TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 4
Previous part

Chapter: 4 
ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა







Strophe: S84/K85 
Verse: a       ნახეს, უცხო მოყმე ვინმე   ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
Verse: b       შავი ცხენი სადავითა   ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,
Verse: c       ხშირად ესხა მარგალიტი   ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.
Verse: d    და   ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა,   გულსა მდუღრად ანატირსა.






Strophe: S85/K86 
Verse: a       მას ტანსა კაბა ემოსა,   გარე-თმა ვეფხის ტყავისა,
Verse: b       ვეფხის ტყავისა ქუდივე   იყო სარქმელი თავისა,
Verse: c       ხელთა ნაჭედი მათრახი   ჰქონდა უსხოსი მკლავისა;
Verse: d    და   ნახეს და ნახვა მოუნდა   უცხოსა სანახავისა.






Strophe: S86/K87 
Verse: a       წავიდა მონა საუბრად   მის ყმისა გულ-მდუღარისად,
Verse: b       თავ-ჩამოგდებით მტირლისა*,   არ ჭვრეტით მოლიზღარისად, -
Verse: c       მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა,   ჰგია გიშრისა ღარი სად, -
Verse: d    და   ახლოს მივიდა, მოსცალდა   სიტყვისა თქმად აღარისად.






Strophe: S87/K88 
Verse: a       ვერა ჰკადრა საუბარი,   მონა მეტად შეუზარდა,
Verse: b       დიდხანს უჭვრეტს გაკვირვებით,   თუცა გული უმაგარდა;
Verse: c       მოახსენა: "გიბრძანებსო",   ახლოს მიდგა, დაუწყნარდა.
Verse: d    და   იგი ტირს და არა ესმის   მისგან, გაუუმეცარდა.






Strophe: S88/K89 
Verse: a       მის მონისა არა ესმა   სიტყვა, არცა ნაუბარი,
Verse: b       მათ ლაშქართა ზახილისა   იყო ერთობ უგრძნობარი,
Verse: c       უცხოდ რამე ამოსკვნოდა*   გული ცეცხლთა ნადებარი,
Verse: d    და   ცრემლსა სისხლი ერეოდა,   გასდის, ვითა ნაგუბარი.






Strophe: S89/K90 
Verse: a       სხვაგან ქნის მისი გონება,   მისმან თავისა წონამან!
Verse: b       ესე მეფისა ბრძანება   ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან.
Verse: c       არცა დააგდო ტირილი,   არცა რა გაიგონა მან,
Verse: d    და   არცა გახლიჩა ბაგეთათ*   თავი ვარდისა კონამან.






Strophe: S90/K91 
Verse: a       რა პასუხი არა გასცა,   მონა გარე შემობრუნდა,
Verse: b       როსტანს ჰკადრა: "შემიტყვია,   იმას თქვენი არა უნდა;
Verse: c       თვალნი მზეებრ გამირეტდეს,   გული მეტად შემიძრწუნდა,
Verse: d    და   ვერ ვასმინე საუბარი,   მით დავყოვნე ხანი მუნ, და-".






Strophe: S91/K92 
Verse: a       მეფე გაჰკვირდა, გა-ცა-წყრა,   გული უც მისთვის მწყრომარე;
Verse: b       გაგზავნა მონა თორმეტი   მისი წინაშე მდგომარე,
Verse: c       უბრძანა: "ხელთა აიღეთ   აბჯარი თქვენ საომარე,
Verse: d    და   მიდით და აქა მომგვარეთ,   ვინ არის იქი მჯდომარე".






Strophe: S92/K93 
Verse: a       მონანი მიდგეს, მივიდეს,   გახდა აბჯრისა ჩხარია;
Verse: b       მაშინღა შეკრთა იგი ყმა,   ტირს მეტად გულ-მდუღარია,
Verse: c       თვალნი მოარნა ყოველგან*,   ნახა ლაშქართა ჯარია,
Verse: d    და   ერთხელ ესე თქვა: "ვაჲ მეო",   სხვად არას მოუბარია*.






