TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 5
Previous part

Chapter: 5 
თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად







Strophe: S120/K121 
Verse: a       ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს,   ეცვა ოდენ მართ პერანგი,
Verse: b       იმღერდა და იხარებდა,   წინა ედგა ერთი ჩანგი.
Verse: c       შემოვიდა მას წინაშე   თინათინის მონა ზანგი,
Verse: d    და   მოახსენა: "გიბრძანებსო   ტანი ალვა, პირი მანგი".






Strophe: S121/K122 
Verse: a       ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა   საქმისა სანატრელისა,
Verse: b       ადგა და კაბა ჩაიცვა,   მჯობი ყოვლისა ჭრელისა;
Verse: c       უხარის ნახვა ვარდისა,   არ ერთგან შეუყრელისა.
Verse: d    და   ამოა ჭვრეტა ტურფისა,   სიახლე საყვარელისა!






Strophe: S122/K123 
Verse: a       ავთანდილ ლაღი, უკადრი   მივა, არვისგან ჰრცხვენოდა,
Verse: b       მას ნახავს, ვისთა ვამთაგან   ცრემლი მრავალჯერ სდენოდა;
Verse: c       იგი უებრო ქუშად ჯდა,   ელვისა მსგავსად შვენოდა,
Verse: d    და   მთვარესა მისთა შუქთაგან   უკუნი გარდაჰფენოდა.






Strophe: S123/K124 
Verse: a       გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს   ყარყუმნი უსაპირონი,
Verse: b       ებურნეს მოშლით რიდენი,   ფასისა თქმად საჭირონი,
Verse: c       ჰშვენოდეს შავნი წამწამნი,   გულისა გასაგმირონი,
Verse: d    და   მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს   გრძლად თმანი არ-უხშირონი.






Strophe: S124/K125 
Verse: a       დაღრეჯით იყო მჯდომარე   ძოწეულითა რიდითა,
Verse: b       ავთანდილს უთხრა დაჯდომა   წყნარად, ცნობითა მშვიდითა.
Verse: c       მონამან სელნი დაუდგნა,   დაჯდა კრძალვით და რიდითა.
Verse: d    და   პირის-პირ პირსა უჭვრეტდა,   სავსე ლხინითა დიდითა.






Strophe: S125/K126 
Verse: a       ქალმან უბრძანა: "ზარი მლევს   მე ამისისა თხრობისა;
Verse: b       მწადდა არა-თქმა, რომლისა   ღონე არა მაქვს თმობისა,
Verse: c       მაგრა იცია მიზეზი   შენისა აქა ხმობისა,
Verse: d       და   რად ვზი ქუშად და დაღრეჯით   ასრე მიხდილი ცნობისა?"






Strophe: S126/K127 
Verse: a       ყმამან ჰკადრა: "საზაროსა   ჩემგან თქმაღა ვით იქმნების?
Verse: b       მზესა მთვარე შეეყაროს,   დაილევის, და-ცა-ჭნების;
Verse: c       აზრად არად აღარა მცალს,   თავი ჩემი მეგონების,
Verse: d    და   თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს,   ანუ რაცა გეკურნების".






Strophe: S127/K128 
Verse: a       ქალმან უთხრა საუბარი   კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად,
Verse: b       იტყვის: "თუცა აქანამდის   ჩემგან შორს ხარ დანამჭირად,
Verse: c       მიკვირს, მოგხვდა წამის ყოფად   საქმე შენგან საეჭვი რად,
Verse: d    და   მაგრა გითხრა პირველ ხვალმე,   სენი მე მჭირს რაცა ჭირად.






Strophe: S128/K129 
Verse: a       გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს   მინდორს მხეცი დაგეხოცა,
Verse: b       ყმა გენახა უცხო ვინმე,   რომე ცრემლი მოეხოცა?
Verse: c       მას უკანით გონებამან   მისმან ასრე დამამხო-ცა,
Verse: d    და   შენ გენუკევ მონახვასა,   კიდით კიდე მოჰლახო ცა.






