TITUS
Besiki, Txzulebani
Part No. 6
Previous part

Text: Dedopals_Anazed  

დედოფალს ანაზედ *



Strophe: 1  
Verse: 1     ვარ უცხო ვინმე ყარიბი,
Verse: 2     
ამა სიტყვითა მხმობელი,
Verse: 3     
ამა მუხთლისა სოფლისა
Verse: 4     
მაგინებელი, მგმობელი:
Verse: 5     
მონა ვარ მისი მუდამ ჟამ
Verse: 6     
და მისი შემამკობელი, -
Verse: 7     
იგია ჩემი ხელმწიფე
Verse: 8     
და ჩემი დამადნობელი!1


Strophe: 2  
Verse: 1     
ვფუცავ1, მე არვინ მიხილავს,
Verse: 2     
რომ არს შვენებით ანაო!
Verse: 3     
მთვარესა ეზრახებოდა:
Verse: 4     
"შენ ვერ ხარ ჩემისთანაო!"2
Verse: 5     
ვარსკვლავნი მუდამ სამონოდ
Verse: 6     
გარს უდგენ თანის-თანაო.3
Verse: 7     
მხილველნო, დამემოწმენით:
Verse: 8     
კარგი ყოფილა განაო?4


Page: (15) 

Strophe: 3  
Verse: 1     
ცნობა მიმიღო და გული,
Verse: 2     
სევდით შემზღუდა ანამან;
Verse: 3     
კვლავ მომკლა მისმან ციალმან
Verse: 4     
და წელთა მიმოტანამან;
Verse: 5     
კოკობსა ვარდსა ნარგიზმან
Verse: 6     
აპკურა ცრემლი, ანამა.1
Verse: 7     
ჯობს, რომ არ ყვანდეს მიჯნური,
Verse: 8     
ან მოკლას ამისთანა მან!


Strophe: 4  
Verse: 1     
იაგუნდი მოცინარობს:
Verse: 2     
"მარგალიტნო, მიახელთო!"
Verse: 3     
სათის ტბიდგან ისარს ისვრის:
Verse: 4     
ვინ გაუვლის ახლოს ველთო?
Verse: 5     
დალახვრავს და მძიმედ დაჰკოდს,
Verse: 6     
ველს განაბნევ დია ხელთო!1
Verse: 7     
ნეტართაო ქონდეს ეს გზად2;
Verse: 8     
უვიცადი გიახელთო.


Strophe: 5  
Verse: 1        
მიმიღო ცნობა, -
Verse: 2        
არ ძალმიძს მკობა, -
Verse: 3     
ჩემმა ხელმქმნელმან1, ლამაზმან ამან!
Verse: 4        
შემოსა ხელი,
Verse: 5        
ითნო სახელი
Verse: 6     
მისმან მგვანემან4 პაწაწანამან;
Verse: 7        
ალხინა გული,
Verse: 8        
წყლულ-დადაგული,
Verse: 9     
წყალობიანმან მისმან შანამან.


Page: (16) 

Verse: 10        
თქმულია ძველად:
Verse: 11        
"ვინც იყო ხელად,
Verse: 12     
ატრფე და მოგკლას ამისთანამან!"


Strophe: 6  
Verse: 1        
ხელმწიფევ, გული
Verse: 2        
შენთან-ა ბმული,
Verse: 3     
წყალობიანად მომცემო შვების!
Verse: 4        
ნაზად ვინ ირთვი,
Verse: 5        
პირი მიირთვი
Verse: 6     
სიკვდიდმდე მტკიცე შენთა ნახლების!
Verse: 7        
თუმცა [რა]1 გცოდე,
Verse: 8        
ვიყო შემცოდე,
Verse: 9     
შენგან წყალობით ნუ მელხინების!
Verse: 10        
გიმუხთლო, ესე
Verse: 11        
ვიყოცა მკვნესე,
Verse: 12     
შენგანცა კიდე ვიყო-ცა სხვების!


Page: (17) 

Verse: 13     
აღვახვამ ქებად ბაგესა *

Strophe: 1  
Verse: 1     
.   აღვახვამ ქებად ბაგესა,
Verse: 2     
თუმც1 შევიძელ მკობილება.
Verse: 3     
.   ბანოვანთა უტურფესო,
Verse: 4     
გიქო მაღალ-შობილება!
Verse: 5     
.   გულს განაცვლი გულისათვის;
Verse: 6     
მწადს მონებრი მორჩილება!
Verse: 7     
.   დავჯედ წერად, შენთვის ქებად.
Verse: 8     
იძღვენ ესე თხრობილება!


Strophe: 2  
Verse: 1     
.   ეთერთაცა უნათლესო,
Verse: 2     
მზეს მოსტაცე ციაგობა,
Verse: 3     
.   ვარსკვლავს1 შუქი დაუბნელე, -
Verse: 4     
მე ვით ძალმიცს2 შენი მკობა?!