Strophe: S93/K94 
Verse: a       თვალთა ხელი უკუივლო,   ცრემლნი ცხელნი მოიწურნა,
Verse: b       ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა,   მკლავნი გაიმამაცურნა,
Verse: c       ცხენსა შეჯდა, - მონათამცა   საუბარნი რად იყურნა!-
Verse: d    და   სხვასა მხარსა გაემართა,   მათი ჭირი არ განკურნა.






Strophe: S94/K95 
Verse: a       მონათა ხელი გამართეს   მის ყმისა შესაპყრობელად.
Verse: b       მან, გლახ, იგინი* დახადნა   მტერთაცა საწყალობელად:
Verse: c       ჰკრა ერთმანერთსა, დახოცნა   თავსა ხელ-აუპყრობელად,
Verse: d    და   ზოგსა გადაჰკრის მათრახი   ქვე მკრდამდის გასაპობელად.






Strophe: S95/K96 
Verse: a       მეფე გაწყრა, გაგულისდა,   ლაშქარნიცა შეუზახნა;
Verse: b       მან მდევართა მიწევნამდის   არ უჭვრიტნა, არცა ნახნა,
Verse: c       რაზომნიცა მიეწივნეს,   ყოვლნი მკვდართა დაასახნა,
Verse: d    და   კაცი კაცსა შემოსტყორცა,   როსტან ამად ივაგლახნა.






Strophe: S96/K97 
Verse: a       შესხდეს მეფე და ავთანდილ   მის ყმისა მისაწეველად.
Verse: b       იგი ლაღი და უკადრი   მივა ტანისა მრხეველად,
Verse: c       ტაიჭი მიუქს მერანსა,   მიეფინების მზე ველად,
Verse: d    და   შეიგნა მისლვა მეფისა   მისად უკანა მდეველად.






Strophe: S97/K98 
Verse: a       რა ცნა, მეფე მოვიდაო,   ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა.
Verse: b       მასვე წამსა დაიკარგა,   არ უნახავს თვალსა ჩვენსა,
Verse: c       ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა   ანუ ზეცად ანაფრენსა;
Verse: d    და   ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს   კვალსა მისგან წანარბენსა.






Strophe: S98/K99 
Verse: a       კვალი ძებნეს და უკვირდა   ვერ-პოვნა ნაკვალევისა,
Verse: b       აგრე კვალ-წმიდად წარხდომა   კაცისა, ვითა დევისა;
Verse: c       ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს,   სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა.
Verse: d    და   მეფემან ბრძანა: "ვნახეო   მიზეზი ლხინთა ლევისა".






Strophe: S99/K100 
Verse: a       ბრძანა: "ღმერთსა მოეწყინა   აქანამდის* ჩემი შვება,
Verse: b       ამად მიყო სიმწარითა   სიამისა დანავღლება,
Verse: c       სიკვდილამდის დამაწყლულა,   ვერვის ძალ-უც განკურნება.
Verse: d    და   მასვე მადლი! ესე იყო   წადილი და მისი ნება".






Strophe: S100/K101 
Verse: a       ესე თქვა და შემობრუნდა,   დაღრეჯილი წამოვიდა,
Verse: b       არცა ჰკრაღა ასპარეზსა,   ვამი ვამსა მოურთვიდა;
Verse: c       ყველაკაი მოიშალა,   სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა;
Verse: d    და   ზოგთა თქვეს, თუ: "მართალია",   ზოგი: "ღმერთო!", უზრახვიდა.






Strophe: S101/K102 
Verse: a       მეფე საწოლს შემოვიდა   სევდიანი, დაღრეჯილი;
Verse: b       მისგან კიდე არვინ შეჰყვა,   ავთანდილ უჩს ვითა შვილი.
Verse: c       ყველაკაი გაიყარა,   ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი.
Verse: d    და   გაბედითდა სიხარული,   ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.






