TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 3
Previous part

Chapter: 3 
როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა







Strophe: S72/K73 
Verse: a       დილასა ადრე მოვიდა   იგი ნაზარდი სოსანი,
Verse: b       ძოწეულითა მოსილი,   პირად ბროლ-ბადახშოსანი,
Verse: c       პირ-ოქრო რიდე ეხვია,   შვენოდა ქარქაშოსანი,
Verse: d    და   მეფესა გასლვად აწვევდა,   მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.






Strophe: S73/K74 
Verse: a       შეეკაზმა მეფე, შეჯდა,   ნადირობას* გამოვიდეს;
Verse: b       მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს,   ალყად გარე შემოჰკრვიდეს;
Verse: c       ზეიმი და ზარი იყო,   სპანი ველთა დაჰფარვიდეს,
Verse: d    და   ნაძლევისა მათისათვის   ისროდეს და ერთგან სრვიდეს.






Strophe: S74/K75 
Verse: a       უბრძანა*: "მონა თორმეტი   მოდით, ჩვენთანა ვლიდითა,
Verse: b       მშვილდსა ფიცხელსა   მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა,
Verse: c       ნაკრავსა შეადარებდით,   ნასროლსა დასთვალვიდითა!"
Verse: d    და   დაიწყო მოსლვა ნადირმან   ყოვლთა მინდორთა კიდითა.






Strophe: S75/K76 
Verse: a       მოვიდა ჯოგი ნადირთა   ანგარიშ-მიუწვდომელი:
Verse: b       ირემი, თხა და კანჯარი   ქურციკი მაღლად მხლტომელი.
Verse: c       მას პატრონ-ყმანი გაუხდეს,   ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი!
Verse: d    და   აჰა მშვილდი და ისარი   და მკლავი დაუშრომელი!






Strophe: S76/K77 
Verse: a       ცხენთა მათთა ნატერფალნი   მზესა შუქთა წაუხმიდეს,
Verse: b       მიჰხოცდეს და მიისროდეს,   მინდორს სისხლთა მიასხმიდეს,
Verse: c       რა ისარი დაელივის,   მონანი-ყე მოართმიდეს*.
Verse: d    და   მხეცნი, მათგან დაკოდილნი,   წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.






Strophe: S77/K78 
Verse: a       იგი ველი გაირბინეს,   ჯოგი წინა შემოისხეს,
Verse: b       დახოცეს და ამოწყვიდეს,   ცათა ღმერთი შეარისხეს,
Verse: c       ველნი წითლად შეეღებნეს,   ნადირთაგან სისხლი ისხეს.
Verse: d    და   ავთანდილის შემხედველთა:   "ჰგავსო ალვას, ედემის ხეს".






Strophe: S78/K79 
Verse: a       იგი მინდორი დალიეს,   მართ მათგან განარბენია,
Verse: b       მინდორსა იქით წყალი დის   და წყლისა პირსა კლდენია.
Verse: c       ნადირნი ტყესა შეესწრნეს,   სადა ვერა რბის ცხენია.
Verse: d    და   იგი მაშვრალნი ორნივე   მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.






Strophe: S79/K80 
Verse: a       ერთმანერთსა, თუ: "მე გჯობო",   სიცილით ეუბნებოდეს,
Verse: b       ამხანაგობდეს, ლაღობდეს,   იქით და აქათ დგებოდეს.
Verse: c       მერმე მოვიდეს მონანი,   რომელნი უკან ჰყვებოდეს,
Verse: d    და   უბრძანა: "თქვითო მართალი,   ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს*".






Strophe: S80/K81 
Verse: a       მონათა ჰკადრეს: "მართალსა   გკადრებთ და ნუ გემცთარებით;
Verse: b       მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით   შენსა მაგისა დარებით,
Verse: c       აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ,   - ვერათ ვერ მოგეხმარებით, -
Verse: d    და   ვისგან ნაკრავნი გვინახვან   მხეცნი ვერ წაღმა წარებით.






Strophe: S81/K82 
Verse: a       ორთავე ერთგან მოკლული   ყველაი ასჯერ ოცია,
Verse: b       მაგრა ავთანდილს ოცითა   უფროსი დაუხოცია:
Verse: c       არ დასცთომია ერთიცა,   რაც ოდენ შეუტყოცია,
Verse: d    და   თქვენი მრავალი მიწითა   დასვრილი დაგვიხოცია".






Strophe: S82/K83 
Verse: a       მეფესა ესე ამბავი უჩს,   ვითა მღერა ნარდისა,
Verse: b       უხარის ეგრე სიკეთე   მისისა განაზარდისა,
Verse: c       აქვს მიჯნურობა ამისი,   ვითა ბულბულსა ვარდისა,
Verse: d    და   სიცილით ლაღობს, მიეცა   გულით ამოსლვა დარდისა.






Strophe: S83/K84 
Verse: a       იგი ორნივე საგრილად   გარდახდეს ძირსა ხეთასა.
Verse: b       ლაშქართა შექმნეს მოდენა,   მოდგეს უფროსნი ბზეთასა.
Verse: c       ახლოს უთქს მონა თორმეტი,   უმხნესი სხვათა მხნეთასა.
Verse: d    და   თამაშობდეს და უჭვრეტდეს   წყალსა და პირსა ტყეთასა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.