Strophe: S129/K130 
Verse: a       აქანამდის ნაუბარსა   თუცა ვერას ვერ გეტყვია,
Verse: b       მაგრა შორით სიყვარული   შენგან ჩემი შემიტყვია,
Verse: c       ვიცი, რომე გაუწყვედლად   თვალთათ ცრემლი* გისეტყვია,
Verse: d    და   შეუპყრიხარ სიყვარულსა,   გული შენი დაუტყვია.






Strophe: S130/K131 
Verse: a       ასრე გითხრა, სამსახური   ჩემი გმართებს ამად ორად:
Verse: b       პირველ, ყმა ხარ, ხორციელი   არავინ გვყავს შენად სწორად,
Verse: c       მერმე, ჩემი მიჯნური ხარ,   დასტურია, არ ნაჭორად;
Verse: d    და   წა და იგი მოყმე ძებნე,   ახლოს იყოს, თუნდა შორად.






Strophe: S131/K132 
Verse: a       "შენგან ჩემი სიყვარული   ამით უფრო გაამყარე,
Verse: b       რომე დამსხნა შეჭირვება,   ეშმა ბილწი ასაპყარე.
Verse: c       გულსა გარე საიმედო   ია მორგე, ვარდი ყარე,
Verse: d    და   მერმე მოდი, ლომო, მზესა   შეგეყრები, შემეყარე.






Strophe: S132/K133 
Verse: a       სამსა ძებნე წელიწადსა   იგი შენი საძებნარი;
Verse: b       ჰპოვო, მოდი გამარჯვებით,   მხიარულად მოუბნარი;
Verse: c       ვერა ჰპოვებ, დავიჯერებ,   იყო თურე უჩინარი;
Verse: d    და   კოკობი და უფურჭვნელი   ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.






Strophe: S133/K134 
Verse: a       "ფიცით გითხრობ: შენგან კიდე   თუ შევირთო რაცა ქმარი,
Verse: b       მზეცა მომხვდეს ხორციელი,   ჩემთვის კაცად შენაქმარი,
Verse: c       სრულად მოვსწყდე სამოთხესა,   ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი,
Verse: d    და   შენი მკლვიდეს სიყვარული,   გულსა დანა ასაქმარი".






Strophe: S134/K135 
Verse: a       მოახსენა ყმამან: "მზეო,   ვინ გიშერი აწამწამე,
Verse: b       სხვა პასუხი რამცა გკადრე,   ანუ რამცა შევიწამე?
Verse: c       მე სიკვდილსა მოველოდი,   შენ სიცოცხლე გამიწამე,
Verse: d    და   ვითა მონა, სამსახურად   გაღანამცა წავე, წა-, მე!"






Strophe: S135/K136 
Verse: a       კვლაცა ჰკადრა: "აჰა, მზეო,   რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა,
Verse: b       მით გმორჩილობს, ზეციერი   მნათობია რაცა სადა;
Verse: c       მე რომ თქვენგან მოვისმინენ   წყალობანი, მედიადა.
Verse: d    და   ვარდი ჩემი არ დაჭნების,   შუქი შენი იეფად "






Strophe: S136/K137 
Verse: a       კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა,   დააპირეს ესე პირი,
Verse: b       გასალდეს და გაამრავლეს   საუბარი სიტყვა-ხშირი.
Verse: c       გაადვილდა, აქანამდის   გარდეხადა რაცა ჭირი;
Verse: d    და   თეთრთა კბილთათ* გამოჰკრთების   თეთრი ელვა ვითა ჭვირი.






Strophe: S137/K138 
Verse: a       ერთგან დასხდეს, ილაღობეს,   საუბარი ასად აგეს,
Verse: b       ბროლ-ბადახში შეხვეული და   გიშერი ასადაგეს;
Verse: c       ყმა ეტყვის, თუ: "შენთა მჭვრეტთა   თავი ხელი, , სად აგეს!
Verse: d    და   ცეცხლთა, შენგან მოდებულთა,   გული ჩემი ასადაგეს".