Strophe: S102/K103 
Verse: a       თინათინს ესმა მამისა   ეგეთი დაღრეჯილობა,
Verse: b       ადგა და კარსა მივიდა,   - ჰქონდა მზისაცა ცილობა, -
Verse: c       მოლარე იხმო*, უბრძანა:   "ძილია თუ ღვიძილობა*?"
Verse: d    და   მან მოახსენა: "დაღრეჯით   ზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა.






Strophe: S103/K104 
Verse: a       ერთაი ახლავს ავთანდილ,   წინაშე უზის სკამითა;
Verse: b       უცხო ყმა ვინმე უნახავს,   ასრე დაღრეჯით ამით-ა,
Verse: c       თინათინ ბრძანა: "აწ წავალ,   შესლვა არ ჩემგან ჟამითა
Verse: d    და   მიკითხოს, ჰკადრე: იყო-თქო   აქა ერთითა წამითა".






Strophe: S104/K105 
Verse: a       ხანი გამოხდა, იკითხა:   "ნეტარ, რასა იქმს ქალიო,
Verse: b       ჩემი ლხინი და ჯავარი,   ჩემი სოფლისა წყალიო?"
Verse: c       მოლარე ჰკადრებს: "მოვიდა   აწყაღა ფერ-ნამკრთალიო,
Verse: d    და   დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა   წინაშე მომავალიო".






Strophe: S105/K106 
Verse: a       უბრძანა, თუ: "წადი, უხმე!   უმისობა ვით გავსძლეო?
Verse: b       მოახსენე: "რად დაჰბრუნდი   შენ, მამისა სიცოცხლეო?
Verse: c       მოდი, ჭმუნვა გამიქარვე,   გულსა წყლულსა მეწამლეო,
Verse: d    და   გითხრა ჩემი სამიზეზო,   მე თუ ლხინთა რად დავლეო".






Strophe: S106/K107 
Verse: a       თინათინ ადგა, მივიდა,   მიჰყვა მამისა ნებასა,
Verse: b       უგავს პირისა სინათლე   მთვარისა მოვანებასა.
Verse: c       მამამან გვერდსა დაისვა,   აკოცა ნება-ნებასა,
Verse: d    და   უბრძანა: "მახლავ რად არა,   რად მელი მოყვანებასა?"






Strophe: S107/K108 
Verse: a       ქალმან ჰკადრა: "ხელმწიფეო,   დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს,
Verse: b       ვინმცა გნახა კადნიერად,   რაზომ გინდა ამაყობდეს!
Verse: c       თქვენნი აგრე დაღრეჯანი   მნათობთაცა დაამხობდეს!
Verse: d    და   კაცმან საქმე მოიგვაროს,   ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს".






Strophe: S108/K109 
Verse: a       უბრძანა: "შვილო, რაზომცა   მჭირს საქმე სავაგლახია,
Verse: b       შენი ჭვრეტა და სიახლე   ლხინადვე დამისახია,
Verse: c       მომქარვებელი სევდისა,   მართ ვითა მუფარახია.
Verse: d    და   ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო,   ჩემი სულთქვმა და ახია.






Strophe: S109/K110 
Verse: a       "უცხოსა და საკვირველსა   ყმასა რასმე გარდვეკიდე,
Verse: b       მისმან შუქმან გაანათლა   სამყარო და ხმელთა კიდე.
Verse: c       რა უმძიმდა, არ ვიცოდი,   ან ტიროდა ვისთვის კიდე;
Verse: d    და   ჩემად ნახვად არ მოვიდა,   გავგულისდი, წავეკიდე.






Strophe: S110/K111 
Verse: a       "მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა,   თვალთა ცრემლნი მოიხოცნა.
Verse: b       შესაპყრობლად შევუზახენ,   სპანი სრულად დამიხოცნა,
Verse: c       ვითა ეშმა დამეკარგა,   არ კაცურად გარდამკოცნა,
Verse: d    და   ჯერთცა ესე არა ვიცი,   ცხადი იყო, თუ მეოცნა.






