TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 6
Previous part

Chapter: 6 
წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა







Strophe: S165/K166 
Verse: a       დაწერა, თუ: "ჩემნო ყმანო,   გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო,
Verse: b       ერთგულნო და მისანდონო,   ამას ზედა გამოცდილნო,
Verse: c       თქვენ ჩემისა საწადლისა   მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო,
Verse: d    და   წიგნი ჩემი მოისმინეთ,   ყოვლნო ერთგან შემოყრილნო*!






Strophe: S166/K167 
Verse: a       მიწაცა თქვენი ავთანდილ,   ისმინეთ, გიწერ მე რასა:
Verse: b       თვით ვიქმ ხელითა ჩემითა   ამა წიგნისა წერასა,
Verse: c       ცოტასა ხანსა ვარჩივე   გაჭრა სმასა და მღერასა,
Verse: d    და   პურად და საჭმლად მივენდევ   ჩემსა მშვილდსა და ცერასა.






Strophe: S167/K168 
Verse: a       საქმე რამე მიც თავისა   ზე სადმე გარდსახვეწელი,
Verse: b       დავყო მარტოდ და ღარიბად   ესე წლეული მე წელი,
Verse: c       გემუდარები ამისთვის,   ვარ თქვენი შემომხვეწელი,
Verse: d    და   მე დამახვედროთ სამეფო   მტერთაგან დაულეწელი.






Strophe: S168/K169 
Verse: a       მე შერმადინ დამიგდია,   ჩემად კერძად პატრონობდეს,
Verse: b       სიკვდილსა და სიცოცხლესა   სადამდისცა ჩემსა სცნობდეს,
Verse: c       ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს,   ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს,
Verse: d    და   შემცოდესა ყველაკასა   ვითა ცვილსა დაადნობდეს.






Strophe: S169/K170 
Verse: a       თქვენცა იცით, გამიზრდია,   ვითა ძმა და ვითა შვილი.
Verse: b       ამას ასრე ჰმორჩილობდით,   არის ვითამც ავთანდილი,
Verse: c       ბუკსა იკრას, აქმნევინეთ   ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი;
Verse: d    და   მე თუ დრომდის არ მოვიდე,   გლოვა გმართებს, არ სიცილი".






Strophe: S170/K171 
Verse: a       ესე წიგნი გაასრულა   წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა,
Verse: b       წელთა ოქრო შემოირტყა,   საღარიბოდ მოეკაზმა,
Verse: c       ბრძანა: "მინდორს შევჯდებიო",   ლაშქარიცა დაერაზმა;
Verse: d    და   მასვე წამსა წამოვიდა,   შინა ხანი არა დაზმა.






Strophe: S171/K172 
Verse: a       ბრძანა: "წადით ყველაკაი,   აქა მომხრედ არვინ მინა".
Verse: b       მონებიცა მოიშორვა,   თავი გაითავისწინა,
Verse: c       მარტო გარე შემობრუნდა   შამბი შიგან გაირბინა,
Verse: d    და   მიწყივ მისად საგონებლად   მისი მკლველი თინათინ- .






Strophe: S172/K173 
Verse: a       იგი ველი გაირბინა,   ლაშქართაგან გაეკიდა.
Verse: b       ვინმცა ნახა სულიერმან,   ანუ ვინმცა გაეკიდა?
Verse: c       ვის მახვილი ვერას ავნებს,   იმას ვინმცა წაეკიდა!
Verse: d    და   მისგან ტვირთი კაეშნისა   ტვირთად ვარგად აეკიდა.






Strophe: S173/K174 
Verse: a       რა ლაშქართა ინადირეს   და პატრონი მოითვალეს,
Verse: b       იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს,   პირი მათი იფერმკრთალეს,
Verse: c       მათსა დიდსა სიხარულსა   სამძიმარი* ანაცვალეს,
Verse: d    და   ყოვლგან რბოდეს საძებარად,   ვინცა იყო უცხენმალეს.






Strophe: S174/K175 
Verse: a       დარბოდეს და სხვაგნით სხვათა   მოამბეთა მოასხმიდეს;
Verse: b       ვეღარა ცნეს მისი საქმე,   გაიარა აქათ კიდეს,
Verse: c       მისნი სპანი გულ-მოკლულნი   ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს:
Verse: d    და   "ღმერთო, ლომო, შენად ნაცვლად   სხვასა ვისმცა დანერგვიდეს!"






Strophe: S175/K176 
Verse: a       შერმადინ ერთგან შეყარნა   ხასნი და დიდებულები,
Verse: b       უჩვენა იგი უსტარი,   ამბავი მისი თქმულები.
Verse: c       რა მოისმინეს, ყველაი   დარჩა გულ-დანაწყლულები,
Verse: d    და   თავსა იცემდეს, არ იყო   გული უცრემლო, ულები.






Strophe: S176/K177 
Verse: a       ყოვლთა ჰკადრეს: "თუცა ყოფა   ჩვენ უმისოდ გვეარმისცა,
Verse: b       უშენოსა საჯდომი და   ტახტი მისი ვისმცა მისცა?
Verse: c       განაღამცა გმორჩილობდით,   თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!"
Verse: d    და   იგი მონა აპატრონეს,   ყველაკამან თაყვანის-სცა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.