Strophe: S138/K139 
Verse: a       ყმა წავიდა, სიშორესა   თუცა მისსა ვერ გასძლებდა,
Verse: b       უკუღმავე იხედვიდა,   თვალთა რეტად აყოლებდა,
Verse: c       ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს,   ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა,
Verse: d    და   გული ჰქონდა გულისათვის,   სიყვარულსა ავალებდა.






Strophe: S139/K140 
Verse: a       თქვა: "მზეო, ვარდსა სიშორე   შენი დამაჩნდეს ეს ადრე,
Verse: b       ბროლი და ლალი გასრულვარ   ქარვისა უყვითლესად-რე.
Verse: c       მაშინ რაღა ვქმნა ვერ-ჭვრეტა   რა მომხვდეს კვლა უგრძესად-რე!
Verse: d    და   ხამს მოყვრისათვის სიკვდილი,   ესე მე დამიც წესად-რე".






Strophe: S140/K141 
Verse: a       საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა   ცრემლი ძნელად ეხოცების,
Verse: b       ვითა ვერხვი ქარისაგან,   ირხევის და იკეცების;
Verse: c       რა მიჰლულნის, სიახლევე   საყვარლისა ეოცების,
Verse: d    და   შეკრთის, დიდნი დაიზახნის,   მით პატიჟი ეოცების.






Strophe: S141/K142 
Verse: a       მოშორვება საყვარლისა   მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ,
Verse: b       ცრემლსა ვითა მარალიტსა   სწვიმს ვარდისა დასანაზოდ.
Verse: c       რა გათენდა, შეეკაზმა   მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ,
Verse: d    და   ცხენსა შეჯდა, გაემართა,   დარბაზს მივა სადარბაზოდ.






Strophe: S142/K143 
Verse: a       დარბაზს ეჯიბი შეგზავნა,   მართ მისგან შენარონია,
Verse: b       შესთვალა: "გკადრებ, მეფეო,   მე ესე გამიგონია:
Verse: c       ყოველი პირი მიწისა   თქვენ ხრმლითა დაგიმონია,
Verse: d    და   აწ თუ სჯობს, ესე ამბავი   ცნან, რაცა გარემონია.






Strophe: S143/K144 
Verse: a       მე წავიდე, მოვიარო,   ვილაშქრო და ვინაპირო,
Verse: b       თინათინის ხელმწიფობა   მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო,
Verse: c       მორჩილ-ქმნილთა გავახარო,   ურჩი ყოვლი ავატირო,
Verse: d    და   ძღვენნი გკადრნე ზედას-ზედა,   არ სალამი დავაძვირო".






Strophe: S144/K145 
Verse: a       მეფესა ეთქვა ამისი   დიადი მადრიელობა,
Verse: b       ებრძანა: "ლომო, არა გჭირს   შენ ომთა გარდუხდელობა,
Verse: c       აწ მაგა შენსა თათბირსა   ჰგავსო შენივე ქველობა.
Verse: d    და   წა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა,   თუ სიშორისა გრძელობა!"






Strophe: S145/K146 
Verse: a       ყმა შევიდა, თაყვანის-სცა,   მადლი რამე მოახსენა:
Verse: b       "ხელმწიფეო, მიკვირს, ქება   რად იკადრეთ ჩემი თქვენა?!
Verse: c       აწ ნუთუ კვლა იშორისა   ღმერთმან ბნელი გამითენა,
Verse: d    და   პირი თქვენი მხიარული   მხიარულსა კვლა მიჩვენა!"






Strophe: S146/K147 
Verse: a       მეფე ყელსა* მოეკიდა,   გარდაკოცნა ვითა შვილი.
Verse: b       სხვა მათებრი არ ყოფილა   არ გამზრდელი, არ გაზრდილი!
Verse: c       ყმა ადგა და წამოვიდა,   მას დღე მათი ჩანს გაყრილი;
Verse: d    და   როსტან მისთვის აატირა   გონიერი გული, ლბილი.