Strophe: S111/K112 
Verse: a       "აწ ესე მიკვირს, რა იყო,   ანუ რა ვნახე და რული!
Verse: b       მან დამიხოცა ლაშქარი,   სისხლი ადინა* ღვარული.
Verse: c       კაცთა* ხორცისად ვით ითქმის   ისრე თვალთაგან ფარული?!
Verse: d    და   უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი   აქამდის მე მხიარული.






Strophe: S112/K113 
Verse: a       ტკბილნი მისნი წყალობანი   ბოლოდ ასრე გამემწარნეს,
Verse: b       დამავიწყდეს*, რაცა დღენი   მხიარულსა წამეარნეს.
Verse: c       ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს,   ვეღარავინ მინეტარნეს,
Verse: d    და   სადამდისცა დღენი მესხნენ,   ვეღარამან გამახარნეს!"






Strophe: S113/K114 
Verse: a       ქალმან ჰკადრა: "მოგახსენებ   მე სიტყვასა დანაყბედსა:
Verse: b       ჰე მეფეო! რად ემდურვი   ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა?
Verse: c       რად დასწამებ სიმწარესა   ყოველთათვის ტკბილად მხედსა?
Verse: d    და   ბოროტიმცა რად შეექმნა   კეთილისა შემოქმედსა!






Strophe: S114/K115 
Verse: a       მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ,   მეფეთა ზედა მფლობელი,
Verse: b       შორს არის თქვენი საზღვარი,   ბრძანება-მიუთხრობელი.
Verse: c       გაგზავნე კაცი ყოველგან*   მისთა ამბავთა მცნობელი,
Verse: d    და   ადრე სცნობ, არის იგი ყმა   შობილი თუ უშობელი".






Strophe: S115/K116 
Verse: a       მოასხნეს კაცნი, გაგზავნეს   ოთხთავე ცისა კიდეთა,
Verse: b       უბრძანეს: "წადით, პატიჟთა   თავიმცა რად დაჰრიდეთა?
Verse: c       მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა,   სხვად ნურად მოიცლიდეთა,
Verse: d    და   მისწერეთ წიგნი, სადაცა   ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა".






Strophe: S116/K117 
Verse: a       კაცნი წავიდეს, იარეს   მართ ერთი წელიწადია,
Verse: b       მონახეს, ძებნეს იგი ყმა,   იკითხეს კვლა და კვლა დია,
Verse: c       ვერცა თუ ნახეს ნახული   ღმრთისაგან დანაბადია,
Verse: d    და   ცუდად მაშვრალნი მოვიდეს,   მათსავე გულსა ზადია.






Strophe: S117/K118 
Verse: a       მონათა ჰკადრეს: "მეფეო,   ჩვენ ხმელნი მოვიარენით,
Verse: b       მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა,   მით ვერა გავიხარენით,
Verse: c       მისსა მნახავსა სულ-დგმულსა   კაცსა ვერ შევეყარენით,
Verse: d    და   ჩვენ ვერას გარგებთ, საქმენი   სხვანი რამ* მოიგვარენით".






Strophe: S118/K119 
Verse: a       მეფე ბრძანებს: "მართალ იყო   ასული და ჩემი ძეო,
Verse: b       ვნახე რამე ეშმაკისა   სიცუდე და სიბილწეო,
Verse: c       ჩემად მტერად წამოსრული,   გარდმოჭრილი ზეცით ზეო.
Verse: d    და   გამიშვია შეჭირვება,   არა მგამა ყოლა მეო".






Strophe: S119/K120 
Verse: a       ესე თქვა და სიხარულით   თამაშობა ადიადა.
Verse: b       მგოსანი და მოშაითი   უხმეს, პოვეს რაცა სადა.
Verse: c       დია გასცა საბოძვარი,   ყველა დარბაზს შემოხადა.
Verse: d    და   მისი მსგავსი სიუხვითა   ღმერთმან სხვამცა რა დაჰბადა!




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.