TITUS
Besiki, Txzulebani
Part No. 5
Previous part

Text: Me_shenma_pikrma_mimarinda  

მე შენმა ფიქრმა მიმარინდა *


Strophe: 1  
Verse: 1     მე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა!
Verse: 2     
ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა!
Verse: 3     
ვარდის ბაგენი1 შვენიერად2 სხვა მაპირებსა!
Verse: 4     
ჩემებრ უწყალოდ მიიყვანებ3 გასაკვირვებსა!
Verse: 5     
როდეს4 იქნება, შემომხედო გულსა მწირებსა!


Strophe: 2  
Verse: 1     
ეტლ-შვენიერად1 მოარული გამჰსგავსე2 მთვარეს;
Verse: 2     
შენის ეშყითა მასა შევჰსტრფი3, დამე ვვლი გარეს;
Verse: 3     
უცხო შევიქენ ცნობისაგან, ვარ ჭირსა მწარეს;
Verse: 4     
უსამართლობამ, მიკვირს, როგორ ვერ შეგაზარეს!
Verse: 5     
არ ვიცი, ვისსა4 გაჰსწყობიხარ რჯულსა5, ფირებსა?

Strophe: 3  
Verse: 1     
თვით შენმა გულმა კარგად იცის, ვარ შენი1 მკვდარი;
Verse: 2     
შენმან2 სურვილმან ჩამოლია3 გული კლდე-მყარი.


Page: (13) 

Verse: 3     
პირველ შაქრისა გემო იყავ, ახლა ხარ მწარი;
Verse: 4     
სამართლიანი გზა დააგდე, დამიხშევ კარი!
Verse: 5     
ვინც რომ ამ ჭირში დამინახავს, დამიტირებსა!


Strophe: 4  
Verse: 1     
მე ტკბილის გულით შემოგყურებ, შენ მემალები;
Verse: 2     
გინდა რომ მოვჰკვდე შეუყრელი, არ გებრალები!
Verse: 3     
რამდენის რიგით ცეცხლით დამწვი, მით მჭირს ძალები!
Verse: 4     
შენსა ბესიკსა2 შენი მოჰკლავს ცეცხლის ალები...
Verse: 5     
ერთხელ აღირსე შენი ხილვა შენსა მზირებსა!3


Page: (14) 


Next part



This text is part of the TITUS edition of Besiki, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.