Strophe: S147/K148 
Verse: a       გამოემართა ავთანდილ,   მოყმე მხნე, ლაღად მავალი.
Verse: b       ოც დღე იარა, ღამეცა   დღეს ზედა წაჰრთო მრავალი.
Verse: c       იგია ლხინი სოფლისა,   იგია ნივთი და ვალი,
Verse: d    და   არ მისცილდების თინათინ   მისი მას, ვისგან სწვავ ალი.






Strophe: S148/K149 
Verse: a       რა მოვიდა, სიხარული   შიგან გახდა სამეფოსა.
Verse: b       მოეგებნეს დიდებულნი,   ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა.
Verse: c       იგი პირ-მზე არ მოსცთების   სიარულსა სასწრაფოსა.
Verse: d    და   მიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე   სიხარულსა სადაფოსა.






Strophe: S149/K150 
Verse: a       ქალაქი ჰქონდა მაგარი   საზაროდ სანაპიროსა,
Verse: b       გარე კლდე იყო, გიამბობ   ზღუდესა უქვიტკიროსა.
Verse: c       ყმამან მუნ დაყო სამი დღე   ამოსა სანადიროსა,
Verse: d    და   გამზრდელი მისი შერმადინ   დაისვა სავაზიროსა.






Strophe: S150/K151 
Verse: a       ესეა მონა შერმადინ,   ზემოთცა სახელ-დებული,
Verse: b       თანა-შეზრდილი, ერთგული   და მისთვის თავ-დადებული,
Verse: c       მან არ იცოდა აქამდის   მის ყმისა ცეცხლი დებული,
Verse: d    და   აწ გაუცხადა სიტყვები   მის მზისა იმედებული.






Strophe: S151/K152 
Verse: a       უბრძანა: "აჰა, შერმადინ,   ამად მე შენგან მრცხვენიან,
Verse: b       ჩემნი საქმენი ყოველნი   გცოდნიან, გაგივლენიან,
Verse: c       მაგრა არ იცი აქამდის,   რანიცა ცრემლნი მდენიან!
Verse: d    და   მე ვისგან მქონდეს პატიჟნი,   აწ მასვე მოულხენიან.






Strophe: S152/K153 
Verse: a       მოუკლავარ თინათინის   სურვილსა და სიყვარულსა,
Verse: b       ცრემლი ცხელი ასოვლებდის   ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა,
Verse: c       ვერ ვაჩენდი აქანამდის   ჭირსა ჩემგან დაფარულსა,
Verse: d    და   აწ მიბრძანა საიმედო,   ამად მხედავ მხიარულსა.






Strophe: S153/K154 
Verse: a       მიბრძანა: "მიცან ამბავი   მის ყმისა დაკარგულისა,
Verse: b       მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა   შენი წადილი გულისა,
Verse: c       ქმარი არ მინდა უშენო,   მომხვდეს ხისაცა რგულისა!"
Verse: d    და   მომცა წამალი გულისა,   აქამდის დადაგულისა.






Strophe: S154/K155 
Verse: a       "პირველ, ყმა ვარ, წასლვა მინდა   პატრონისა სამსახურად, -
Verse: b       ხამს მეფეთა ერთგულობა,   ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად, -
Verse: c       მერმე, ცეცსლი დაუვსია,   აღარა მწვავს გულსა მურად.
Verse: d    და   ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს,   ჭირს მიუხდეს მამაცურად.






Strophe: S155/K156 
Verse: a       ვართ უმოყვრესნი მე და შენ   ყოველთა პატრონ-ყმათასა,
Verse: b       ამისთვის გნუკევ სმენასა   შენ ამა ჩემთა ხმათასა:
Verse: c       ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად,   თავადად ჩემთა სპათასა,
Verse: d    და   ამა საქმესა ვერა ვიქმ   მე განდობასა სხვათასა.






