახედ: ანე, ანი, ესე იგი: ქრისტე, ქრისტიანე, ვასილ, ვასილიანი და სხუანი.
Sentence: 41     Manuscript page: A_53v  
12. უკუთქმითი, რომლისაცა მნიშვნელობა უკუსთქუამს პირველსა და წინააღმდეგომსა შეასმენს, მაგალ(ითად): უსახური, უღმრთო, უწყალო, უსმი, უმკაცრო, უთქვი და სხუ̂ანი.
Sentence: 42     
13. ყოველნი შემჰსგავსებითნი და უაღრესობითნი ზედშესრულნი სახელნი დაიდებიან ამა რიცხუ̂თა შორის: ზმნასხმითნი ანუ სახელზმნანი, რომელნიცა წარმოებენ ზმნათაგან ესგუარ, მაგალ(ითად): წერა, კითხუ̂ა და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 43     
ნიკოლაოსმან: რაოდენნი არიან რიცხუ̂ნი სახელთანი და ვითარ იგულჴმებიან?

Speaker: I  
Sentence: 44     
იოანემ: ორნი ვიდრემე არიან, ესე იგი: მხოლოობითი და მრავლობითი. მხოლოობითი სახელი არს, ოდესცა Page of ed.: 136  სახელი იგი ჰნიშვნიდეს ერთსა ნივთსა რაისამე, მაგალ(ითად): კაცი, მოციქული, მღვდელი და სხუ̂ანი; ხოლო მრავლობითი არს იგი, ოდესცა სახელი იგი ნიშვნიდეს მასვე ნივთსა მრავლად, მაგალ(ითად): კაცნი, მოციქულნი, მღვდელნი და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 45     
ნიკოლაოსმან: რაჲ არიან ბრუნვანი სახელთანი, ანუ რაოდენნი არიან, და ანუ რა მნიშვნელობა აქუსთ?

Speaker: I  
Sentence: 46     
იოანემ: ბრუნვად სახელისად უწოდთ მას, ოდესცა ცუ̂ალებითა ანუ დამეტებითა უკანასკნელთა მარცუალთათა ჰსცუალებენ ვითარსამე მნიშვნელობისა სახესაცა, რომელთაცა გუ̂არობანი არიან რუ̂ა: 1) წრფელობითი; 2) ნათესაობითი; 3) მიცემითი; 4) შემასმენელობითი; 5) დაწყებითი; 6) მოთხრობითი; 7) მოქმედებითი; 8) წოდებითი.
Sentence: 47     
1. წრფელობითად იწოდების მაშინ სახელი, ოდესცა ცხადჰყოფდეს საკუთრად ნივთსა ანუ საქმესა რაჲსამე მხოლოობითად და მრავლობითად, მაგალ(ითად): კაცი, კაცნი და სხუანი.
Sentence: 48     
2. ნათესაობითად იწოდებს, ოდესცა ჰნიშვნიდეს ნივთსა ანუ საქმესა ქონებულსა, მაგალ(ითად): კაცისა, კაცებისა და სხუანი.
Sentence: 49     
3. მიცემითად _ ოდესცა ნივთისადმი იყოს საქმე რაჲმე, მაგალ(ითად): კაცს, კაცთ და სხუ̂ანი.
Sentence: 50     
4. შემასმენილობითად _ ოდესცა ქმნილი არს [ვისგანმე რაი,] მაგალითი: კაციჲ, კაცნიჲ, ესე იგი არს, ჰქმნა [ღმერთმან კაცი და] სხუანი.
Sentence: 51     
5. დაწყებითად _ ოდესცა წარმოებდეს რაიცა ვისგ[ანმე], მაგალ(ითად): კაცისაგან, კაცთაგან და სხუანი.
Sentence: 52     
6. მოთხრობითად _ ოდესცა მოითხრობოდეს საქმე ვისიმე, მაგალ(ითად): კაცმან, კაცებმან და სხუ̂ანი.
Sentence: 53     
7. მოქმედებითად _ ოდესცა ღონეთა ანუ საშუ̂ალობითა ვისთამე Manuscript page: A_54r   იქმნებოდეს რაიმე, მაგალ(ითად): კაცითა, კაცებითა და სხუ̂ანი.
Sentence: 54     
8. წოდებითი _ ოდესცა მოუწოდთ, ანუ დაუძახებთ ვისმე სახელით, მაგალ(ითად): კაცო, კაცნო.
Sentence: 55     
ჩუ̂ჱნსა ენასა შინა წრფელობითი ბრუნვა და შემასმენელობითი, ოდესმე წოდებითიც, მჰსგავს არიან, ვითარცა ზემორე ჰსჩამს და კუალადცა გაჩვენებ სინტაქსსა შინა. ხოლო სხვებ ბრუნვასა შინა სხუ̂აობენ დაბოლოებითა მარცვალთათა. აგრეთვე რომელნიმე ბრუნვანი საზოგადოჲსა სახელისანი და სათჳთოჲსანი, რომელნიმე მჰსგავსებენ ბრუნვითა წრფელობითსა შინა, ხოლო ნათესაობითსა შინა განიყოფიან, ვითარცა: Page of ed.: 137  მარიამ, მარიამისა; არსება, არსებისა; მზე, მზისა. ხოლო ესე განეყოფების ამით: ქრისტე, ქრისტესი; ანნა, ანნასი და სხუანი მჰსგავსნი მათნი, , , , და სხვათა ხმოვანთა ზედა ანუ უხმოთა დაბოლოებულნიცა ესგუ̂არ იმცენ, და აქა შეუდგინოთ ბრუნვათა გუარნი:










Sentence: 56        მხოლოობითი   მრავლ(ობითი)   მხოლ(ოობითი)   მრავლ(ობითი)
წრ(ფელობითი)   მარიამ   მარი[ამნი]   არსება   არსებანი
ნა(თესაობითი)   მარიამისა   მარია[მებისა]   არსებისა   არსებებისა
მი(ცემითი)   მარიამს   მარიამე[ბს]   არსებას   არსებებს
შე(მასმენელობითი)   მარიამი   მარიამნი   არსებაჲ   არსებანი
და(წყებითი)   მარიამისგან   მარიამებისგან   არსებისაგან   არსებებისაგან
მოთ(ხრობითი)   მარიამმან   მარიამებმან   არსებითა*   არსებებითა
მოქმედებითი   მარიამითა   მარიამებითა   არსებამან   არსებებითა
წო(დებითი)   მარიამ   მარიამნო   არსო   არსებანო



Sentence: 57     
ესსახედ: მზე, ტაძარი და სხუანი მჰსგავსნი ამათნი ესსახედ დაბრუნდებიან, ვითარცა ზემორე, ხოლო ქრისტე, ანნა ესსახედ იხილე:










Sentence: 58        მხოლოობითი   მრავლ(ობითი)   მხოლ(ოობითი)   მრავლ(ობითი)
წრ(ფელობითი)   ქრისტე      ანნა   ანნანი
ნა(თესაობითი)   [ქრისტესი      ანნასი   ანნაებისა
მი(ცემითი)   ქრისტეს      ანნას   ანნებს
შემასმენლობითი   ქრისტეი      ანნაჲ   ანნანი
და(წყებითი)   ქრისტესაგან      ანნასგან   ანნაებისაგან
მოთ(ხრობითი)   ქრისტე]მან      ანნამან   ანნაებმან
მოქ(მედებითი)   ქრისტეთი      ანნათი   ანნაებითა
წო(დებითი)   ქრისტე      ანნა   ანნანო



Sentence: 59     
ესსახედვე: იოანნე და მჰსგავსნი ამისნი ესსახედვე იბრუნვიან. Manuscript page: A_54v   გარნა ყოელნი სახელნი ნათესაობითსა შინა ბრუნვასა ცუალებულნი მარცვლითა არიან ზემოხსენებულნი, ესე იგი: ისა ანუ ჲსა, და სი. გარნა მრავალსა შინა ადგილსა განურჩეველად იხმარებიან ამათ ბრუნებისა სახეთა შინა; მაგალ(ითად): Page of ed.: 138  ოქროჲსა ანუ ოქროსი, პეტრესი ანუ პეტრეისა და სხუანი. ესე უკუ̂ჱ ამის მიერ წარმოებს, ვითარმედ შუ̂ჱნიერსიტყუ̂აობა ოდესმე ბარბაროსებრ კანონთა ზედა ღრამმატიკისასა, და ოდესმე კანონიცა ჩუ̂ჱულებათა აღნაქუსთა ზედა ენათასა. ხოლო სხუ̂ანი სათვითონი სახელნი უცხოთა ენათაგან შემოტანილნი, და მეტადრე ელენთა ანუ ბერძენთა ლექსთაგან ხმარებულნი, იბრუნვიან მხოლოდ მხოლოობითსა ბრუნვასა შინა, ვითარცა ანტონი, და იძულებით მრავლობითსა შინა: ანტონნი, ანტონებნი, გარნა უწესო არს და არა მშვენიერ და სხვანიცა მჰსგავსნი ამათნი ასე იმცენ.
Sentence: 60     
ესეცა უწყოდე, ყოველნი [რიცხობ]ითნი სახელნი ანუ არიან მარტივნი, ანუ არიან [რთულნი] და ანუ არიან სხმითგარდასვლითნი. მარტივნი, მაგალ(ითად): პირველი, ერთი, ორი, სამი, ოთხი და ვიდრე ათამდე. ათი, ოცი, ასი, ბევრი და ესრეთ უშორეს.
Sentence: 61     
რთულნი, მაგალ(ითად): ათერთმეტი, ათორმეტი, ათსამეტი, ათოთხმეტი და სხუ̂ანი. ოცდაერთი, ორმოცდაათი და სხუანი. სხმითგარდასვლითნი, მაგალ(ითად): მეორე, მესამე, მეოთხე, მეოცე, მეორმოცე, მეათასე და სხუ̂ანი; ესრეთვე: ათეული, ასეული, ათასეული.
Sentence: 62     
და ესრეთ ამათიცა შესაძლებელ არს ბრუნვად, ვითარცა [ზემოხსენებულნი] სახელნი.


Sentence: 29n.1     
აღლამა _ გუარი, გინა კერპი, გინა ხატი.კერპი არს ნაკუ̂ჱთი, რომლითაცა სახითა სხეული წარმოდგომილ არს და მით დანაკვეთებულითა სახითა იხილვების, ვითარ იგი ანდრიატი. სახე კაცისა, რუ̂ალისა, ქუათა და ესევითართა. იოანე.^
Sentence: 56n.1     
ასეა!^



Next part



This text is part of the TITUS edition of Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.