TITUS
Besiki, Txzulebani
Part No. 2
Previous part

Text: Me_mivxvdi_maga_shensa_bralebsa  

მე მივხვდი მაგა შენსა ბრალებსა *


Strophe: 1  
Verse: 1     მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა!1
Verse: 2     
მე განგიცხადებ4 დანამალებსა!
Verse: 3     
რად არა ჰრიდენ4 განსაკრძალებსა4,
Verse: 4     
ხელი რად მიჰყავ ძნელსა ვალებსა?
Verse: 5     
რად მიჰყევ სხვათა5 ჭკუა-მთვრალებსა,
Verse: 6     
ნებით მოშორდი მისათვალებსა?6
Verse: 7     
არ შეგიბრალებ შეუბრალებსა,
Verse: 8     
თუმცა უყვარდი მისსა თვალებსა!
Verse: 9     
რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა?7


Page: (7) 

Strophe: 2  
Verse: 1     
რადგან ძლეულ-ხარ შენისა ნებით,
Verse: 2     
თავს რაღად1 მართლობ თანის-თანებით?
Verse: 3     
ან რას იყოვნი ჟამსა ხანებით?
Verse: 4     
რას ინუგეშებ ცრემლსა ბანებით?
Verse: 5     
ხელი აიღევ მაგ სავანებით,
Verse: 6     
შემწე იძიე ბანის-ბანებით!2
Verse: 7     
აგრე ვერ მომკი ვარდსა ყანებით!
Verse: 8     
რად გულს განიწონ საკვდად დანებით?3
Verse: 9     
სხვას გირჩევ გზასა და სხვას ძალებსა!

Strophe: 3  
Verse: 1     
მივედ, ყარიბო, უთხარ ბულბულსა,
Verse: 2     
მას შვენიერსა1, ტკბილ-ხმა უსულსა:
Verse: 3     
შეგამუდარებს ქველსა სუმბულსა,
Verse: 4     
სიტყვას დაუფენს, ვითა ბუმბულსა4 ;
Verse: 5     
შუა შემოვლენ, შეუქმენ გულსა,
Verse: 6     
ვარდ-თანა4 მივლენ კარ-დარაზულსა,
Verse: 7     
მოახსენებენ მაგ შენსა წყლულსა;
Verse: 8     
ვიცი, გიხსნიან ბედითა კრულსა!
Verse: 9     
მაგრა გახსოვდეს გულსა სალებსა!

Strophe: 4  
Verse: 1     
თუ ნახო ვარდის კარნი ღიანი,
Verse: 2     
ან მოგეგებნენ1 ნაზნი იანი,


Page: (8) 

Verse: 3     
ჩემ მაგიერად იგი ჭკვიანი
Verse: 4     
ნარგიზი ნახე, ქცევა-მზიანი;
Verse: 5     
ესრე2 უამბე: იყავ სვიანი,
Verse: 6     
ანუ სად ვვლიდე3 კეთილ-გზიანი?
Verse: 7     
ვარდი მიკითხე, აგრევ იანი,
Verse: 8     
მეცა გახსოვდე მცირე დღიანი,
Verse: 9     
მომიგონებდე ფერ-ნამკრთალებსა!


Strophe: 5  
Verse: 1     
გარდმოუტევე თვალთა მდინარე1,
Verse: 2     
პირველად ჩემგან გულ-მომდინარე.
Verse: 3     
სალამი ჰკადრე არ საწყინარე2,
Verse: 4     
ეს შენათვალი მიუწინარე;
Verse: 5     
მეცა ვიყავ-თქო თავ-საჩინარე,
Verse: 6     
ადგილი მქონდა დასაბინარე!
Verse: 7     
გირჩევ შეგბრალდეს გულ-ნამტკინარე,
Verse: 8     
აწ შეიწყალე ანამტინარე!3
Verse: 9     
მანტორ გაბრალებ ფესვით4 ბრჭალებსა!


Page: (9) 


Next part



This text is part of the TITUS edition of Besiki, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.