Strophe: S156/K157 
Verse: a       ლაშქართა და დიდებულთა   ალაშქრებდი, ჰპატრონობდი;
Verse: b       დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი   და ამბავსა მათსა სცნობდი,
Verse: c       წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ,   უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი,
Verse: d    და   აქა სადმე არ-ყოფასა   ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!






Strophe: S157/K158 
Verse: a       ლაშქრობა და ნადირობა   შენი ჩემსა დაასასე,
Verse: b       აქათ სამ წელ მომიცადე,   ხვაშიადი შემინახე,
Verse: c       მე ნუთუმცა შემოვბრუნდი,   ალვა ჩემი არ დაჭნა ხე,
Verse: d    და   არ მოვბრუნდე, მომიგლოვე,   მიტირე და მივაგლახე.






Strophe: S158/K159 
Verse: a       მაშინღა ჰკადრე მეფესა   არ საქმე სასურვალია,
Verse: b       აცნობე ჩემი სიკვდილი, -   იყავ მართ ვითა მთრვალია, -
Verse: c       მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი   ყოვლთათვის გარდუვალია.
Verse: d    და   გლახაკთა მიეც საჭურჭლე,   ოქრო, ვერცხლი და თვალია*.






Strophe: S159/K160 
Verse: a       მაშინ უფრო მომეხმარე,   ამისგანცა უფრო მხნედ-რე,
Verse: b       ნუ, თუ ადრე დამივიწყო,   მახსენებდი ზედას-ზედ-რე!
Verse: c       მეტად კარგად დამიურვე,   სული ჩემი შეივედრე,
Verse: d    და   ზრდანი ჩემნი მოიგონენ,   გული შენი მოიმდედრე".






Strophe: S160/K161 
Verse: a       რა შერმადინ მოისმინა,   გაუკვირდა, შეეზარა,
Verse: b       თვალთათ* ვითა მარგალიტი   ცხელი ცრემლი გარდმოღვარა,
Verse: c       მოახსენა: "უშენომან   გულმან რამცა გაიხარა!
Verse: d    და   ვიცი, რომე არ დასდგები,   მაგრა გიშლი ამად არა.






Strophe: S161/K162 
Verse: a       "ჩემად ნაცვლად დაგაგდებო",   - ესე სიტყვა ვით მიბრძანე?
Verse: b       რაგვარა ვქმნა პატრონობა?   რამც გიფერე, რამც გიგვანე?
Verse: c       შენ მარტოსა გიგონებდე,   მემცა მიწა ვიაკვანე!
Verse: d    და   სჯობს ორნივე დავიკარგნეთ,   წამოგყვები, წამიტანე!"






Strophe: S162/K163 
Verse: a       ყმამან უთხრა: "მომისმინე,   მართლად გითხრობ, არა ჭრელად:
Verse: b       რა მიჯნური ველთა რბოდეს,   მარტო უნდა გასაჭრელად.
Verse: c       მარგალიტი არვის მიჰხვდეს   უსასყიდლოდ, უვაჭრელად.
Verse: d    და   კაცი ცრუ და მოღალატე   ხამს ლახვრითა* დასაჭრელად.






Strophe: S163/K164 
Verse: a       ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი?   შენგან კიდე არვინ ვარგ-ა,
Verse: b       უშენოსა პატრონობა   ვის მივანდო, ვინ ქმნას კარგა?
Verse: c       სანაპირო გაამაგრე,   მტერმან ახლოს ვერ იბარგა!
Verse: d    და   კვლა ნუთუმცა შემოვიქეც,   ღმერთმან სრულად არ დამკარგა.






Strophe: S164/K165 
Verse: a       ფათერაკი* სწორად მოჰკლავს,   ერთი იყოს, თუნდა ასი;
Verse: b       მარტოება ვერას მიზამს,   მცავს თუ ცისა ძალთა დასი;
Verse: c       აქათ სამ წელ არ მოვიდე,   მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი;
Verse: d    და   წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდეს,   ვინცა იყოს ჩემი ხასი".




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.