TITUS
Besiki, Txzulebani
Part No. 3
Previous part

Text: Bulbuli_modis_mcuxarebit  

ბულბული მოდის მწუხარებით *



Strophe: 1  
Verse: 1     ბულბული მოდის მწუხარებით, ცრემლის დენითა;
Verse: 2     
ვეჭვობ, მებაღეს დაუტუქსავს ცეცხლ-მოდებითა...
Verse: 3     
ბულბულო, გადი ამ ბაღიდამ შენის ნებითა,
Verse: 4     
თორემ კრაზანა შენ დაგჩაგრავს ყოვლის გზებითა!


Strophe: 2  
Verse: 1     
წადი, ბულბულო, შენ მებაღეს შეჰფიცე რჯული,
Verse: 2     
კრაზანს ევედრე, მოგიტეოს დანაშაული;
Verse: 3     
ნარგისთან კაცი გააგზავნე: სრულ ჰქნან აღთქმული,
Verse: 4     
მებაღესთან[აც] დაგეხმაროს ვარდის ენითა.


Strophe: 3  
Verse: 1     
ადე, ბულბულო, ვარდის სიტყვით მებაღე ნახე;
Verse: 2     
თუ წყრომით იყოს, გარს შემოვლე, თავს დაემარხე;
Verse: 3     
ბაღში, ეგები, შეგიყვანოს, ნარგიზი ნახე:
Verse: 4     
კოკობი ვარდი არ მიგიდებს თავის ნებითა!


Strophe: 4  
Verse: 1     
სიკვდილო, მოდი, მიიბარე ბულბულის სული!
Verse: 2     
მებაღემ დასწყლა და დაჰკოდა ბულბულის გული!
Verse: 3     
მკვდარი1 ბესიკი, მოდი, მნახე ჩამიდგი სული,
Verse: 4     
თუ გინდ, მიწასაც მიმაბარე მოყვრის ენითა!


Page: (10) 


Next part



This text is part of the TITUS edition of Besiki, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.