Page: (18) 

Verse: 5     
.   ზუალ-მუშთარს ეცილები, -
Verse: 6     
შენი მსგავსი სხვა ვინ შობა?!
Verse: 7     
.   ჱტრფობიან3 შენს შვენებას, -
Verse: 8     
მე ვით გკადრო ჩემი დობა?!


Strophe: 3  
Verse: 1     
.   თვალს ვერ შებმართვენ საქებრად,
Verse: 2     
ვერცა დახატვად მხატვარნი!
Verse: 3     
.   ილიოს-მზეებრ ბრწყინვალევ,
Verse: 4     
ხინჯს ვერ გინახვენ მზაკვარნი!
Verse: 5     
.   კბილთაგან შუქი გამოგკრთის, -
Verse: 6     
შენ ვინ გამსგავსო1 სხვაგვარნი?!
Verse: 7     
.   ლამაზად მიმოერხევი,
Verse: 8     
გნატრიან ვარსკვლავთ მთავარნი!


Strophe: 4  
Verse: 1     
.   მარად გიგონებ სატურფალს,
Verse: 2     
გულშიდ არ მომიცილები,
Verse: 3     
.   ნარნარო, ნაზო, ლამაზო,
Verse: 4     
ვინ მზესა დაეცილები!
Verse: 5     
.   ოდეს გულითგან განმაგდე, -
Verse: 6     
დამადნე1 ვითა ცვილები!
Verse: 7     
.   პირის-პირ ხილვას ვინატრი, -
Verse: 8     
მესმას შენი სიცილები!


Strophe: 5  
Verse: 1     
.   ჟამი ისი ნეტარ იყოს,
Verse: 2     
ოდეს მიწოდე მეგობრად!


Page: (19) 

Verse: 3     
.   რად შესცვალნე ეგე გულნი,
Verse: 4     
ანუ რად მიცვ შენგან ობლად?!
Verse: 5     
.   სული შენ გაქვს1 მას დღეს აქეთ,
Verse: 6     
ოდეს ვიყავთ ორნივ მწყობრად!
Verse: 7     
.   ტრფიალი ვარ მუდამ შენი,
Verse: 8     
გულისაგან შორის მყოფრად!


Strophe: 6  
Verse: 1     
.   უსულვაზურად გეხვევი
Verse: 2     
უმანკოს აღნაგობასა;
Verse: 3     
.   ფიქრით გულისათ შენთან ვარ,
Verse: 4     
ვსმენულობ შენს უბნობასა!
Verse: 5     
.   ქება ამისთვის წარმოვსთქვი, -
Verse: 6     
ღირს ვიქმენ მეგობრობასა!
Verse: 7     
.   ღიმილით სიტყვა მასმინე,
Verse: 8     
ნუ მიწყენ ამის თხრობასა!


Strophe: 7  
Verse: 1     
.   ყვავილებრ სურნელ-მყოფელო,
Verse: 2     
შორით მალხენო გულისა,
Verse: 3     
.   შენს ქებას ვით აღვასრულებ
Verse: 4     
ქვეყნად მზედ დასახულისა?!
Verse: 5     
.   ჩემებრ უმეცართ მონისა
Verse: 6     
ნახვით წამღეგო სულისა,
Verse: 7     
.   ცნობა მიიღე, წერილის
Verse: 8     
ღირსი მქმენ, პავლეს თქმულისა!


Strophe: 8  
Verse: 1        
.   ძოწნი ბაგენი,
Verse: 2        
ჩემნი მდაგენი,
Verse: 3     
ჩემდა საუბრად აღსძარ ენანი!


Page: (20) 

Verse: 4        
.   წელნი წერწეტნი!..
Verse: 5        
ეს თვალნი რეტნი
Verse: 6     
რომ ვერა გხედვენ, ბნელ მაქ ყვე[ლანი]!2
Verse: 7        
.   ჭეშმარიტებით,
Verse: 8        
არ2 მაქ ისებით,
Verse: 9     
გეტყვი სიტყვასა, - მომეც ლხენანი!
Verse: 10        
.   ხელთა დაგბაგებ,
Verse: 11        
თუ არ განმაგდებ, -
Verse: 12     
მე შენი მალხენს ამბვის სმენანი!

Strophe: 9  
Verse: 1     
.   ჴმა მასმინე საწადელი,
Verse: 2     
სიყმარული განაახლე!
Verse: 3     
.   ჯიღოვანობ ტრფიალთათვის, -
Verse: 4     
გონებითა მიმიახლე.
Verse: 5     
.   ჰანა1 მექმენ უსაკუთრეს,
Verse: 6     
მე მონად მქმენ, ვით მოახლე!2
Verse: 7     
.   ჵი, რა ვყო უბადრუკმან, -
Verse: 8     
ერთხელ ხილვად ვერ გიახლე.


Page: (21) 


Next part



This text is part of the TITUS edition of Besiki, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.