TITUS
Besiki, Txzulebani
Part No. 4
Previous part

Text: Tano_tatano  

ტანო ტატანო *


Strophe: 1  
Verse: 1     ტანო ტატანო, გულ-წამტანო, უცხოდ მარებო!
Verse: 2     
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
Verse: 3     
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
Verse: 4     
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
Verse: 5     
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

Strophe: 2  
Verse: 1     
თვალთა ნარგისი1, დამდაგისი, შეგშვენის მწველად!
Verse: 2     
ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად.
Verse: 3     
გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად.
Verse: 4     
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი2, მიქმოდენ ხელად,
Verse: 5     
მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!


Strophe: 3  
Verse: 1     
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,
Verse: 2     
მკლავნი მომკლავნი, თითნი-თლილნი მოსახვეველნი;
Verse: 3     
ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;
Verse: 4     
ოდეს1 გნახვიდი, შევიმატნი ათასნი2 წელნი.
Verse: 5     
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი; უცხოდ ვარებო!


Page: (11) 

Strophe: 4  
Verse: 1     
ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!
Verse: 2     
თვალთა ჰსურიან1 ხილვა შენი, კეკელა-მარდო!
Verse: 3     
გულსა ჰსწყურიან2 დამაშგრალსა; რას შეგაფარდო?4
Verse: 4     
თუმცა შენ დაგთმო, ვინ-ღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?
Verse: 5     
უშენოდ ხილვა არ ვისი მსურს4, შევიზარებო!


Strophe: 5  
Verse: 1     
შენმა გონებამ მიმამსგავსა1 მილეულს მთვარეს;
Verse: 2     
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!
Verse: 3     
მოდით2, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,
Verse: 4     
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!
Verse: 5     
ვაჲ4, სიცოცხლეო უკუღმართო დანაცარებო;


Page: (12) 


Next part



This text is part of the TITUS edition of Besiki, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.